კრეპიტანო - Krepitano 20გ მალამო

განსაკუთრებული ფასი 14,33 GEL რეგულარული ფასი 19,91 GEL
მარაგშია
SKU
90400_1113

ჩვენება: გარე და შიდა ბუასილი,ანუსის ჰემოროიდული ვენების თრომბოფლებიტი, ანალური ნაპრალები.

კრეპიტანო

მალამო

ნატრიუმის ჰეპარინი/პრედნიზოლონის აცეტატი/ლაურომაკროგოლი 400

პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი,რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად მოცემული ფურცლის, ან მკურნალი ექიმის, ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად.

- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ თქვენ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რეკომენდაციები მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

- თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის იმათზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

- თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 7 დღეში, უნდა მიმართოთ ექიმს.

ფურცელი-ჩანართის შინაარსი

1. რა არის კრეპიტანო და რისთვის გამოიყენება

2. რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატის კრეპიტანო გამოყენებამდე

3. პრეპარატის კრეპიტანო გამოყენება

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები

5. პრეპარატის კრეპიტანო შენახვა

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1.რა არის კრეპიტანო და რისთვის გამოიყენება

კრეპიტანო მიეკუთვნება ბუასილის საწინააღმდეგო, ადგილობრივი გამოყენების პრეპარატების ჯგუფს. არის კომბინირებული პრეპარატი ანტითრომბოზული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ვენების მასკლეროზირებელი მოქმედებით. მოქმედი ნითიერებებია: ნატრიუმის ჰეპარინი, პრედნიზოლონის აცეტატი და ლაურომაკროგოლი 400.

გამოყენების ჩვენებები :

- გარე და შიდა ბუასილი;

- ანუსის ჰემოროიდული ვენების თრომბოფლებიტი;

- ფისტულები, ეგზემა და ქავილი ანუსის არეში;

- ანალური ნაპრალები;

- ანორექტალურ მიდამოში ქირურგიული ჩარევისთვის მომზადება;

- როგორც თრომბოზირებული ან ოპერირებული ბუასილის კომპლექსური თერაპიის ნაწილი.

2.რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატის კრეპიტანო გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ კრეპიტანო:

- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მოქმედ ნივთიერებებზე ან პრეპარატის სხვა ნებისმიერ კომპონენტზე (ჩამოთვლილია ფურცელი–ჩანართის მე–6 ნაწილში);

- თუ გაქვთ კანის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაზიანება;

- თუ გაქვთ ტუბერკულოზი;

- თუ გაქვთ სიფილისი;

- თუ გაქვთ კანის სიმსივნე (ანორექტალური ზონა);

- თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული ტენდენცია;

- თუ გაქვთ რეაქცია ვაქცინაციაზე;

- თუ ხართ ორსულობის პირველ ტრიმესტრში;

- 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატის კრეპიტანო გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ პრეპარატი დიდი დოზებით ან დიდი ხნის განმავლობაში გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკის გამო.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.

ბავშვები

პრეპარატის კრეპიტანო გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში უკუნაჩვენებია.

სხვა პრეპარატები და კრეპიტანო

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, რომ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატების მიღება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან აღწერილი არ არის.

რექტალური გამოყენების სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

კრეპიტანო უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულობის II და III ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, დედისთვის მოსალოდნელი სარგებელის და ნაყოფის/ბავშვის პოტენციური რისკის თანაფარდობის საგულდაგულო შეფასების შემდეგ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.

3.პრეპარატის კრეპიტანო გამოყენება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ფურცელ–ჩანართთან ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში. ეჭვის შემთხვევაში იკითხეთ რჩევა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გარეგანი გამოყენებისას მალამოს თხელი ფენა დაიტანება 2–ჯერ დღეში დაზიანებულ უბნებზე, დეფეკაციის შემდეგ. სერიოზული სიმპტომებისას მხოლოდ მკურნალობის პირველ დღეს შეიძლება მალამოს გამოყენება 4–ჯერ დღეში, მტკივნეული შეგრძნებების გაქრობის შემდეგ - დღეში 1-ჯერ 7 დღის განმავლობაში.

მალამოს რექტალურად შესაყვანად გამოიყენება აპლიკატორი, რომელიც ეხრახნება ტუბზე და შეიყვანება სწორ ნაწლავში, შემდეგ ტუბზე მსუბუქი დაჭერით გამოიდევნება მცირე რაოდენობით მალამო. ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია აპლიკატორის დეზინფექცია და დამცავ ხუფში მოთავსება.

თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ თქვენ გამოიყენეთ უფრო მეტი პრეპარატი კრეპიტანო, ვიდრე საჭირო იყო

სისტემურ სისხლის მიმოქცევაში აბსორბციის დაბალი ხარისხის გამო, ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა.

თუ თქვენ გამოიყენეთ უფრო მაღალი დოზები, ვიდრე თქვენ დაგინიშნეს, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ კრეპიტანოს გამოყენება

თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატის მორიგი დოზა, გააგრძელეთ გამოყენება ექიმის რეკომენდაციებით.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატის კრეპიტანო გამოყენება

არ შეწყვიტოთ მკურნალობა მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4.შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, კრეპიტანოს შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველასთან.

1) მკურნალობის დროს შესაძლოა წარმოიქმნას სერიოზული არასასურველი რეაქციები.

ძალიან იშვიათად (შეიძლება წარმოიქმნას არა უმეტეს 1 ადამიანში 10 000–დან):

– ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ასეთი სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარებისას, შეწყვიტეთ პრეპარატის კრეპიტანო გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.

2) სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები:

ძალიან იშვიათად (შეიძლება წარმოიქმნას არა უმეტეს 1 ადამიანში 10 000–დან):

– ადგილობრივი გაღიზიანება.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა ჭრილობის შეხორცების შენელება, ასევე პრედნიზოლონის გამოყენებით გამოწვეული სისტემური არასასურველი ეფექტები, შეშუპების გამოვლინებით.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ რაიმე არასასურველი რეაქცია გამოგივლინდათ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის იმათზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ–ჩანართში.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5.პრეპარატის კრეპიტანო შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე „ვარგისია“ შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის მოცემული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში. დაადგინეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ მოიშოროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6.შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი კრეპიტანო შეიცავს:

– მოქმედი ნივთიერებებია: ნატრიუმის ჰეპარინი, პრედნიზოლონის აცეტატი, ლაურომაკროგოლი 400. 1 გ მალამო შეიცავს 65 სე ნატრიუმის ჰეპარინს, 2,233 მგ პრედნიზოლონის აცეტატს, 30 მგ – ლაურომაკროგოლი 400.

– სხვა ინგრედიენტებია: მყარი პარაფინი, თხევადი პარაფინი, უწყლო ლანოლინი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.

პრეპარატის კრეპიტანო გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერის ერთგვაროვანი მალამო, დამახასიათებელი სუნით.

კრეპიტანოს 20 გ მალამო შეფუთულია ალუმინის ტუბში. თითო ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში რექტალურ აპლიკატორთან და ფურცელ–ჩანართთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ასევე, იხილეთ : Reparon - რეპარონი ჰერბალი მალამო 25გ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy