ტანის მოვლა
სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Caudalie - კოდალი შხაპ-გელი Fleur 200 მლ 3816განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- Incia - ინშია ტანის ლოსიონი 100 მლ 0982განსაკუთრებული ფასი 15,57 GEL რეგულარული ფასი 31,15 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm ინტენსიური დამატენიანებელი ბალზამი 75 მლ 2083განსაკუთრებული ფასი 28,50 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- Sebamed - სებამედი ტანის დამატენიანებელი გელი ALOE 8398განსაკუთრებული ფასი 14,37 GEL რეგულარული ფასი 23,94 GEL
- Nuxe - ნუქსი დამატენიანებელი რევიტალიზაციის რძე 24 სთ 5105განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Nuxe - ნუქსი მშრალი ზეთი 50 მლ 4382განსაკუთრებული ფასი 33,91 GEL რეგულარული ფასი 56,51 GEL
- Nuxe - ნუქსი მშრალი ზეთი Prodigieux Floral 100 მლ 5946განსაკუთრებული ფასი 59,51 GEL რეგულარული ფასი 99,18 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე ხელის კრემი ნუში და თაფლი 75მლ 2283განსაკუთრებული ფასი 12,82 GEL რეგულარული ფასი 25,64 GEL
- Caudalie - კოდალი Vinotherapist ტანის ლოსიონი 400 მლ 3649განსაკუთრებული ფასი 58,50 GEL რეგულარული ფასი 117,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Panda ხელის კრემი 30 გ 3531განსაკუთრებული ფასი 19,82 GEL რეგულარული ფასი 39,64 GEL
- Ziaja - ზიაია ვიტამინი C B3 ტანის ბალზამი 6195განსაკუთრებული ფასი 12,48 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ხელის კრემი Myrtle Woods 100 მლ 5206განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Safeguard - სეიფგარდი საპონი გვირილა 90 გრგანსაკუთრებული ფასი 2,56 GEL რეგულარული ფასი 3,19 GEL
- Caudalie - კოდალი Vinotherapist ფეხის კრემი 75 მლ 3601განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Lilien - ლილიენი თხევადი საპონი მაკადამია 1000 მლ 4589განსაკუთრებული ფასი 4,47 GEL რეგულარული ფასი 8,94 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account