სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lirene - ლირენე მიცელარული წყალი C+E 7829განსაკუთრებული ფასი 13,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Missha - მისშა RED გამწმენდი ქაფი 2433განსაკუთრებული ფასი 31,20 GEL რეგულარული ფასი 52,00 GEL
- Missha - მისშა Atelo კოლაგენის ამპულა 4386განსაკუთრებული ფასი 69,00 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Missha - მისშა Artemisia ესენცია მისტი 2382განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ქაფი 7232განსაკუთრებული ფასი 11,91 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- დასაბანი 3-1ში სახე თმა ტანი 9173 ფარმაცერისი - Pharmacerisგანსაკუთრებული ფასი 23,91 GEL რეგულარული ფასი 39,85 GEL
- დამატენიანებელი ლოსიონი 200 მლ 8324 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 34,00 GEL რეგულარული ფასი 52,30 GEL
- Ziaja - ზიაია კუპეროზის საწინააღმდეგო კრემი 0416განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Lierac - ლიერაკი გამწმენდი რძე 400 მლ 6211განსაკუთრებული ფასი 42,93 GEL რეგულარული ფასი 66,05 GEL
- Lirene - ლირენე Yuzu დასაბანი გელი 150 მლ 3518განსაკუთრებული ფასი 11,31 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Missha - მისშა Artemisia ესენცია 150 მლ 1811განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი დღე და ღამე Natural 3453განსაკუთრებული ფასი 8,97 GEL რეგულარული ფასი 17,95 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი დღის Natural 3439განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი სახის დამატენიანებელი გელი 4310განსაკუთრებული ფასი 34,98 GEL რეგულარული ფასი 69,96 GEL
- სიწითლის საწინააღმდეგო კრემი SPF50+ 40 მლ 5010 ტოპიკრემი - Topicremგანსაკუთრებული ფასი 41,75 GEL რეგულარული ფასი 83,50 GEL
- Coffret ტუჩის სამკურნალო საშუალება თაფლით 1600 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 43,88 GEL რეგულარული ფასი 67,50 GEL
- დღის კრემი Nuxeriance Ultra 6880 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 122,85 GEL რეგულარული ფასი 189,00 GEL
- გამათეთრებელი ტონერი C+E 7811 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 11,31 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- ექსფოლიატი გამწმენდი C+E 7910 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 12,51 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- სახის დამატენიანებელი ტონერი ალოე 7270 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 8,31 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account