სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Algologie - ალგოლოჟი Soleil Marin ტუჩის ბალმი 3in1 0251განსაკუთრებული ფასი 26,75 GEL რეგულარული ფასი 53,50 GEL
- Ziaja - ზიაია ტუჩის გლოსი Watermelon 6652განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Ziaja - ზიაია ტუჩის გლოსი Mirabelle 6676განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Ziaja - ზიაია ტუჩის გლოსი Mango 6669განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Ziaja - ზიაია ტუჩის გლოსი Pineapple 6645განსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- Ziaja - ზიაია ტუჩის სკრაბი Watermelon 6690განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Ziaja - ზიაია ოლივა ტუჩის ბალმი 6211განსაკუთრებული ფასი 5,97 GEL რეგულარული ფასი 11,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე ტუჩის ბალზამი არგანი 3113განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Ziaja - ზიაია JEJU მიცელარული წყალი 7308განსაკუთრებული ფასი 10,98 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- Nuxe - ნუქსი ტუჩის დამატენიანებელი ბალზამი ROSE 15 მლ 7178განსაკუთრებული ფასი 21,77 GEL რეგულარული ფასი 31,11 GEL
- Nuxe - ნუქსი ტუჩის დამატენიანებელი სტიკი 2 ცალი 6225განსაკუთრებული ფასი 9,61 GEL რეგულარული ფასი 13,73 GEL
- Ziaja - ზიაია თეთრი ვაზელინი 16809განსაკუთრებული ფასი 3,93 GEL რეგულარული ფასი 7,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე ტუჩის ბალზამი ოლივა 1616განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული წყალი ალოე 7287განსაკუთრებული ფასი 13,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Bepanten Derma - ბეპანთენი დერმა პომადა 4.5 7795განსაკუთრებული ფასი 9,00 GEL რეგულარული ფასი 18,00 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული წყალი ორფაზიანი 7171განსაკუთრებული ფასი 16,11 GEL რეგულარული ფასი 26,85 GEL
- Lierac - ლიერაკი ჰიდრაჟენისტი ტუჩის ბალზამი 3692განსაკუთრებული ფასი 30,86 GEL რეგულარული ფასი 44,09 GEL
- Nuxe - ნუქსი ტუჩის ულტრა მკვებავი ბალზამი reve de miel 15 გ 5809განსაკუთრებული ფასი 25,90 GEL რეგულარული ფასი 37,00 GEL
- Ziaja - ზიაია ტუჩის ბალზამი COCOA 2144განსაკუთრებული ფასი 4,47 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Lilien - ლილიენი ტუჩის ბალზამი კლასიკი 4გრ 1809განსაკუთრებული ფასი 3,18 GEL რეგულარული ფასი 6,35 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account