ესენცია ტონერი Age Reviving A4 200 მლ 8072 დერმაფირმი - DERMAFIRM
ესენცია ტონერი Age Reviving A4 დერმაფირმი - DERMAFIRM
ანტიასაკობრივი ტონერი, რომელიც გამოირჩევა კანის გამაძლიერებელი თვისებებით. ატენიანებს, არბილებს და მოჰყავს ერთ ფერში კანი. ტონერი შექმნილია ასაკობრივი ცვლილებების ნიშნების სამკურნალოდ, მათ შორის ნაოჭების, სიფერმკრთალის, უხეში ტექსტურისა და მოდუნებული კანისთვის. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, სიმკვრივეს და ბზინვარებას. შეიცავს Dermafirm-ის ექსკლუზიურ Astasome (ასტაქსანტინის ლიპოსომური კომბინაცია) და Terrabiome (ფერმენტირებული ექსტრაქტები) ინგრედიენტებს, რომელიც ღრმად აღწევს კანში, ანიჭებს სიმკვრივესა და სიჯანსაღეს. სწრაფად შეიწოვება კანში და არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას. შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და პრობიოტიკებს, რომლებიც კანს იცავენ, ამშვიდებენ და ბალანსს უბრუნებენ.
კანის ტიპი
სახის მოვლის საშუალება განკუთვნილია ასაკობრივი კანისთვის
გამოყენების წესი
- დილას და საღამოს სახის დაბანის შემდეგ, ტონერი დაასხით ბამბის დისკს ან დაიტანეთ ხელის გულზე და ნაზად გადაინაწილეთ მთელ სახეზე.
- უკეთესი ეფექტისთვის წაისვით ორი ფენა და ხელით გადაინაწილეთ.
ინგრედიენტები
Water, Glycerin, Butylene Glycol, 1,2-Hexanediol, Niacinamide, Glyceryl Glucoside, 3-O-Ethyl Ascorbic Acid, Allantoin, Betaine, Aloe Barbadensis Leaf Powder, Camellia Sinensis Catechins, Inonotus Obliquus (Mushroom) Extract, Lactobacillus/Soybean Ferment Extract, Lactobacillus/Panax Ginseng Root Ferment Filtrate, Lactobacillus/Algae Extract Ferment, Lactobacillus/Rice Ferment, Ethylhexylglycerin, Saccharomyces/Laminaria Saccharina Ferment, Adenosine, Sodium Hyaluronate, Hydrolyzed Collagen, Polyglutamic Acid, Portulaca Oleracea Extract, Astaxanthin, Caprylic/Capric Triglyceride, Hydrogenated Lecithin, Potassium Cetyl Phosphate, Oleic Acid, Sodium Laurate, Olea Europaea (Olive) Fruit Oil, Arginine, Disodium EDTA, Rosmarinus Officinalis (Rosemary) Leaf Extract, Acetyl Hexapeptide-8
მოცულობა
200 მლ.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account