სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Caudalie - კოდალი ცხიმიანი და კომბინირებული კანის ტონერი 200 მლ 3427განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- Mizon - მიზონი WV კრემი 100 მლ 2057განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი ჰიალურონის მჟავით 2385განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის სახის შრატი 30 მლ 1623განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Mizon - მიზონი შავი ლოკოკინის კრემი 35 მლ 51746განსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი Madecassoside 6600განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Missha - მისშა სახის დასაბანი ქაფი VITA C 120 მლ 3479განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფეკლარ დუო SPF30 40 მლ 49493განსაკუთრებული ფასი 43,11 GEL რეგულარული ფასი 86,23 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი მსუბუქი დამატენიანებელი 31638განსაკუთრებული ფასი 69,88 GEL რეგულარული ფასი 139,75 GEL
- SVR - ესვიერი Clairial შრატი 30 მლ 0753განსაკუთრებული ფასი 49,53 GEL რეგულარული ფასი 99,05 GEL
- Missha - მისშა Super Off დასაბანი ზეთი Dust Off 6744განსაკუთრებული ფასი 41,00 GEL რეგულარული ფასი 82,00 GEL
- Missha - მისშა Glow მისტი 80 მლ 6188განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Missha - მისშა მიცელარული ჰიალურონით 7295განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Missha - მისშა Super Off დასაბანი ზეთი Blackhead 6720განსაკუთრებული ფასი 41,00 GEL რეგულარული ფასი 82,00 GEL
- Missha - მისშა Super Off დასაბანი ზეთი DRY 6737განსაკუთრებული ფასი 41,00 GEL რეგულარული ფასი 82,00 GEL
- Missha - მისშა Creamy Latte დასაბანი ქაფი შოკოლადი 4713განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Missha - მისშა მიცელარული თვალი და ტუჩი 4148განსაკუთრებული ფასი 19,00 GEL რეგულარული ფასი 38,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე Anti Pollution დეტოქს-გელი 150 მლ 0074განსაკუთრებული ფასი 11,93 GEL რეგულარული ფასი 23,85 GEL
- SVR - ესვიერი Sebiaclear ამპულა Flash 30 მლ 2450განსაკუთრებული ფასი 50,00 GEL რეგულარული ფასი 100,00 GEL
- SVR - ესვიერი Topialyse ბალმი+ 400 მლ 1927განსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account