სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Vichy - ვიში CS სახის კრემი SPF30 3196განსაკუთრებული ფასი 64,71 GEL რეგულარული ფასი 99,55 GEL
- Payot - პაიო Harmonie პიგმენტაციის SPF30 9882განსაკუთრებული ფასი 108,78 GEL რეგულარული ფასი 181,30 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი დღე და ღამე Natural 3453განსაკუთრებული ფასი 10,77 GEL რეგულარული ფასი 17,95 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი დღის Natural 3439განსაკუთრებული ფასი 11,31 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- მინი CC კრემი 20 მლ 0887 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 31,44 GEL რეგულარული ფასი 52,40 GEL
- სტიკი My Payot 3*1 1754 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 62,85 GEL რეგულარული ფასი 104,75 GEL
- შრატი My Payot 5319 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 82,80 GEL რეგულარული ფასი 138,00 GEL
- გამწმენდი ზეთი ჟასმინი 150 მლ 2100 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- დასაბანი 3-1ში სახე თმა ტანი 9173 ფარმაცერისი - Pharmacerisგანსაკუთრებული ფასი 23,91 GEL რეგულარული ფასი 39,85 GEL
- რეტინოლის ამპულები 10 ცალი 3254 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 124,50 GEL რეგულარული ფასი 207,50 GEL
- ღრმად გამწმენდი ქაფი 0721 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 11,40 GEL რეგულარული ფასი 19,00 GEL
- Ziaja - ზიაია JEJU სახის კრემი/მუსი 7216განსაკუთრებული ფასი 11,97 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- Ziaja - ზიაია კუპეროზის საწინააღმდეგო კრემი 0416განსაკუთრებული ფასი 11,31 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სახის კრემ/გელი 50 მლ 0036განსაკუთრებული ფასი 20,97 GEL რეგულარული ფასი 34,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფაკლარი დასაბანი გელი 400 მლ 8289განსაკუთრებული ფასი 81,81 GEL რეგულარული ფასი 125,86 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი დღის კრემი 50 მლ 4031განსაკუთრებული ფასი 123,17 GEL რეგულარული ფასი 189,50 GEL
- აკნეს საწინააღმდეგო დასაბანი გელი 236 მლ 4054 ცერავე - CeraVeგანსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Payot - პაიო MY PAYOT პილინგი 125 მლ 5340განსაკუთრებული ფასი 45,05 GEL რეგულარული ფასი 75,08 GEL
- Payot - პაიო LISSE დამატენიანებელი კრემი 50 მლ 3230განსაკუთრებული ფასი 105,12 GEL რეგულარული ფასი 175,21 GEL
- მიცელარული გელი და ტონერი Acai 2845 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 14,31 GEL რეგულარული ფასი 23,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account