აეროზოლი 100 მლ სკინ-კაპი - Scin-Cap

განსაკუთრებული ფასი 87,35 GEL რეგულარული ფასი 91,95 GEL
მარაგშია
SKU
93379_3706
აეროზოლი სკინ-კაპი - Scin-Cap, პრეპარატი თავის თმიანი ნაწილის, კანის ფსორიაზისა და სებორეის მკურნალობისათვის

აეროზოლი სკინ-კაპი - Scin-Cap 

პრეპარატი თავის თმიანი ნაწილის, კანის  ფსორიაზისა და სებორეის მკურნალობისათვის.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:  პიროქტონ ოლამინი,იზოპროპილ მირისტატი, ტოკოფერილ აცეტატი, ბისაბოლოლი, დენატურირებული სპირტი, იზობუტანი, პროპანი, პოლისორბატი 80, ბუტანი.

ჩვენებები

• კანის ქავილი
• კანის ანთებითი რეაქციები
• კანის აქერცვლა
• ქერტლი
• ფსორიაზი
• სებორეა

გამოყენების  წესი

პრეპარატს ასხურებენ კანის დაზიანებულ ნაწილზე 15 სმ დაშორებით 3 წმ. განმავლობაში, ამ დროს იფარება კანის ზედაპირი,რომელიც უდრის ხელის გულის ფართობს (რაც ექვივალენტურია პრეპარატის 1 მლ-ს).
დაზიანებულ ნაწილს ამუშავებენ 2-3ჯერ დღეში კლინიკური ეფექტის მიღებამდე. პრეპარატის გამოყენება მიზაშეწონილია გაგრძელდეს 1 კვირის მანძილზე, სიმპტომების გაქრობის შემდეგ.
გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ. შესხურების დროს ფლაკონი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში. 
თავის თმის საფარის დამუშავებისთვის პრეპარატს მოჰყვება სპეციალური საცმი.

გვერდითი მოვლენები

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება.
იშვიათად აღინიშნება ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის თვალებში მოხვედრისას უნდა ჩამოირეცხოს ცივი წყლის დიდი რაოდენობით.
პრეპარატის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას - აუცილებელია კუჭის გამორეცხვა მარილოვანი საფაღარათოების დიდი რაოდენობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

შეუთავსებლობა:
არ არის აღნიშნული.

გამოშვების ფორმა: 100 მლ ,200 მლ  ფლაკონი.

მწარმოებელი კომპანია: Chemigroup France 

მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy