ტანის მოვლა

სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Shik - შიკი ხელის კრემი ავოკადო 75 მლ 3891განსაკუთრებული ფასი 1,65 GEL რეგულარული ფასი 3,30 GEL
- A'pieu - აპიუ მადეკასოსიდი ხელის კრემი 40 მლ 2593განსაკუთრებული ფასი 11,56 GEL რეგულარული ფასი 23,12 GEL
- Teaology - თიოლოჯი Blue Tea ხელის კრემი 75 მლ 2319განსაკუთრებული ფასი 15,78 GEL რეგულარული ფასი 26,31 GEL
- Teaology - თიოლოჯი Black Rose ხელის კრემი 75 მლ 2296განსაკუთრებული ფასი 15,78 GEL რეგულარული ფასი 26,31 GEL
- Teaology - თიოლოჯი Passion ხელის კრემი 75 მლ 2890განსაკუთრებული ფასი 15,78 GEL რეგულარული ფასი 26,31 GEL
- ნაკრები Promo/Rituel 0825 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 106,80 GEL რეგულარული ფასი 178,00 GEL
- Ziaja - ზიაია სხეულის კრემი ქოქოსი 200 მლ 18889განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Ziaja - ზიაია ხელის კრემი ქოქოსი 18902განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Ziaja - ზიაია სხეულის ლოსიონი ავოკადო 400 მლ 25337განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Palmolive - პალმოლივი შხაპის გელი შოკოლადი 250 მლ 9024განსაკუთრებული ფასი 9,63 GEL რეგულარული ფასი 11,33 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპის გელი ვანილი 500 მლ 7145განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm Intensive გელ-კრემი 75 მლ 2656განსაკუთრებული ფასი 24,40 GEL რეგულარული ფასი 61,00 GEL
- BIO-ROM - ბიორომი მკვდარი ზღვის ტანის კრემი მანგო 27091განსაკუთრებული ფასი 18,93 GEL რეგულარული ფასი 37,85 GEL
- SVR - ესვიერი სახის და ტანის კრემი TOPIALYS 400 მლ 5801განსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე შხაპის გელი ალუბალი 500 მლ 7183განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Bioderma - ბიოდერმა ბალზამი 500 მლ 2619განსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account