სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ლოკოკინის მუცინის დასაბანი ქაფი CELL RENEW 100მლ 8550 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Ziaja - ზიაია კუპეროზის საწინააღმდეგო კრემი 0416განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Lierac - ლიერაკი მაკიაჟის მოსაშორებელი მიცელარული რძე 200 მლ 1261განსაკუთრებული ფასი 42,61 GEL რეგულარული ფასი 65,55 GEL
- Lirene - ლირენე კრემი ალუბლით და ლიმნით 9317განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Missha - მისშა ნიღაბი ღამის მარგალიტი1824განსაკუთრებული ფასი 4,20 GEL რეგულარული ფასი 7,00 GEL
- Lierac - ლიერაკი გამწმენდი რძე 400 მლ 6211განსაკუთრებული ფასი 42,93 GEL რეგულარული ფასი 66,05 GEL
- Missha - მისშა Super Aqua ჰიალურონის კრემი 70 მლ 8699განსაკუთრებული ფასი 67,80 GEL რეგულარული ფასი 113,00 GEL
- Missha - მისშა Super Aqua Ultra კრემ-ბალზამი 8743განსაკუთრებული ფასი 68,22 GEL რეგულარული ფასი 113,70 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის შავი კრემი 75 მლ 51753განსაკუთრებული ფასი 95,81 GEL რეგულარული ფასი 159,69 GEL
- Lirene - ლირენე დღისა და ღამის კრემი 50 მლ 7714განსაკუთრებული ფასი 13,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი სახის და თვალის გამწმენდი რძე 200 მლ 2910განსაკუთრებული ფასი 24,50 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი სახის დამატენიანებელი მსუბუქი 40 მლ 4334განსაკუთრებული ფასი 40,29 GEL რეგულარული ფასი 80,58 GEL
- სიწითლის საწინააღმდეგო კრემი SPF50+ 40 მლ 5010 ტოპიკრემი - Topicremგანსაკუთრებული ფასი 41,75 GEL რეგულარული ფასი 83,50 GEL
- ნიღაბი 3-1 ში ალოე და ჩაი 50 გ 0066 ლე პეტიტ ოლივიე - Le Petit Olivierგანსაკუთრებული ფასი 12,48 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- ღამის კრემი Chogongjin Youngan 3349 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 105,30 GEL რეგულარული ფასი 175,50 GEL
- დღის კრემი Nuxeriance Ultra 6880 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 122,85 GEL რეგულარული ფასი 189,00 GEL
- სახის დამატენიანებელი კრემი მგრძნობიარე კანისთვის 8016 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 13,11 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- სახის რევიტალიზაციის კრემი C+E 8017 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 13,11 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- თვალისა და სახის კრემი 5198 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 19,98 GEL რეგულარული ფასი 39,95 GEL
- ღამის სახის კრემი ვიტამინი C 50 მლ 1024 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 11,48 GEL რეგულარული ფასი 22,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account