ტანის მოვლა
სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Missha - მისშა ხელის კრემი Dare Body Scent 30 მლ 6546განსაკუთრებული ფასი 7,51 GEL რეგულარული ფასი 15,02 GEL
- Missha - მისშა ხელის კრემი Dare Body Love Begins 30 მლ 6584განსაკუთრებული ფასი 7,51 GEL რეგულარული ფასი 15,02 GEL
- Missha - მისშა შხაპის გელი Dare Body Flower 500 მლ 2327განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- აბაზანის ღრუბელი საპნის შითავსით 8245განსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Lionesse - ლიონესი ქუსლის სახეხი karnaval 6418განსაკუთრებული ფასი 5,82 GEL რეგულარული ფასი 11,64 GEL
- Sebamed - სებამედი შხაპის გელი 250 მლ ორქიდეა და ნუში 8173განსაკუთრებული ფასი 13,25 GEL რეგულარული ფასი 22,08 GEL
- SVR - ესვიერი დასაბანი ბალზამი TOPIALYSE 5832განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- Essence - ესენსი MINI საპნის ქაღალდი 01 6553განსაკუთრებული ფასი 5,99 GEL რეგულარული ფასი 7,49 GEL
- Safeguard - სეიფგარდი საპონი ალოე 90 გრ 5675განსაკუთრებული ფასი 2,56 GEL რეგულარული ფასი 3,19 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის ხელის კრემი 80 მლ 10593განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Nippes Solingen - ნიპეს ზოლინგენი კოჟრის მოსაცილებელი 720განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Palmolive - პალმოლივი შხაპის გელი ზეთისხილი 250 მლ 0975განსაკუთრებული ფასი 9,20 GEL რეგულარული ფასი 10,82 GEL
- Ziaja - ზიაია ტანის ბალზამი Natural 3552განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Shik - შიკი შხაპ-გელი ლიმონით 400გ 2337განსაკუთრებული ფასი 3,45 GEL რეგულარული ფასი 6,90 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account