სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Missha - მისშა Creamy Latte გამწმენდი ქაფი კაკაო 6341განსაკუთრებული ფასი 18,60 GEL რეგულარული ფასი 31,00 GEL
- Ziaja - ზიაია ოლივა კრემი მსუბუქი ფორმულა 100 მლ 33295განსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- Lirene - ლირენე პილინგი ნუში და პაპაია 3114განსაკუთრებული ფასი 7,71 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ჰიალურონით და ავოკადოთი 9151განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN ფიტნესი 3737განსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN ბუსტერი 3720განსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Missha - მისშა ნიღაბი ღამის ალოე 1800განსაკუთრებული ფასი 4,20 GEL რეგულარული ფასი 7,00 GEL
- Missha - მისშა ნიღაბი ღამის ჩაის ხე 1848განსაკუთრებული ფასი 4,20 GEL რეგულარული ფასი 7,00 GEL
- Mizon - მიზონი შრატი ჰიალურონის 30 მლ 0420განსაკუთრებული ფასი 69,00 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Mizon - მიზონი ნაკრები ლოკოკინა MINI 0321განსაკუთრებული ფასი 51,00 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი მიცელარული სითხე 200 მლ 2510განსაკუთრებული ფასი 22,11 GEL რეგულარული ფასი 36,85 GEL
- MISSHA - მისშა გამწმენდი კრემი ჰიალურონი 7233განსაკუთრებული ფასი 19,80 GEL რეგულარული ფასი 33,00 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის გამწმენდი ქაფი 150 მლ 9844განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Lierac - ლიერაკი ნაკრები გამწმენდი ქაფი და ნიღაბი 1132განსაკუთრებული ფასი 85,96 GEL რეგულარული ფასი 132,24 GEL
- Lierac - ლიერაკი პრემიუმი კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 5122განსაკუთრებული ფასი 180,15 GEL რეგულარული ფასი 277,15 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი გელი პანთენოლი 3213განსაკუთრებული ფასი 10,77 GEL რეგულარული ფასი 17,95 GEL
- Mizon - მიზონი Good Bye Blemish spot სამკურნალო 19 მლ 3399განსაკუთრებული ფასი 27,06 GEL რეგულარული ფასი 45,11 GEL
- Missha - მისშა Time Revolution 2X კრემი 50 მლ 2528განსაკუთრებული ფასი 93,00 GEL რეგულარული ფასი 155,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი პილინგი PHA 6563განსაკუთრებული ფასი 6,30 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AH3 შრატი ანტიასაკობრივი 30 მლ 3856განსაკუთრებული ფასი 73,80 GEL რეგულარული ფასი 147,61 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account