ლუვაგრა-100 - Luvagra-100 100მგ 4 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 3,65 GEL რეგულარული ფასი 5,06 GEL
მარაგშია
SKU
90651_2895

ჩვენება: მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის მკურნალობა.

ლუვაგრა- 100

საერთაშორისო არაპატენტირებული (გენერიული) დასახელება: სილდენაფილი

შემადგენლობა:

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური სუბსტანცია(ები):

სილდენაფილის ციტრატი 140.05 მგ
ექვივალენტური სილდენაფილის … 100 მგ

არააქტიური სუბსტანცია ( ები):

პოვიდონი (PVPK-30) - 8.0 მგ

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი - 41.5 მგ

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი - 10 მგ

გასუფთავებული ტალკი - 10 მგ

მაგნიუმის სტეარატი - 10 მგ

მიკროკრისტალური ცელულოზა - 80 მგ

დაიმის გრანულები - 200 მგ

გარსი:

ჰიპრომელოზა (HPMC) - 14.5 მგ

ტიტანის დიოქსიდი - 2.50 მგ

იზოპროპილის სპირტი - 208 მგ

დიქლორმეთანი - 210 მგ

ბრილიანტის ლურჯი - 1 მგ

ჩვენება:

მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის მკურნალობა, რაც გულისხმობს სასქესო ასოს ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უუნარობას, დამაკმაყოფილებელი სქესობრივი აქტის წარმოებისთვის.

დოზირება და მიღების წესი

პერორალური გამოყენებისათვის.

გამოყენება მოზრდილებში:

რეკომენდებული დოზაა 50 მგ, რომელიც მიიღება დაახლოებით ერთი საათით ადრე სქესობრივ აქტამდე. მისი ეფექტურობისა და ტოლერანტობის გათვალისწინებით, დოზა შესაძლოა გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირდეს 25 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 100 მგ. მაქსიმალური რეკომენდებული დოზის სიხშირე არის ერთხელ დღეში. სილდენაფილის საკვებთან მიღების შემთხვევაში, მისი მოქმედება გვიან იწყება პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, უმჯობესია მშიერ მდგომარეობაში მიღება.

გამოყენება ხანდაზმულებში:

დოზის რეგულირება არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

დოზასთან დაკავშირებული რეკომენდაციები აღწერილი პუნქტში „გამოიყენება მოზრდილებში“ ვრცელდება პაციენტებზე, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა მსუბუქი ფორმიდან საშუალო ფორმამდე (კრეატინის კლირენსი = 30-80 მლ/წთ).

იმის გათვალისწინებით, რომ სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე რენალური დისფუნქცია (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), გამოიყენება 25 მგ დოზა. მისი ეფექტურობისა და ტოლერანტობის გათვალისწინებით, დოზა შესაძლოა გაიზარდოს 50 მგ-მდე და 100 მგ-მდე.

გამოყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

იმის გათვალისწინებით, რომ სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ციროზი), გამოიყენება 25 მგ დოზა. მისი ეფექტურობისა და ტოლერანტობის გათვალისწინებით, დოზა შესაძლოა გაიზარდოს 50 მგ-მდე და 100 მგ-მდე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:

სილდენაფილი არ მიიღება 18 წლამდე ასაკში.

გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სხვა წამლებსაც:

რიტონავირის სილდენაფილთან ერთდროული მიღების გარდა სხვა შემთხვევებში 25 მგ საწყისი დოზა არის გათვალისწინებული იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად გადიან მკურნალობას CYP3A4 ინჰიბიტორებით.

იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ პოსტურული ჰიპოტენზიის განვითარების პოტენციალი, პაციენტები უნდა იყვნენ ალფა-ბლოკერის თერაპიის მიმართ რეზისტენტულები სილდენაფილით მკურნალობის დაწყებამდე. დამატებით, მიიღება სილდენაფილის საწყისი დოზა 25 მგ.

ფარმაკოკინეტიკა:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროლოგიური პრეპარატები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები

ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური (ATC) კოდი: G04B E03.

სილდენაფილი არის ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (cGMP) ძლიერმოქმედი და სელექციური ინჰიბიტორის PDE5 ტიპი, ეს ფერმენტი პასუხისმგებელია cGMP-ს დეგრადაციაზე. სასქესო ორგანოს მღვიმოვანი სხეულის გარდა ეს ფერმენტი (PDE5) არის ასევე ფილტვის სისხლძარღვთა სისტემაში. მაშასადამე, სილდენაფილი ზრდის cGMP ფილტვის სისხლძარღვების გლუვკუნთოვანი უჯრედების რელაქსაციას. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია, ხსენებულს მივყავართ ფილტვის სისხლძარღვოვანი კალაპოტის ვაზოდილატაციამდე და შედარებით მცირე ხარისხით სისტემურ ვაზოდილატაციამდე.

გვერდითი ეფექტები:

ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებიკლინიკურ კვლევებში იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას გადიოდნენ სილდენაფილით იყო თავის ტკივილი, წამოხურება, დისპეფსია, მხედველობის დარღვევები, ცხვირის ჰიპერემია, თავბრუხვევა და ფერთა ვიზუალური დამახინჯება.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე გვერდითი მოვლენა. ასევე მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი მისი დამხმარე საშუალების მიმართ.

cGMP ეფექტურობის გათვალისწინებით, სილდენაფილი აძლიერებს ეფექტს ნიტრატების ჰიპოტენზიულ ეფექტზე და მისი ერთდროული მიღება აზოტის ოქსიდის დონორებთან (როგორიც არის ამილის ნიტრატი) ან ნებისმიერ ნიტრატებთან ერთად დაუშვებელია.

ერექციის დისფუნქციის მკურნალობის აგენტების, მათ შორის სილდენაფილის გამოყენება დაუშვებელია მამაკაცებში, რომლებისთვისაც სექსუალური აქტიურობა არ არის რეკომენდებული (მაგალითად, პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ მძიმე დარღვევები, როგორიც არის არასტაბილური სტენოკარდია ან გულის მძიმე უკმარისობა).

სილდენაფილის მიღება დაუშვებელია პაციენტებში, რომელთაც აქვთ მხედველობის ნაკლებობა ერთ თვალში მხედველობის ნერვის წინა არაარტერიული იშემიური ნეიროპათიის გამო (NAION), მიუხედავად იმისა დაკავშირებული იყო ეს ეპიზოდი წინა PDE5 ინჰიბიტორის გამოვლინებასთან თუ არა.

სილდენაფილის უსაფრთხოება არ ყოფილა გამოკვლეული პაციენტთა შემდეგ ქვე-ჯგუფებში და, მაშასადამე, მისი გამოყენება დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში: ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ჰიპოტენზია (სისხლის წნევა <90/50 მმჰგ), მიოკარდიუმის ინფარქტი და ცნობილი გენეტიკური დეგენერაციული რეტინალური დარღვევები, როგორიც არის retinitis pigmentosa(ამ პაციენტთა უმცირესობას აქვს რეტინალური ფოსფოდიესთერაზას გენეტიკური ).

სიფრთხილის ზომები:

სამედიცინო ისტორია და ფიზიკური შემოწმება უნდა განხორციელდეს ერექციის დისფუნქციის დიაგნოსტიკისათვის და დადგინდეს პოტენციური მიზეზები, ფარმაკოლოგიური მკურნალობის გათვალისწინებამდე.

ერექციული დისფუნქციის ნებისმიერი სახით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ პაციენტის ანამნეზი გულსისხლძარღვთა მდგომარეობაზე, იმ შემთხვევაში თუ სახეზე გვაქვს სექსუალურ აქტიურობასთან დაკავშირებული კარდიალური რისკი.

სილდენაფილი ხასიათდება ვაზოდილატაციური ეფექტით, რისი შედეგიც არის არტერიული წნევის ზომიერი და გარდამავალი დაწევა. სილდენაფილის გამოწერამდე ექიმებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ პაციენტებთან, რომელთა ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ვაზოდილატაციურ ეფექტმა, განსაკუთრებით კი სქესობრივ აქტივობასთან ერთად. პაციენტებში, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ვაზოდილატატორების მიმართ, მათ შორის მათ, ვისაც აღენიშნება მარცხენა პარკუჭის განდევნის ობსტრუქცია (მაგალითად, აორტის სარქვლის სტენოზი, ჰიპერტროფული ოკლუზიური კარდიომიოპათია) ან სისხლის წნევის ავტონომიური კონტროლის მძიმე დარვევა, სიფრთხილეა საჭირო.

სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიულ მოქმედებას.

სერიოზული გულსისხლძარღვთა პრობლემები, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, გულით გამოწვეული უეცარი გარდაცვალება, პარკუჭოვანი არითმია, ცერებროვასკულარული სისხლჩაქცევები, მიკროინსულტი, ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია აღინიშნა სილდენაფილის გამოყენებისას. პაციენტთა უმეტესობას, მაგრამ არა ყველას, აღენიშნებოდა გულსისხლძარღვთა დაავადებების უკვე არსებული რისკ-ფაქტორები. ბევრი პრობლემა იქნა აღმოჩენილი სქესობრივი კავშირის დროს ან ძალიან მოკლე დროში მისი დასრულებიდან და მხოლოდ რამდენიმე იქნა მალე გამოვლენილი სილდენაფილის გამოყენების შემდეგ, სქესობრივი აქტიურობის გარეშე. შეუძლებელია, დადგინდეს ამ პრობლემების უშუალო კავშირი ამ ან სხვა ფაქტორებთან. ერექციის დისფუნქციის მკურნალობის აგენტები, მათ შორის სილდენაფილი უნდა იქნას გამოყენებული დიდი სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სასქესო ორგანოს ანატომიური დეფორმაცია (როგორიც არის სასქესო ასოს გამრუდება, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან პაციენტებში, რომელთაც აქვთ მდგომარეობა, რაც წინასწარ განაწყობს მათ პრიაპიზმამდე (როგორიც არის ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მრავალმხრივი მიელომა ან ლეიკემია).

სილდენაფილის უსაფრთხოება და ეფექტურობა ერექციის დისფუნქციის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად არ იქნა გამოკვლეული. მაშასადამე, ასეთი კომბინაციების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ვიზუალური დეფექტი და მხედველობის ნერვის წინა არაარტერიული იშემიური ნეიროპათიის შემთხვევები დადგინდა სილდენაფილისა და სხვა PDE5 ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ უეცარი ვიზუალური დეფექტის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს სილდენაფილის მიღება და დაუკავშირდეს ექიმს დაუყოვნებლივ.

სილდენაფილის და რიტონავირის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.

დიდი სიფრთხილეა საჭირო სილდენაფილის მიღებისას იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ალფა-ბლოკერს, რადგანაც ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა მიგვიყვანოს სიმპტომურ ჰიპოტენზიამდე. ხსენებული ვლინდება სილდენაფილის მიღებიდან 4 საათში. იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პოსტურული ჰიპოტენზიის განვითარების პოტენციალი, პაციენტები ჰემოდინამიკურად სტაბილურები უნდა იყვნენ ალფა-ბლოკერის თერაპიის მიმართ რათა დაიწყოს სილდენაფილით მკურნალობა. სილდენაფილის საწყისი დოზაა 25 მგ. დამატებით, ექიმებმა უნდა ურჩიონ პაციენტებს თუ რა მოიმოქმედონ პოსტურული ჰიპოტენზიის სიმპტომების შემთხვევაში.

ადამიანებში თრომბოციტებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სილდენაფილი აძლიერებს ნატრიუმის ნიტროპრუსიდის in vitro ანტიაგრეგატორულ ეფექტს. არ მოიპოვება არანაირი ინფორმაცია უსაფრთხოებაზე სილდენაფილის მიღების დროს პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ სისხლის კოაგულაციის უნარი ან მათ აღენიშნებათ აქტიური პეპტიკური წყლული. მაშასადამე, სილდენაფილის მიღება ამ პაციენტებში დასაშვებია მხოლოდ სარგებელი-რისკის შეფასების შემდეგ.

წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა სამედიცინო პროდუქტის ეფექტი სილდენაფილზე

In vitro კვლევები:

სილდენაფილის მეტაბოლიზმი ძირითადად აქტივირებულია ციტოქრომ P450 (CYP) იზოფორმებით 3A4 (ძირითადი გზა) და 2C9 (მცირე გზა). მაშასადამე, ამ იზოფერმენტების ინჰიბიტორებს შეუძლიათ შეამცირონ სილდენაფილის კლირენსი.

In vivo კვლევები:

კლინიკური კვლევების მონაცემების პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა რომ CYP3A4 ინჰიბიტორთან (კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, ციმეტიდინი) ერთად შეყვანამ გამოიწვია სილდენაფილის კლირენსის რედუქციის შემცირება. თუმცა არ იყო ნაჩვენები არანაირი გვერდითი რეაქცია, მაგრამ სილდენაფილის CYP3A4 ინჰიბიტორთან ერთად შეყვანის შემთხვევაში წამლის საწყისი დოზა უნდა იყოს 25 მგ.

სტაბილურ მდგომარეობაში HIV პროტეაზას ინჰიბიტორი, რიტონავირის ერთობლივი შეყვანის შედეგად, რომელიც წარმოადგენს მაღალპოტენტურ P450 ინჰიბიტორს (500 მგ ორჯერ დღეში) და სილდენაფილი (100 მგ ერთჯერადი დოზა) იწვევს 300% (ოთხჯერ) სილდენაფილის Cmax ზრდას და 1,000% (11-ჯერ) პლაზმა სილდენაფილის AUC ზრდას. 24 საათზე სილდენაფილის პლაზმაში დონე მაინც იყო 200 ნგ/მლ შედარებული 5 ნგ/მლ-თან რომლის დროს მარტო სილდენაფილი იყო შეყვანილი. სილდენაფილს არ გააჩნდა ეფექტი რიტონავირის ფარმაკოკინეტიკაზე. ამ ფარმაკოკინეტიკური შედეგებზე დაყრდნობით ნანახია, რომ რიტონავირის და სილდენაფილის ერთობლივი შეყვანა არ არის მიზანშეწონილი და სილდენაფილის მაქსიმალურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 25 ნგ 48 საათში.

საქუინავირი, CYP3A4 HIV პროტეაზას ინჰიბიტორთან ერთად სტაბილურად შეყვანა (1200 მგ სამჯერ დღეში) და სილდენაფილი (100 მგ ერთჯერადად) რომელიც იწვევს 140 % სილდენაფილის Cmax ზრდას და 210% პლაზმაში სილდენაფილის AUC ზრდას. სილდენაფილს არ გააჩნდა ეფექტი საქუინავირის ფარმაკოკინეტიკაზე. ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორს, როგორიც არის კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი მოსალოდნელია რომ ჰქონდეს უფრო დიდი ეფექტი.

როდესაც სილდენაფილის ერთჯერადი 100 მგ დოზა სტაბილურად იყო შეყვანილი ერითრომიცინთან ერთად, სპეციალური CYP3A4 ინჰიბიტორი (500 მგ ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში) იყო ნანახი სილდენაფილის სისტემური გამოვლენის 182% მატება (AUC). ნორმალურ ჯამრთელ მოხალისეებში არ იყო AUC-ზე, Cmax, Tmax, გამოყოფის სიჩქარის მუდმივობაზე ან სილდენაფილის ნახევარ დაშლის პერიოდზე ან მოცირკულირე მეტაბოლიტებზე ნანახი აზირთრომიცინის (500 მგ დღიური დოზა, 3 დღის განმავლობაში) ეფექტი.

