სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ჩაის ხის ესენცია 50 მლ 7804 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 51,62 GEL რეგულარული ფასი 86,03 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი ბალზამი AP+M 75 მლ 6586განსაკუთრებული ფასი 28,28 GEL რეგულარული ფასი 43,50 GEL
- Vichy - ვიში შრატი Normaderm BHA 30 მლ 1984განსაკუთრებული ფასი 105,02 GEL რეგულარული ფასი 161,57 GEL
- SVR - ესვიერი Sebia დამატენიანებელი კრემი 40 მლ 3594განსაკუთრებული ფასი 34,16 GEL რეგულარული ფასი 56,94 GEL
- Teaology - თიოლოჯი Kombucha სახის კრემი 30 მლ 5662განსაკუთრებული ფასი 26,40 GEL რეგულარული ფასი 44,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Ginger სახის კრემი 30 მლ 5679განსაკუთრებული ფასი 26,40 GEL რეგულარული ფასი 44,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm ინტენსიური დამატენიანებელი ბალზამი 75 მლ 2083განსაკუთრებული ფასი 34,20 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- Ziaja - ზიაია მიცელარული წყალი 390 მლ 0032განსაკუთრებული ფასი 11,91 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Triple Collagen ესენცია 50 მლ 8603განსაკუთრებული ფასი 85,20 GEL რეგულარული ფასი 142,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Triple Collagen დამატენიანებელი კრემი 80მლ 8610განსაკუთრებული ფასი 93,00 GEL რეგულარული ფასი 155,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Red Retinol ღამის ნიღაბი 120 მლ 9181განსაკუთრებული ფასი 92,89 GEL რეგულარული ფასი 154,81 GEL
- SVR - ესვიერი XERIAL დამატენიანებელი გელ-კრემი 75 მლ 2696განსაკუთრებული ფასი 35,40 GEL რეგულარული ფასი 59,00 GEL
- SVR - ესვიერი CICAVIT სახის კრემი 100 მლ 2200განსაკუთრებული ფასი 33,60 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა რუბორილ ექსპერტ S სიწთლის საწინააღმდეგო კრემი 0013განსაკუთრებული ფასი 49,74 GEL რეგულარული ფასი 82,90 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა ურელია ტანისა და თმის დასაბანი ექსფოლიანტ გელი 1850განსაკუთრებული ფასი 43,89 GEL რეგულარული ფასი 73,15 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა მეტრორუბორილი AZ 0225განსაკუთრებული ფასი 53,40 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე დერმალერგო ფლუიდი 40 მლ 7669განსაკუთრებული ფასი 96,79 GEL რეგულარული ფასი 148,90 GEL
- SVR - ესვიერი CICAVIT სახის კრემი 40 მლ 2149განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ავოკადო 35206განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი UV გაჯერებული 412622განსაკუთრებული ფასი 90,03 GEL რეგულარული ფასი 138,51 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account