სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Bioderma - ბიოდერმა Sensibio გამწმენდი ტონერი 250 მლ 5418განსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- Payot - პაიო MY PAYOT პილინგი 125 მლ 5340განსაკუთრებული ფასი 45,05 GEL რეგულარული ფასი 75,08 GEL
- A'pieu - აპიუ ჩაის ხე ემულსია 0508განსაკუთრებული ფასი 19,07 GEL რეგულარული ფასი 47,67 GEL
- CeraVe - ცერავე დამატენიანებელი ლოსიონი მშრალი კანისთვის 236 მლ 7210განსაკუთრებული ფასი 30,48 GEL რეგულარული ფასი 60,95 GEL
- Payot - პაიო Nue ტონიკი 200 მლ 3681განსაკუთრებული ფასი 44,43 GEL რეგულარული ფასი 74,05 GEL
- Mizon - მიზონი CICA ალოე გელ-კრემი 4006განსაკუთრებული ფასი 20,50 GEL რეგულარული ფასი 41,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Skin ტონერი N 0503განსაკუთრებული ფასი 32,45 GEL რეგულარული ფასი 64,90 GEL
- Missha - მისშა Creamy Latte დასაბანი ქაფი მწვანე ჩაი 4706განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Missha - მისშა Vita C ტონერი 200 მლ 5169განსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- SVR - ესვიერი Topialyse ბალმი+ 200 მლ 1910განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Nuxe - ნუქსი გამწმენდი ლოსიონი 200 მლ 2098განსაკუთრებული ფასი 33,60 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Archipel ტონიკი 200 მლ 0763განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის რძე + ტონერი 200 მლ 2205განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Nuxe - ნუქსი მაკიაჟის მოსაშორებელი გელი reve de miel 200 მლ 4070განსაკუთრებული ფასი 25,20 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა სეკალია ტანის ბალზამი მშრალი კანისთვის 1645განსაკუთრებული ფასი 47,10 GEL რეგულარული ფასი 94,20 GEL
- Missha - მისშა SUPER AQUA ლოკოკინის ტონერი 8567განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- Missha - მისშა SUPER AQUA ULTRA ჰიალურონის დასაბანი ქაფი 7226განსაკუთრებული ფასი 17,50 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Missha - მისშა BEE POLLEN ტონერი 1216განსაკუთრებული ფასი 34,00 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account