სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- სახის კრემი COCONUT 50 მლ 3083 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- ტუჩის ბალმი COCONUT 10 მლ 3090 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,31 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ტუჩის ბალმი 10 მლ 3 ცალი Cath Kidston 8173განსაკუთრებული ფასი 37,10 GEL რეგულარული ფასი 53,00 GEL
- Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი Busy Bees ტუჩის კარაქი 20 მლ 4808განსაკუთრებული ფასი 18,20 GEL რეგულარული ფასი 26,00 GEL
- Payot - პაიო NUE მიცელარული წყალი 100 მლ 3650განსაკუთრებული ფასი 33,54 GEL რეგულარული ფასი 55,90 GEL
- Ziaja - ზიაია გამწმენდი ქაფი მგრძნობიარე კანისთვის 150 მლ 0056განსაკუთრებული ფასი 12,57 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე თვალიდან წყალგამძლე მაკიაჟის მოსაცილებელი 1517განსაკუთრებული ფასი 19,17 GEL რეგულარული ფასი 31,95 GEL
- Lilien - ლილიენი შამპუნი თმის, წვერის და ტანის BLACK 4329განსაკუთრებული ფასი 8,97 GEL რეგულარული ფასი 14,95 GEL
- აკნეს საწინააღმდეგო გელი 40 მლ 2357 ცერავე - CeraVeგანსაკუთრებული ფასი 55,25 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- დაბინძურების საწინააღმდეგო სპრეი ეკლატი My Payot 1778 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 52,20 GEL რეგულარული ფასი 87,00 GEL
- სახის ჯაგრისი 6470 ლიონესი - Lionesseგანსაკუთრებული ფასი 3,42 GEL რეგულარული ფასი 6,85 GEL
- მიცელარული გელი Aloe 3+ 6662 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 15,54 GEL რეგულარული ფასი 25,90 GEL
- მიცელარული წყალი Rose Hyaluronic 400 მლ 6822 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 15,57 GEL რეგულარული ფასი 25,95 GEL
- სახის კრემი Rose Hyaluronic 7409 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 18,93 GEL რეგულარული ფასი 31,55 GEL
- ტუჩის ბალმი Aloe 0790 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 8,28 GEL რეგულარული ფასი 13,80 GEL
- სახის შრატი Hyaluronic 60 მლ 8932 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 25,26 GEL რეგულარული ფასი 42,10 GEL
- ვიტამინი AC PADS 35 ცალი 9747 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 17,70 GEL რეგულარული ფასი 29,50 GEL
- გამწმენდი B3 Mela 200 მლ 0069 ლა როშ-პოზე - La Roche-Posayგანსაკუთრებული ფასი 99,42 GEL რეგულარული ფასი 152,95 GEL
- ვარდის წყალი 300 მლ 7806 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 11,97 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account