სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ცხვირის პაჩი Egg 7 ცალი 4473 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 18,01 GEL რეგულარული ფასი 30,02 GEL
- ჩაის ხის ესენცია 50 მლ 7804 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 51,62 GEL რეგულარული ფასი 86,03 GEL
- Lirene - ლირენე 20 შავი წერტილების ცხვირის პლასტირი 2313განსაკუთრებული ფასი 9,46 GEL რეგულარული ფასი 18,93 GEL
- Lirene - ლირენე დამატენიანებელი გელ-ზეთი 28117განსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Triple Collagen ესენცია 50 მლ 8603განსაკუთრებული ფასი 85,20 GEL რეგულარული ფასი 142,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Red Retinol ემულსია 120 მლ 6080განსაკუთრებული ფასი 115,80 GEL რეგულარული ფასი 193,00 GEL
- Nippes Solingen - ნიპეს ზოლინგენი ფერისმჭამელის მოსაცილებელი 10განსაკუთრებული ფასი 9,80 GEL რეგულარული ფასი 19,60 GEL
- Martiderm - მარტიდერმი Vitamin C ანტიოქსიდანტი 20 მლ 1065განსაკუთრებული ფასი 67,50 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- SVR - ესვიერი ვიტამინ B3 ESSENCE 0944განსაკუთრებული ფასი 55,80 GEL რეგულარული ფასი 93,00 GEL
- SVR - ესვიერი ანტიოქსიდანტი SPF30 Ampoule Protect 30 მლ 1170განსაკუთრებული ფასი 81,00 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი THE ORIGINALS Proteos ლიპოსომა 10 ამპულა 5105განსაკუთრებული ფასი 41,00 GEL რეგულარული ფასი 82,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი ჰიალურონის მჟავა THE ORIGINALS Flash 5 ამპულა 5600განსაკუთრებული ფასი 32,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი ჰიალურონის მჟავა THE ORIGINALS Flash 1 ამპულა 5761განსაკუთრებული ფასი 7,00 GEL რეგულარული ფასი 14,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის სპრეი SPF50 49530განსაკუთრებული ფასი 74,42 GEL რეგულარული ფასი 114,50 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის ესენცია შრატი უჯრედული აღდგენა 7091განსაკუთრებული ფასი 79,28 GEL რეგულარული ფასი 158,55 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peach დამატენიანებელი მისტი 100 მლ 5341განსაკუთრებული ფასი 30,36 GEL რეგულარული ფასი 50,60 GEL
- სახის კანის დამატენიანებელი სპრეი მცენარეული 7300 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- ვარდის წყალი 300 მლ 7806 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 9,98 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- ჰამამელის წყალი 300 მლ 7813 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 9,98 GEL რეგულარული ფასი 19,95 GEL
- ამპულები Platinium Photo age HA+ 8574 მარტიდერმი - Martidermგანსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account