სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- A'pieu - აპიუ MILK ნაჭრის ნიღაბი ბანანი 7573განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Payot - პაიო Nue ტონიკი 200 მლ 3681განსაკუთრებული ფასი 44,43 GEL რეგულარული ფასი 74,05 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro ნაჭრის ნიღაბი ჰიალურონი 4495განსაკუთრებული ფასი 7,49 GEL რეგულარული ფასი 14,98 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Skin ტონერი N 0503განსაკუთრებული ფასი 32,45 GEL რეგულარული ფასი 64,90 GEL
- Teaology - თიოლოჯი White Tea დაბერების საწინააღმდეგო ნაჭრის ნიღაბი 0902განსაკუთრებული ფასი 10,38 GEL რეგულარული ფასი 17,30 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peach დამატენიანებელი კრემი 50 მლ 0599განსაკუთრებული ფასი 69,60 GEL რეგულარული ფასი 116,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი THE ORIGINALS Proteos ჰიდრა 10 ამპულა 5013განსაკუთრებული ფასი 41,00 GEL რეგულარული ფასი 82,00 GEL
- Lierac - ლიერაკი ჰიდრაჟენის სპრეი 100 მლ 3708განსაკუთრებული ფასი 57,27 GEL რეგულარული ფასი 95,45 GEL
- Soskin - სოსკინი კონცენტრანტი ჰიალურონის მჟავით 9457განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის შრატი Bubble 9410განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Lirene - ლირენე დამატენიანებელი კრემი ნუშის 1413განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Ziaja - ზიაია ვიტამინი C B3 დღის კრემი 50 მლ. 6164განსაკუთრებული ფასი 10,98 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- Ziaja - ზიაია ვიტამინი C B3 ტონერი 190 მლ 6201განსაკუთრებული ფასი 10,92 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- Missha - მისშაTime Revolution ჰიდროგელის ნიღაბი 4026განსაკუთრებული ფასი 14,53 GEL რეგულარული ფასი 29,05 GEL
- Missha - მისშა CICA ალოე გელი 300 მლ 2021განსაკუთრებული ფასი 19,75 GEL რეგულარული ფასი 39,50 GEL
- Nuxe - ნუქსი ტუჩის დამატენიანებელი საშუალება reve de miel 4 გ 4117განსაკუთრებული ფასი 15,00 GEL რეგულარული ფასი 25,00 GEL
- Lilien - ლილიენი ტუჩის ბალზამი ოლივა 4გრ 1786განსაკუთრებული ფასი 3,18 GEL რეგულარული ფასი 6,35 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account