სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Vichy - ვიში ნორმადერმი Phytosolution დასაბანი გელი 3413განსაკუთრებული ფასი 39,95 GEL რეგულარული ფასი 79,90 GEL
- Sebamed - სებამედი ANTI-POLLUTION მიცელარული წყალი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის 8624განსაკუთრებული ფასი 12,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- Sebamed - სებამედი ANTI-POLLUTION დამატენიანებელი ფლუიდი 8648განსაკუთრებული ფასი 24,60 GEL რეგულარული ფასი 41,00 GEL
- Lierac - ლიერაკი სუპრა რადიანსი გელ - კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 3289განსაკუთრებული ფასი 104,19 GEL რეგულარული ფასი 173,65 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა თინ დერმის გამწმენდი გელი 250 მლ 7704განსაკუთრებული ფასი 39,50 GEL რეგულარული ფასი 79,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი JARDIN MARIN აღმდგენი კრემი 50 მლ 9600განსაკუთრებული ფასი 49,00 GEL რეგულარული ფასი 98,00 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის კრემი INTENSIVE PROPOLIS 50 მლ 2178განსაკუთრებული ფასი 84,50 GEL რეგულარული ფასი 169,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი გელი 150 მლ 3310განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი გამწმენდი ქაფი სებორეგულარი 1810განსაკუთრებული ფასი 15,93 GEL რეგულარული ფასი 31,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის ტონერი U20 8712განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- CeraVe - ცერავე გამწმენდი გელი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის 236 მლ 7197განსაკუთრებული ფასი 21,56 GEL რეგულარული ფასი 43,11 GEL
- CeraVe - ცერავე სახის დამატენიანებელი ლოსიონი 52 მლ 7449განსაკუთრებული ფასი 32,48 GEL რეგულარული ფასი 64,95 GEL
- SVR - ესვიერი SEBIACLEAR დამატენიანებელი კრემი SPF50+ 40 მლ 2382განსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- SVR - ესვიერი SENSIFINE აქვა გელი 40 მლ 1231განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- SVR - ესვიერი მიცელარული წყალი Sebiaclear 75 მლ 1514განსაკუთრებული ფასი 6,80 GEL რეგულარული ფასი 13,60 GEL
- SVR - ესვიერი SEBIA მიცელარული სითხე 400 მლ 2495განსაკუთრებული ფასი 32,00 GEL რეგულარული ფასი 64,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Archipel ტონიკი 200 მლ 0763განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- Sebamed - სებამედი VISIO ცხიმიანი კანის დამატენიანებელი გელი 50 მლ 1773განსაკუთრებული ფასი 20,31 GEL რეგულარული ფასი 33,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account