სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- SVR - ესვიერი სახის კრემი მსუბუქი HYDRALIANE 40 მლ 7294განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- SVR - ესვიერი ანტიოქსიდანტი SPF30 Ampoule Protect 30 მლ 1170განსაკუთრებული ფასი 81,00 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- SVR - ესვიერი გელ-მუსანტი PHYSIOPURE 200 მლ 0774განსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი THE ORIGINALS Proteos ლიპოსომა 10 ამპულა 5105განსაკუთრებული ფასი 41,00 GEL რეგულარული ფასი 82,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი ჰიალურონის მჟავა THE ORIGINALS Flash 5 ამპულა 5600განსაკუთრებული ფასი 32,50 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი ჰიალურონის მჟავა THE ORIGINALS Flash 1 ამპულა 5761განსაკუთრებული ფასი 7,00 GEL რეგულარული ფასი 14,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი ვარდისფერი თიხა U20 9115განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- SVR - ესვიერი CICAVIT სახის კრემი 40 მლ 2149განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- SVR - ესვიერი Sebiaclear Active გელი 40 მლ 1835განსაკუთრებული ფასი 45,60 GEL რეგულარული ფასი 76,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ტონიკი ალოე 3311განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- SVR - ესვიერი CICAVIT ტუჩის ბალზამი CICAVIT 10 გ1255განსაკუთრებული ფასი 12,50 GEL რეგულარული ფასი 25,00 GEL
- Soskin - სოსკინი ტუჩის დამატენიანებელი საცხი 4.5 მლ 9815განსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- CeraVe - ცერავე დამატენიანებელი კრემი მშრალი კანისთვის 340 მლ 7227განსაკუთრებული ფასი 49,73 GEL რეგულარული ფასი 76,50 GEL
- Ziaja - ზიაია შრატი სახის Natural 3477განსაკუთრებული ფასი 11,31 GEL რეგულარული ფასი 18,85 GEL
- Soskin - სოსკინი ღამის კრემი Glyco C 50მლ 9228განსაკუთრებული ფასი 76,80 GEL რეგულარული ფასი 128,00 GEL
- Ziaja - ზიაია სახის კრემი ავოკადო 35206განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sensibio გამწმენდი მიცელარული სითხე AR 250 მლ 6789განსაკუთრებული ფასი 30,60 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი გელი ღრმა წმენდისთვის 414067განსაკუთრებული ფასი 54,51 GEL რეგულარული ფასი 83,86 GEL
- Ziaja - ზიაია არგანის სახის კრემი 50 მლ 4919განსაკუთრებული ფასი 10,71 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის ფორების ღრმა გამწმენდი 3550განსაკუთრებული ფასი 49,88 GEL რეგულარული ფასი 99,75 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account