მარინბერი - Marinberry სიროფი 200მლ

განსაკუთრებული ფასი 40,11 GEL რეგულარული ფასი 42,22 GEL
მარაგშია
SKU
90151_1999

ჩვენება: ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა,იმუნური სისტემის გაძლიერება.

მარინბერი სიროფი

გამოყენების ინსტრუქცია

საკვები დანამატი

შემადგენლობა :

ომეგა 3 ......................... 700 მგ

 DHA ....................... 420 მგ

 EPA ........................ 280 მგ

ლუთეინი ...................... 10 მგ

ზაფრანა ....................... 50 მკგ

მოცვი ........................... 100 მგ

სელენი ......................... 20 მკგ

ტოკოფეროლი ........ 1000 მკგ

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, გაწმენდილი წყალი.

ლუეინი მეტსახელად "თვალის ვიტამინი" არის კაროტინოიდული ანტიოქსიდანტის ტიპი, რომელიც იცავს თვალის ქსოვილს სინათლის სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ხსნის თვალის დაძაბულობას და აუმჯობესებს მხედველობას. გარდა თვალისა, ლუთეინი აუმჯობესებს მოზარდის კანისა და გულის განვითარებას.

ზაფრანა ახასიათებს მატონიზირებელი მოქმედება, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, მეხსიერებას, აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას რესპირაციული ინფექციების მიმართ. ასევე, ახასიათებთ ჰეპატოპროტექტორული მოქმედება და დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და მხედველობის სისტემებზე.

მოცვი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს-ანტოციანოზიდებს, რომელიც აუმჯობესებს უჯრედული მემბრანის სტრუქტურას, სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლის სტრუქტურას, ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, ხელს უშლის კოლაგენის დაშლას და ამკვრივებს კოლაგენის შემცველ ქსოვილებს, როგორიცაა მყესები, ლიგამენტები და ხრტილები. აძლიერებს ბადურის პიგმენტის წარმოქმნას და იცავს მხედველობის ნერვს დეგენერაციული პროცესებისაგან და აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში. მოცვი ასევე მდიდარია ტანინებით, რომლებიც ხასიათდებიან ანთების საწინააღმდეგო და ანტიდიარეული მოქმედებით.

სელენი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს სეზონური დაავადებებისგან. სელენი შეუცვლელი მინერალია ორგანიზმისთვის და ხელს უწყობს გულ–სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში.

ტოკოფეროლი მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში. ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და კაპილარულ სისხლჩაქცევებს. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებასა და ფუნქციონირებისათვის. ტოკოფეროლს ასევე გააჩნია ანტიათეროგენული, ანტიკოაგულაციური, ნეიროპროტექტორული, ანტივირუსული და იმუნომოდულატორული მოქმედება.

ომეგა-3ცხიმოვანი მჟავები, ტვინისთვის შეუცვლელი „სამშენებლო მასალა“, ხელს უწყობს კონცენტრაციისა და მეხსიერების უნარის გაუმჯობესებას, ამცირებს ჰიპერაქტივობის სინდრომის განვითარების რისკს. აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას. EPA და DHA სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისთვის.

გამოყენება:

• ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა, მ/შ განვითრების ჩამორჩენის დროს

• ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, მეხსიერების დაქვეითება, ასთენია

• იმუნური სისტემის გაძლიერება

• ჰიპერაქტივობის სინდრომის შემცირება

• ემოციური ლაბილობა, ნერვასთენია, ინტერნეტადიქცია

• თვალის ფუნქციის გაძლიერება და მხედველობის გაუმჯობესება

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ინგრედიენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

1 წლამდე ბავშვები

1 ჩაის კოვზი ერთხელ დღეში

1-6 წლამდე ბავშვები

1 ჩაის კოვზი ორჯერ დღეში

6 წლიდან ზემოთ ბავშვები და მოზრდილები

2 ჩაის კოვზი ორჯერ დღეში

 

 

 

 

გაფრთხილება:გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ. მიიღება ჭამის შემდეგ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, მზისგან დაცულ ან გრილ ადგილას. გახსნის შემდეგ პროდუქტი უნდა იქნას მოხმარებული 1 თვის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა:200 მლ ბოთლში მზომი კოვზით ან ჭიქით.

ვარგისობის ვადა:2 წელი

ასევე, იხილეთ : Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 საბავშვო 250მლ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy