კრაზანას ბალახი 20 ერთჯერადი პაკეტი

5,13 GEL
მარაგშია
SKU
4985_544

იყენებენ როგორც გამოსავლებ საშუალებას გინგივიტების და სტომატიტების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, ხოლო საფენების სახით ჭრილობების მოსაშუშებლად.

კრაზანა შეიცავს ფლავონოიდებს, (გიპეროზიდი, კვერცეტინი, იზოკვერცეტინი, რუტინი და სხვა), 5-6% ანტოციანებს, 10-12% სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს 0,2-0,3%, ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას.P ვიტამინს, 17% ფისისებრ ნივთიერებებს, საპონინებს, ნიკოტინის მჟავას, ალკალოიდების კვალს და სხვა.

კრაზანას ნაყენს იყენებენ როგორც გამოსავლებ საშუალებას გინგივიტების და სტომატიტების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, ხოლო საფენების სახით ჭრილობების მოსაშუშებლად. აგრეთვე პირის ღრუში ცუდი სუნის შემთხვევაში.

კრაზანს ხმარობენ ნაღვლსადენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის, ჰეპატიტების, ქოლეცისტიტების, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიის, გასტრიტების, მეტეორიზმის, თირკმლის დაავადების, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქალური დაავადების, ჩირქის, წყლულების, კანზე გამონაყარის და სხვა დაავადებების დროს. მწვანე მცენარეს ხელში სრესენ და იდებენ გარედან დაჟეჟილობის დროს და სისხლის დენის შესაჩერებლად.

კრაზანას სამკურნალო მიზნით ძირითადად ნაკრების სახით იყენებენ.
კრაზანას ნაყენის მისაღებად აიღეთ 10 გ (1,5 სუფრის კოვზი) ბალახი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავსახური, ადუღეთ  წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ ქალის სასქესო ორგანოების ანთების, შარდის ბუშტის, თირკმელებისა და შარდსადენი გზების დაავადების დროს.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy