სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Missha - მისშა ნიღაბი ღამის მარგალიტი1824განსაკუთრებული ფასი 3,50 GEL რეგულარული ფასი 7,00 GEL
- Missha - მისშა ნიღაბი ღამე მწვანე ჩაი1831განსაკუთრებული ფასი 3,50 GEL რეგულარული ფასი 7,00 GEL
- Missha - მისშა CICADIN გამწმენდი შრატი 1626განსაკუთრებული ფასი 42,50 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- Missha - მისშაკრემი Chogongjin 60 მლ 0103განსაკუთრებული ფასი 104,96 GEL რეგულარული ფასი 209,92 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok გამწმენდი წყალი 300 მლ 9445განსაკუთრებული ფასი 28,77 GEL რეგულარული ფასი 57,54 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Panda ღამის ნიღაბი 50 გ 4067განსაკუთრებული ფასი 28,77 GEL რეგულარული ფასი 57,54 GEL
- ლოკოკინის მუცინის კრემი CELL RENEW 8604 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 65,00 GEL რეგულარული ფასი 130,00 GEL
- Missha - მისშა SUPER AQUA ULTRA ჰიალურონის დასაბანი ქაფი 7226განსაკუთრებული ფასი 17,50 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Missha - მისშა SUPER AQUA ULTRA ჰიალიურონის დასაბანი გელი 0133განსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- Missha - მისშა BEE POLLEN აღმდგენი შრატი პროპოლისით 0929განსაკუთრებული ფასი 49,50 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- Missha - მისშა BEE POLLEN ტონერი 1216განსაკუთრებული ფასი 42,50 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok ალოე 99% გელი 2955განსაკუთრებული ფასი 24,50 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- ნაჭრის ნიღაბი Jeju კამელია 5461 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- კოლაგენის ტუჩის ესენცია 3139 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 18,06 GEL რეგულარული ფასი 36,13 GEL
- გამწმენდი დისკი 30 ცალი 4150 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 5,00 GEL რეგულარული ფასი 10,00 GEL
- ღამის ამპულა სტიკი Time Revolution 0431 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 55,00 GEL რეგულარული ფასი 110,00 GEL
- A'pieu - აპიუ ჩაის ხე ემულსია 0508განსაკუთრებული ფასი 23,84 GEL რეგულარული ფასი 47,67 GEL
- A'pieu - აპიუ NAKED პილინგ-გელი 2630განსაკუთრებული ფასი 19,25 GEL რეგულარული ფასი 38,50 GEL
- A'pieu - აპიუ ICING ნაჭრის ნიღაბი ანანასი 7750განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account