ციმიტიდინი (800 მგ) ციტოქრომი P450 ინჰიბიტორი და არასპეციფიკური CYP3A4 ინჰიბიტორი იწვევდა პლაზმა სილდენაფილის კონცენტრაციის 56% მატებას, როდესაც შეყვანილი იყო სილდენაფილთან (50 მგ) ერთად.

გრეიფრუტის წვენი წარმოადგენს ნაწლავის კედლის მეტაბოლიტის CYP3A4 სუსტ ინჰიბიტორს და შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება.

ანტაციდის ერთჯერადმა დოზამ (მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) არ იქონია გავლენა სილდენაფილის ბიოშეღწევადობაზე.

თუმცა ზოგიერთი ურთიერთშორისი კვლევა არ იყო ჩატარებული ყველა სამედიცინო პროდუქტებზე, პოპულარულმა ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა თანხმლები წამლების სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკაზე ეფექტის არქონა, დაჯგუფებული როფორც CYP2C9 ინჰიბიტორები (როგორიც არის ტოლბუტამიდი, ვარფარინი, ფინილტოინი), CYP2D6 ინჰიბიტორები (როგორიც არის სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი, ტრიციკლიური ანტიდეპრესანტი), თიაზიდი და თიაზიდური დიურეტიკები, მარყუჟოვანი და კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები, ანგიოტენზინის გადამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, კალციუმის არხის ბლოკერები, ბეტა-ადრენორეცპტორის ანტაგონისტები ან CYP450 მეტაბოლიზმის ინდუქტორებიი (როგორიც არის რიფამპიცინი, ბარბიტურატები).

ნიკორანდილი წარმოადგენს კალციუმის არხის აქტივატორს და ნიტრატს. ნიტრატის შემადგენლობიდან გამომდინარე აქვს პოტენციალი, რომ გამოიწვიოს სერიოზული ურთიერთქმედება სილდენაფილთან ერთად.

სილდენაფილის ეფექტი სხვა სამედიცინო პროდუქტებზე

In vitro კვლევები:

სილდენაფილი წარმოადგენს ციტოქრომ P450 (CYP)-ის იზოფორმების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 (IC50>150 µM) მსუბუქ ინჰიბიტორს. სილდენაფილის პიკური კონცენტრაცია პლაზმაში რეკომენდებული დოზის შემდეგ დაახლოებით 1µM, არ არის ალბათობა რომ სილდენაფილმა შეცვალოს იზოფორმების კლირენსი.

არ არის მონაცემები სილდენაფილის და არასპეციფიკური ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორის (თეოფილინი ან დიპირადომოლი) შორის კავშირი.

In vivo კვლევები:

აზოტის ოქსიდის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით სილდენაფილთან ერთდროული გამოყენების შედეგად გამოვლინდა მისი ჰიპოტენზიული ეფექტი, ამიტომ ამ უკანასკნელის გამოყენება აზოტის ოქსიდის დონორებთან ან ნიტრატებთან უკანაჩვენებია.

ზოგიერთ მგრძნობიარე პირებში სილდენაფილის გამოყენებამ ალფა-ბლოკერებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია. ეს მოვლენა ვითარდება სილდენაფილის მიღებიდან 4 საათის შემდეგ. სამ სპეციფიკურ წამალთაშორის ურთიერთქმედებაზე ჩატარებულ კვლევაში ალფა-ბლოკერი დოქსაზოზინი (4 მგ და 8 მგ) და ასევე სილდენაფილი (25 მგ, 50 მგ, 100 მგ) ერთდროულად იყო შეყვანილი იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია სტაბილიზებული დოქსაზოზინის თერაპიის შედეგად. კვლევაში გამოვლინდა საშუალო არტერიული წნევის შემცირება მწოლიარე პოზიციაში 7/7mmHg, 9/5mmHg, 8/4mmHg და საშუალო არტერიული წნევის შემცირება ვერტიკალურ პოზიციაში 6/6mmHg, 11/4mmHg, 4/5mmHg. დოქსაზოზინისა და სილდენაფილის ერთდროული გამოყენება იმ პირებში, რომელთაც ჰქონდათ სტაბილიზირებული დოქსაზოზინის თერაპია ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირებული იყო სიმპტომური პოსტურური ჰიპოტენზია, რომელიც გამოვლენილი იყოს თავბრუსხვევის და მსუბუქი თავის ტკივილის ფორმით, მაგრამ არა გულის წასვლით.

