სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Payot - პაიო NUE მიცელარული წყალი 100 მლ 3650განსაკუთრებული ფასი 33,54 GEL რეგულარული ფასი 55,90 GEL
- Ziaja - ზიაია დამატენიანებელი მიცელარული წყალი 390 მლ 0018განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Ziaja - ზიაია დამამშვიდებელი მიცელარული წყალი 390 მლ 0025განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Ziaja - ზიაია მიცელარული წყალი 390 მლ 0032განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Nuxe - ნუქსი გამწმენდი რძე 200 მლ 2074განსაკუთრებული ფასი 37,12 GEL რეგულარული ფასი 53,03 GEL
- Ziaja - ზიაია JEJU მიცელარული წყალი 7308განსაკუთრებული ფასი 10,98 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- Ziaja - ზიაია თვალის გარშემო შრატი ლიფტინგის ეფექტით 1683განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი მიცელარული სითხე 200 მლ 2510განსაკუთრებული ფასი 22,11 GEL რეგულარული ფასი 36,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე მიცელარული გელი ალოე 400 მლ 0011განსაკუთრებული ფასი 14,93 GEL რეგულარული ფასი 29,85 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული წყალი ალოე 7287განსაკუთრებული ფასი 13,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე მიცელარული წყალი 400 მლ 1609განსაკუთრებული ფასი 15,98 GEL რეგულარული ფასი 31,95 GEL
- Nuxe - ნუქსი მაკიაჟის მოსაშორებელი გელი reve de miel 200 მლ 4070განსაკუთრებული ფასი 29,40 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- Ziaja - ზიაია ოლივა სახის კრემი + თვალის კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 6111განსაკუთრებული ფასი 18,42 GEL რეგულარული ფასი 36,85 GEL
- Ziaja - ზიაია ჟასმინის სახის კრემი + თვალის კრემი 5762განსაკუთრებული ფასი 20,43 GEL რეგულარული ფასი 40,85 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული სითხე მაგნოლია 8911განსაკუთრებული ფასი 12,51 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული წყალი ორფაზიანი 7171განსაკუთრებული ფასი 16,11 GEL რეგულარული ფასი 26,85 GEL
- Lirene - ლირენე Kombucha მიცელარული გელი 3037განსაკუთრებული ფასი 13,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account