სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ემულსია Age Reviving A4 200 მლ 8096 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 59,15 GEL რეგულარული ფასი 84,50 GEL
- სახის კრემი Age Reviving A4 50 მლ 8102 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 53,55 GEL რეგულარული ფასი 76,50 GEL
- სამგზავრო ნაკრები CICAA 0847 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 45,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- დასაბანი Hydra 120 მლ 0250 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 32,55 GEL რეგულარული ფასი 46,50 GEL
- დასაბანი ზეთი Hydra 120 მლ 0724 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 43,05 GEL რეგულარული ფასი 61,50 GEL
- სახის კრემი Soothing repair 50 მლ 9666 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 82,25 GEL რეგულარული ფასი 117,50 GEL
- შრატი Bio Correcting Astasome 50 მლ 8089 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 59,15 GEL რეგულარული ფასი 84,50 GEL
- გამწმენდი ქაფი CICAA 150 გ 1004 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 29,40 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- შრატი CICAA 30 მლ 0496 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 48,65 GEL რეგულარული ფასი 69,50 GEL
- ემულსია Moist 200 მლ 7747 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 58,45 GEL რეგულარული ფასი 83,50 GEL
- სახის კრემი Soothing repair toning 50 მლ 1271 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 96,60 GEL რეგულარული ფასი 138,00 GEL
- შრატი Bio Correcting Cera-Drop 50 მლ 7730 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 59,15 GEL რეგულარული ფასი 84,50 GEL
- ესენცია ტონერი CICAA 100 მლ 0489 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 39,76 GEL რეგულარული ფასი 56,80 GEL
- დასაბანი Hydra 150 მლ 8980 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 39,90 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- სახის კრემი Peptide 50 მლ 0755 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 101,50 GEL რეგულარული ფასი 145,00 GEL
- ესენცია ტონერი Age Reviving A4 200 მლ 8072 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 52,15 GEL რეგულარული ფასი 74,50 GEL
- ლოკალური კრემი CICAA 15გ 0502 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 39,83 GEL რეგულარული ფასი 56,90 GEL
- მისტი შრატი Glutathione 100 მლ 0618 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 84,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- შრატი Peptide 30 მლ 0748 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 101,50 GEL რეგულარული ფასი 145,00 GEL
- შრატი Soothing repair toning 30 მლ 0229 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 96,60 GEL რეგულარული ფასი 138,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account