არ იყო ნანახი რაიმე მნიშვნელოვანი კავშირი სილდენაფილსა (50 მგ) და ტოლბუტამიდის (250 მგ) ან ვარფარინს (40 მგ) შორის, რომელთა მეტაბოლიზმი CYP2C9-ს მიერ ხდება.

სილდენაფილმა (50 მგ) არ გამოიწვია სისხლდენის დროის ზრდა, რომელიც გამოწვეულია აცეტილ სალიცილის მჟავის მიერ (150 მგ).

სილდენაფილმა (50 მგ) არ გამოიწვია ჯამრთელ მოხალისეებში ალკოჰოლის ჰიპოტენზიური ეფექტი, სისხლში ალკოჰოლის საშუალო მაქსიმალური დონის - 80 მგ/დლ არსებობისას.

აღნიშნულ ანტიჰიპერტენზიულმა საშუალებებმა, როგორიც არის: შარდმდენები, ბეტა-ბლოკერები, აგფ-ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ 2 ანტაგონისტები, ანტიჰიპერტენზიული სამედიცინო პროდუქტები (ადრენერგული ნეირონული ბლოკერები და ცენტრალური მოქმედების საშუალებები), კალციუმის არხის ბლოკერები და ალფა-ადრენორეცეპტორის ბლოკერები, არ გამოავლინა სილდენაფილთან ერთად მიღებისას რაიმე სახის გვერდითი ეფექტი პლაცებოსთან შედარებით. სპეციფიკურ ურთიერთქმედების კვლევებში ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სილდენაფილსა (100 მგ) და ამლოდიპინის ერთროულად, მწოლიარე მდგომარეობაში გამოიწვია სისტოლური წნევის 8mmHg-მდე შემცირება, შესაბამისად მწოლიარე მდგომარეობაში დიასტოლური წნევის შემცირება მოხდა 7mmHg. მსგავსი მდგომარეობა განვითარდა სილდენაფილის ჯამრთელი პირების მიერ მიღებისას.

სილდენაფილს (100 მგ) არანაირი გავლენა არ მოუხდენია HIV პროტეაზას ინჰიბიტორების, საქვინავირისა და რიტონავირის ფარმაკოკინეტიკაზე. ამ უკანასკნელთა მეტაბოლიზება CYP3A4-ის მიერ ხდება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

სილდენაფილის გამოყენება არ არის ნაჩვენები ქალების მიერ.

ვირთაგვაზე და ბოცვრებზე ჩატარებული კვლევების დროს არ იყო ნანახი რაიმე გვერდითი მოვლენა პერორალური სილდეფილის მიღებისას რეპროდუქციულ სისტემაზე.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მექანიზმებზე მომუშავე პერსონალზე:

გამოიყენეთ პრეპარატი სიფრთხილით სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის დროს, გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენება აკრძალულია.

შენახვის პირობები:

შეინახეთ გრილ ადგილას 300С ნაკლებ ტემპერატურაზე. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

სტანდარტული შეფუთვა

100 მგ 4 ტაბლეტი შეფუთულია ალუ-პვს ბლისტერში. 1 ბლისტერი მოთავსებულია დაბეჭდილი მუყაოს კოლოფში, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით თანდართულ ინსტრუქციას

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ასევე ,იხილეთ : Kamagra - კამაგრა 100მგ 4 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა4
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy