სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Mizon - მიზონი კოლაგენ 100 1593განსაკუთრებული ფასი 69,00 GEL რეგულარული ფასი 114,99 GEL
- Mizon - მიზონი CICA ალოე გელ-კრემი 4006განსაკუთრებული ფასი 24,60 GEL რეგულარული ფასი 41,00 GEL
- Mizon - მიზონი კოლაგენის ლიფტინგ ტონერი 120 მლ 4655განსაკუთრებული ფასი 39,60 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Mizon - მიზონი RETINOL კრემი 26 გ 4341განსაკუთრებული ფასი 88,66 GEL რეგულარული ფასი 147,76 GEL
- Mizon - მიზონი PHYTO კოლაგენის დღის კრემი 4259განსაკუთრებული ფასი 41,93 GEL რეგულარული ფასი 69,89 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Skin ტონერი C 0497განსაკუთრებული ფასი 38,94 GEL რეგულარული ფასი 64,90 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro ნაჭრის ნიღაბი ჰიალურონი 4495განსაკუთრებული ფასი 8,99 GEL რეგულარული ფასი 14,98 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Clean ნაჭრის ნიღაბი ჩაის ხე 4402განსაკუთრებული ფასი 4,79 GEL რეგულარული ფასი 7,98 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Moisture დასაბანი ქაფი 150 მლ 1081განსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Skin ტონერი N 0503განსაკუთრებული ფასი 38,94 GEL რეგულარული ფასი 64,90 GEL
- Missha - მისშა Super Aqua Ultra ამპულა 8729განსაკუთრებული ფასი 58,50 GEL რეგულარული ფასი 97,50 GEL
- Missha - მისშა Vita C ტონერი 200 მლ 5169განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი 3D ლოკოკონა 3510განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- ნაჭრის ნიღაბი Jeju კამელია 5461 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- კოლაგენის ტუჩის ესენცია 3139 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 21,68 GEL რეგულარული ფასი 36,13 GEL
- გამწმენდი დისკი 30 ცალი 4150 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 6,00 GEL რეგულარული ფასი 10,00 GEL
- ღამის ამპულა სტიკი Time Revolution 0431 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 66,00 GEL რეგულარული ფასი 110,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account