Me Luna - მი ლუნა მენსტრუალური ჭიქა SPORT ბურთი ვარდისფერი L

65,19 GEL
მარაგშია
SKU
72516_3052
Me Luna - მი ლუნა მენსტრუალური ჭიქა SPORT ბურთი ვარდისფერი L

მენსტრუალური ჭიქა SPORT ბურთი ვარდისფერი L - Me Luna - მი ლუნა  

გამოყენების წესი 

Me Luna-ს მენსტრუალური ჭიქის მოსათავსებლად საჭიროა, ის ჯერ სათანადოდ მოიკეცოს რომელიმე ხერხით და ასე მიეცეს სასურველი და ოპტიმალური ფორმა. მოთავსდება იმგვარად, როგორც მომხმარებლისთვისაა მოსახერხებელი. გამოცვლა/დაცლა, როგორც წესი, საკმარისია დღეში 3-4-ჯერ. ჭიქა უნდა ამოვიღოთ მის ბოლოში არსებული მცირე ზომის სახელურით. 

ჰიგიენა და დეზინფექცია 

თავდაპირველ გამოყენებამდე აუცილებელია ჭიქის გასტერილება სპეციალური სასტერილიზაციო სითხით ან მარტივად, ცხელი/მდუღარე წყლით დამუშავებით - ე.წ. გამოხარშვით. გამოხარშვისას ჭიქა მინიმუმ 3 წუთი უნდა გააჩეროთ მდუღარე წყალში. ციკლის პერიოდში ჭიქის მოხმარებისას სასურველია ყოველი დაცლისას ჭიქა დამუშავდეს ინტიმური გელით და გაირეცხოს გამდინარე წყლით ან სპეციალური სითხით. წყალში უნდა გავავლოთ მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში. აუცილებელია ჭიქის დეზინფექცია ყოველი ციკლის შემდგომ, შენახვამდე და ხელახალი მოხმარების წინ. 

ზომა 

მენსტრუალური ჭიქა არის რამდენიმე სახეობის - მასალის სიმყარისა და შემადგენლობის მიხედვით და რამდენიმე ზომის - ჭიქის მოცულობისა და დიამეტრის შესაბამისად. 

სხვაობა სახეობებს შორის 

CLASSIC - საშუალო სიმყარის, სტანდარტული არაალერგიული მასალა. SOFT - რბილი და ძალიან დრეკადი არაალერგიული მასალა. SPORT - მყარი, შედარებით რთულად დრეკადი არაალერგიული მასალა. დამჭერები: რგოლი, ღერო და ნახვრეტიანი სახელური.  

მენსტრუაციული ციკლის დარღვევის მიზეზებსა და მკურნალობას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგში: მენსტრუაციული ციკლის დარღვევის მიზეზები და მკურნალობა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy