სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Tonymoly - ტონიმოლი 2X ბუსტერი 200 მლ 8568განსაკუთრებული ფასი 72,11 GEL რეგულარული ფასი 144,21 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Hemp სახის ზეთი 30 მლ 4612განსაკუთრებული ფასი 29,25 GEL რეგულარული ფასი 58,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN გამწმენდი 3775განსაკუთრებული ფასი 6,25 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN მკვებავი 3782განსაკუთრებული ფასი 6,25 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN ექსფოლიანტი 3744განსაკუთრებული ფასი 6,25 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN რელაქსი 3768განსაკუთრებული ფასი 6,25 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Ziaja - ზიაია COCOA კრემი Q10 VEGAN 7357განსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Ziaja - ზიაია JASMN დღის კრემი VEGAN 50+ 9815განსაკუთრებული ფასი 9,98 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- Nuxe - ნუქსი ღამის კრემი Nuxuriance 50 მლ 6547განსაკუთრებული ფასი 113,40 GEL რეგულარული ფასი 189,00 GEL
- Nuxe - ნუქსი დღის კრემი Nuxuriance 50 მლ 6530განსაკუთრებული ფასი 93,00 GEL რეგულარული ფასი 155,00 GEL
- Missha - მისშა ნიღაბი ღამის მკვებავი VEGAN 3812განსაკუთრებული ფასი 4,00 GEL რეგულარული ფასი 8,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN ენერგია 3751განსაკუთრებული ფასი 6,25 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ალოე 9515განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Ziaja - ზიაია ვიტამინი C B3 გამწმენდი გელი 6225განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Ziaja - ზიაია ვიტამინი C B3 დღის კრემი 50 მლ. 6164განსაკუთრებული ფასი 10,98 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- Ziaja - ზიაია ვიტამინი C B3 ტონერი 190 მლ 6201განსაკუთრებული ფასი 10,92 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peach დამატენიანებელი კრემი 50 მლ 0599განსაკუთრებული ფასი 69,60 GEL რეგულარული ფასი 116,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Green Tea AHA ნაჭრის ნიღაბი 0933განსაკუთრებული ფასი 10,38 GEL რეგულარული ფასი 17,30 GEL
- Mizon - მიზონი CICA ალოე გელ-კრემი 4006განსაკუთრებული ფასი 20,50 GEL რეგულარული ფასი 41,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account