სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Mizon - მიზონი BUBLE ნიღაბი 25 გ 4198განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 9,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი მათეთრებელი 6556განსაკუთრებული ფასი 5,24 GEL რეგულარული ფასი 10,48 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი დამატენიანებელი 6587განსაკუთრებული ფასი 5,26 GEL რეგულარული ფასი 10,53 GEL
- A'pieu - აპიუ ICING ნაჭრის ნიღაბი ანანასი 7750განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ MILK ნაჭრის ნიღაბი ბანანი 7573განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი I'm თაფლის ნაჭრის ნიღაბი 4202განსაკუთრებული ფასი 9,50 GEL რეგულარული ფასი 19,00 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro ნაჭრის ნიღაბი ჰიალურონი 4495განსაკუთრებული ფასი 7,49 GEL რეგულარული ფასი 14,98 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Clean ნაჭრის ნიღაბი ჩაის ხე 4402განსაკუთრებული ფასი 3,99 GEL რეგულარული ფასი 7,98 GEL
- Teaology - თიოლოჯი Green Tea AHA ნაჭრის ნიღაბი 0933განსაკუთრებული ფასი 10,38 GEL რეგულარული ფასი 17,30 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი 3D ლოკოკონა 3510განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Martiderm - მარტიდერმი დამატენიანებელი ნიღაბი THE ORIGINALS 10 ცალი 2636განსაკუთრებული ფასი 35,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი ალოე 2255განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი ვიტამინები 2354განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი VEGAN ენერგია 3751განსაკუთრებული ფასი 6,25 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Missha - მისშა ნიღაბი 3 ეტაპი დამატენიანებელი 7727განსაკუთრებული ფასი 5,75 GEL რეგულარული ფასი 11,50 GEL
- Missha - მისშა Super Aqua ამპულა ნიღაბი 4064განსაკუთრებული ფასი 7,52 GEL რეგულარული ფასი 15,03 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account