სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი UV გაჯერებული 412622განსაკუთრებული ფასი 69,26 GEL რეგულარული ფასი 138,51 GEL
- Vichy - ვიში აქუალია თერმალი სახის კრემი გაჯერებული 588225განსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Lierac - ლიერაკი HYDRAGENIST გელი დამატენიანებელი 4682განსაკუთრებული ფასი 72,45 GEL რეგულარული ფასი 120,75 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის დღის კრემი + თვალის კრემი 8398განსაკუთრებული ფასი 23,31 GEL რეგულარული ფასი 38,85 GEL
- SVR - ესვიერი CICAVIT ტუჩის ბალზამი CICAVIT 10 გ1255განსაკუთრებული ფასი 12,50 GEL რეგულარული ფასი 25,00 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი გაჯერებული HYDRALIANE 40 მლ 7416განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- SVR - ესვიერი სახის კრემი მსუბუქი HYDRALIANE 40 მლ 7294განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე ტუჩის ბალზამი არგანი 3113განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Ziaja - ზიაია ოლივა ტუჩის ბალმი 6211განსაკუთრებული ფასი 7,17 GEL რეგულარული ფასი 11,95 GEL
- Ziaja - ზიაია სახის გამწმენდი ტონერი ალოეთი 200 მლ 10005განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- ვიტამინი C12 შრატი 30 მლ 9235 ლა როშ-პოზე - La Roche-Posayგანსაკუთრებული ფასი 115,00 GEL რეგულარული ფასი 230,00 GEL
- კრემი Premium Voluptous 50 მლ 7890 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 166,29 GEL რეგულარული ფასი 277,15 GEL
- სახის კანის დამატენიანებელი სპრეი მცენარეული 7300 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- გამწმენდი წყალი 200 მლ 8645 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 27,27 GEL რეგულარული ფასი 45,45 GEL
- პრო - კოლაგენის შრატი 30 მლ 2059 ესტედერმი - Eshtedermგანსაკუთრებული ფასი 124,75 GEL რეგულარული ფასი 249,50 GEL
- სახის კრემი Aloe 75 მლ 0295 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 16,68 GEL რეგულარული ფასი 27,80 GEL
- მიცელარული გელი Aloe 3+ 6662 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 15,54 GEL რეგულარული ფასი 25,90 GEL
- სახის კრემი Rose Hyaluronic 7409 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 18,93 GEL რეგულარული ფასი 31,55 GEL
- ტონერი Rose Hyaluronic 200 მლ 9182 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 13,98 GEL რეგულარული ფასი 23,30 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account