Mycota - მიკოტა კრემი 25გ

განსაკუთრებული ფასი 14,92 GEL რეგულარული ფასი 18,65 GEL
მარაგშია
SKU
62291_1013

თვისებები: მიკოტას გააჩნია ანტიფუნგალური და ანტიბაქტერიული მოქმედება.

საერთაშორისო დასახელება:

UNDECYLENIC ACID; UNDECYLENIC ACID ZINC SALT

მწარმოებელი: Thornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: უნდეცინის მჟავა+უნდეცინის მჟავას ცინკის მარილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი: ტუბში 25 გ

1 გ

უნდეცინის მჟავა ....................................... 50 მგ

უნდეცინის მჟავას ცინკის მარილი .........     200 მგ

ფხვნილი: პოლიეთილენის ქილაში 70 გ

1 გ

უნდეცინის მჟავა        ............................     50 მგ

უნდეცინის მჟავას ცინკის მარილი ...........   200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მიკოტას გააჩნია ანტიფუნგალური და ანტიბაქტერიული მოქმედება.

ჩვენებები:

სპორტსმენის ტერფის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
ფეხების ქავილი;
ინფექციური ეგზემის, ნეიროდერმიტის პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება:

მიკოტას კრემი დაიტანება კარგად გამშრალებულ, დაზიანებულ არეში დღეში 2-ჯერ. ასევე კრემის მცირე ნაწილი დაიტანება ტერფის თითებს შორის. ფხვნილი მოიფრქვევა დაზიანებული კანის ნაწილზე და წინდებში. სასურველია მიკოტას კრემის და ფხვნილის მოხმარება კომბინაციაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების ალაგებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად - კანის გაღიზიანება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

უსაფრთხოება ფეხმძიმობისას და ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

* მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის;

* მოერიდეთ თვალებში და ღია ჭრილობაზე კონტაქტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy