სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lirene - ლირენე დღისა და ღამის კრემი 50 მლ 7714განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- SVR - ესვიერი Sensifine AR შეფერილი კრემი 40 მლ 1859განსაკუთრებული ფასი 42,50 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი სახის დამატენიანებელი მსუბუქი 40 მლ 4334განსაკუთრებული ფასი 32,23 GEL რეგულარული ფასი 80,58 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი კოლაგენი ღამის 2520განსაკუთრებული ფასი 107,22 GEL რეგულარული ფასი 214,44 GEL
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი დღის კრემი 50 მლ 4031განსაკუთრებული ფასი 94,75 GEL რეგულარული ფასი 189,50 GEL
- Missha - მისშა Super Aqua ჰიალურონის კრემი 70 მლ 8699განსაკუთრებული ფასი 56,50 GEL რეგულარული ფასი 113,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე დერმალერგო ღამის კრემი 40 მლ 0853განსაკუთრებული ფასი 81,85 GEL რეგულარული ფასი 163,70 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის კრემი უჯრედული აღდგენა 3085განსაკუთრებული ფასი 87,50 GEL რეგულარული ფასი 175,00 GEL
- Vichy - ვიში CS სახის კრემი SPF30 3196განსაკუთრებული ფასი 49,77 GEL რეგულარული ფასი 99,55 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი სახის და თვალის გამწმენდი რძე 200 მლ 2910განსაკუთრებული ფასი 19,60 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Lirene - ლირენე კრემი ალუბლით და ლიმნით 9317განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის კრემი EXCELLAGE 50 მლ 2026განსაკუთრებული ფასი 175,00 GEL რეგულარული ფასი 350,00 GEL
- Sebamed - სებამედი სახის კრემი ანტი ასაკობრივი 7160განსაკუთრებული ფასი 34,02 GEL რეგულარული ფასი 56,70 GEL
- Lierac - ლიერაკი პრემიუმი ნაოჭების საწინააღმდეგო დნ.5085განსაკუთრებული ფასი 166,29 GEL რეგულარული ფასი 277,15 GEL
- Lirene - ლირენე სახის მკვებავი აღმდგენი კრემი გოჯი 50 მლ 2918განსაკუთრებული ფასი 9,48 GEL რეგულარული ფასი 18,95 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Archipel დამატენიანებელი კრემ-გელი 50 მლ 0125განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account