სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lierac - ლიერაკი Lift Integral შრატი ბუსტერი 30 მლ 2176განსაკუთრებული ფასი 125,58 GEL რეგულარული ფასი 209,30 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AH3 შრატი ანტიასაკობრივი 30 მლ 3856განსაკუთრებული ფასი 59,04 GEL რეგულარული ფასი 147,61 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი გამაღიავებელი კონცენტრატი 7065განსაკუთრებული ფასი 27,42 GEL რეგულარული ფასი 54,85 GEL
- Mizon - მიზონი შრატი ჰიალურონის 30 მლ 0420განსაკუთრებული ფასი 57,50 GEL რეგულარული ფასი 115,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium კრემ-გელი KERATO+ 30 მლ 5367განსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- A'pieu - აპიუ თუთა აკნეს ამპულა 7622განსაკუთრებული ფასი 37,51 GEL რეგულარული ფასი 75,01 GEL
- Mizon - მიზონი შრატი ვიტამინი C 30 მლ 1449განსაკუთრებული ფასი 64,50 GEL რეგულარული ფასი 129,00 GEL
- Mizon - მიზონი Good Bye Blemish spot სამკურნალო 19 მლ 3399განსაკუთრებული ფასი 22,55 GEL რეგულარული ფასი 45,11 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peach დამატენიანებელი სახის კრემი 30 მლ 0865განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Soskin - სოსკინი დეტოქს შრატი 7880განსაკუთრებული ფასი 44,50 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- Nuxe - ნუქსი Bio ღამის აღმდგენი ზეთი Organic 30 მლ 7543განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი Vitamin C ნაჭრის ნიღაბი 4023განსაკუთრებული ფასი 10,41 GEL რეგულარული ფასი 17,35 GEL
- გლოუ კონცენტრატი Soleil 30 მლ 1258 ალგოლოჟი - Algologieგანსაკუთრებული ფასი 39,50 GEL რეგულარული ფასი 79,00 GEL
- ბალმი N2/AR Soothing 5531 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 100,00 GEL
- CC კრემი Pate Grise 20 მლ 0870 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 31,44 GEL რეგულარული ფასი 52,40 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium Sensitive მგრძნობიარე კანის კრემი 30 მლ 6994განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account