სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Payot - პაიო Supreme Jeunesse კრემი 5975განსაკუთრებული ფასი 201,06 GEL რეგულარული ფასი 335,10 GEL
- Payot - პაიო Roselift გამამკვრივებელი შრატი 5838განსაკუთრებული ფასი 159,21 GEL რეგულარული ფასი 265,35 GEL
- Payot - პაიო NUE გამწმენდი ქაფი 150 მლ 8280განსაკუთრებული ფასი 67,80 GEL რეგულარული ფასი 113,00 GEL
- Payot - პაიო Source დამატენიანებელი შრატი 9164განსაკუთრებული ფასი 100,20 GEL რეგულარული ფასი 167,01 GEL
- Payot - პაიო Source დამატენიანებელი გელი 9188განსაკუთრებული ფასი 120,59 GEL რეგულარული ფასი 200,98 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Presquile მბზინავი ნიღაბი 50 მლ 9525განსაკუთრებული ფასი 49,00 GEL რეგულარული ფასი 98,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი სიწითლისა და ნაოჭების შრატი 30 მლ 1029განსაკუთრებული ფასი 86,00 GEL რეგულარული ფასი 172,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ტონიკი ალოე 3311განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Lierac - ლიერაკი პრემიუმი სახის ნიღაბი 75 მლ 5651განსაკუთრებული ფასი 119,95 GEL რეგულარული ფასი 171,35 GEL
- Ziaja - ზიაია ასაიას კენკრის სახის ტონიკი 2259განსაკუთრებული ფასი 9,48 GEL რეგულარული ფასი 18,95 GEL
- Lierac - ლიერაკი HYDRAGENIST გელი დამატენიანებელი 4682განსაკუთრებული ფასი 84,53 GEL რეგულარული ფასი 120,75 GEL
- Lierac - ლიერაკი Arkeskin ფლუიდი 0409განსაკუთრებული ფასი 72,45 GEL რეგულარული ფასი 103,50 GEL
- Lierac - ლიერაკი პრემიუმი სახის ნიღაბი 75 მლ 5160განსაკუთრებული ფასი 112,18 GEL რეგულარული ფასი 160,25 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro შრატი 50მლ 4464განსაკუთრებული ფასი 53,91 GEL რეგულარული ფასი 89,86 GEL
- Village11 - ვილაჯ11 AC დასაბანი ქაფი 80 მლ 3474განსაკუთრებული ფასი 33,60 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Lierac - ლიერაკი HYDRAGENIST შრატი 30 მლ 4699განსაკუთრებული ფასი 78,89 GEL რეგულარული ფასი 112,70 GEL
- Lirene - ლირენე კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 2218განსაკუთრებული ფასი 11,31 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი სახის კრემი ჰიალურონით 50მლ 0713განსაკუთრებული ფასი 39,51 GEL რეგულარული ფასი 65,85 GEL
- Lierac - ლიერაკი სახის ლოსიონი 200 მლ 1247განსაკუთრებული ფასი 65,10 GEL რეგულარული ფასი 93,00 GEL
- Lierac - ლიერაკი Lift Integral კონცენტრატი ამპულა 9021განსაკუთრებული ფასი 83,95 GEL რეგულარული ფასი 119,92 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account