სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Nuxe - ნუქსი აქუაბელა სახის ემულსია 50 მლ 4888განსაკუთრებული ფასი 46,20 GEL რეგულარული ფასი 77,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი ღაბაბის 4520განსაკუთრებული ფასი 6,00 GEL რეგულარული ფასი 12,00 GEL
- Missha - მისშა Time Revolution ესენცია 9233განსაკუთრებული ფასი 77,50 GEL რეგულარული ფასი 155,00 GEL
- Missha - მისშა Time Revolution კონცენტრირებული ამპულა 5161განსაკუთრებული ფასი 67,50 GEL რეგულარული ფასი 135,00 GEL
- Soskin - სოსკინი ციკა პლექსი 30 მლ 9488განსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Ziaja - ზიაია ზეთისხილის მალამო 16922განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Sebamed - სებამედი ფერიმჭამელების გელი ფერით 10 მლ 7752განსაკუთრებული ფასი 12,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე თერმული წყალი 300 მლ 4403განსაკუთრებული ფასი 30,70 GEL რეგულარული ფასი 61,40 GEL
- Mizon - მიზონი WV ესენცია 150 მლ 1944განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Missha - მისშა Artemisia ესენცია 150 მლ 1811განსაკუთრებული ფასი 48,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Egg შავი წერტილების ბალმი 30გ 5486განსაკუთრებული ფასი 28,50 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- Missha - მისშა Super Aqua ჰიალურონის Toner Pads 8682განსაკუთრებული ფასი 44,50 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- Missha - მისშა Artemisia ესენცია მისტი 2382განსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი 2X ბუსტერი 200 მლ 8568განსაკუთრებული ფასი 72,11 GEL რეგულარული ფასი 144,21 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Hemp სახის ზეთი 30 მლ 4612განსაკუთრებული ფასი 29,25 GEL რეგულარული ფასი 58,50 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Vita დამატენიანებელი ამპულა 30 მლ 0067განსაკუთრებული ფასი 35,98 GEL რეგულარული ფასი 71,97 GEL
- Martiderm - მარტიდერმი რეტინოლი კანის განახლება 1072განსაკუთრებული ფასი 67,55 GEL რეგულარული ფასი 135,10 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account