სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Topicrem - ტოპიკრემი მზისგან დამცავი კრემი SPF50 4907განსაკუთრებული ფასი 33,98 GEL რეგულარული ფასი 84,95 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი პილინგი PHA 6563განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AH3 შრატი ანტიასაკობრივი 30 მლ 3856განსაკუთრებული ფასი 59,04 GEL რეგულარული ფასი 147,61 GEL
- Payot - პაიო მიცელარული რძე 200 მლ 3674განსაკუთრებული ფასი 36,05 GEL რეგულარული ფასი 60,08 GEL
- Payot - პაიო ლოსიონ-ტონიკი 200 მლ 3698განსაკუთრებული ფასი 33,94 GEL რეგულარული ფასი 56,56 GEL
- Lierac - ლიერაკი LIFT დღის კრემი 50 მლ 8942განსაკუთრებული ფასი 129,24 GEL რეგულარული ფასი 215,39 GEL
- Lirene - ლირენე პილინგი ROSE 6457განსაკუთრებული ფასი 5,95 GEL რეგულარული ფასი 11,91 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი Aqua 2293განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Mizon - მიზონი ლოკოკინის სახის ტონერი 100 მლ 1586განსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 63,01 GEL
- Institut Karite - ინსტიტუტ კარიტე მიცელარული წყალი 8469განსაკუთრებული ფასი 14,70 GEL რეგულარული ფასი 29,40 GEL
- Lea - ლეა გელ-ექსფოლიანტი CARBON 150 მლ 4936განსაკუთრებული ფასი 11,54 GEL რეგულარული ფასი 23,09 GEL
- Lierac - ლიერაკი Lift Integral შრატი ბუსტერი 30 მლ 2176განსაკუთრებული ფასი 125,58 GEL რეგულარული ფასი 209,30 GEL
- Missha - მისშა Creamy Latte დასაბანი ქაფი მარწყვი 4690განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Banana ტუჩის ბალმი 7 გრ 0724განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Glow მისტი 75 მლ 2631განსაკუთრებული ფასი 33,75 GEL რეგულარული ფასი 67,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account