სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი Men HYDRA 4280განსაკუთრებული ფასი 2,50 GEL რეგულარული ფასი 4,99 GEL
- Algologie - ალგოლოჟი RICHESSE DES VAGUES გაჯერებული კრემი 50 მლ 9747განსაკუთრებული ფასი 45,00 GEL რეგულარული ფასი 90,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი ჰიალურონის მჟავა 6549განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Lierac - ლიერაკი ნაკრები გამწმენდი ქაფი და ნიღაბი 1132განსაკუთრებული ფასი 66,12 GEL რეგულარული ფასი 132,24 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Floria ტონერი 150 მლ 1859განსაკუთრებული ფასი 38,89 GEL რეგულარული ფასი 77,78 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Floria კრემი 50 მლ 1927განსაკუთრებული ფასი 55,00 GEL რეგულარული ფასი 110,00 GEL
- Payot - პაიო Optimale დამატენიანებელი გელ-კრემი 2974განსაკუთრებული ფასი 78,57 GEL რეგულარული ფასი 130,95 GEL
- Avene - ავენი XeraCalm ლოსიონი 200 მლ 5174განსაკუთრებული ფასი 58,10 GEL რეგულარული ფასი 83,00 GEL
- Avene - ავენი კრემი ჰიალურონით 40 მლ 3170განსაკუთრებული ფასი 120,40 GEL რეგულარული ფასი 172,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე ტუჩის ბალზამი ოლივა 1616განსაკუთრებული ფასი 8,31 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Avene - ავენი კრემი ნაოჭების ღამის 40 მლ 3200განსაკუთრებული ფასი 116,20 GEL რეგულარული ფასი 166,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი მზისგან დამცავი კრემი SPF50 4907განსაკუთრებული ფასი 42,48 GEL რეგულარული ფასი 84,95 GEL
- კრემი Hyalugen 50 მლ 5539 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 35,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 50 მლ 1711განსაკუთრებული ფასი 7,48 GEL რეგულარული ფასი 14,96 GEL
- CeraVe - ცერავე დამატენიანებელი ლოსიონი მშრალი კანისთვის 88 მლ 7364განსაკუთრებული ფასი 23,97 GEL რეგულარული ფასი 39,95 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი CICALUR 2675განსაკუთრებული ფასი 3,50 GEL რეგულარული ფასი 7,00 GEL
- დამატენიანებელი კრემი 9171 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 120,00 GEL რეგულარული ფასი 200,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი ინტენსიური დამატენიანებელი ფლუიდი 412615განსაკუთრებული ფასი 76,92 GEL რეგულარული ფასი 128,20 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account