Echosline - ეკოსლაინი მუსი ძლიერი ფიქსაცია 400 მლ 9355
Echosline - ეკოსლაინი მუსი ძლიერი ფიქსაცია
საიმედოდ აფიქსირებს ყველაზე რთულ ვარცხნილობასაც კი - როგორც მსხვილი თმის, ასევე თხელი თმის შემთხვევაში. არ ეწებება, ინარჩუნებს სიმსუბუქეს. განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის, როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის. მუსი თმას ანიჭებს მოცულობას და ცოცხალ ბზინვარებას. ატენიანებს და ქმნის დამცავ ფენას დამძიმების გარეშე. შეიცავს აბუსალათინის ზეთს, რომელიც მდიდარია E ვიტამინით და კაროტინოიდებით - მკვებავი ანტიოქსიდანტებით. ხორბლის პროტეინები ამცირებენ ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას, აქვთ კონდიცირების ეფექტი, ამაგრებენ და აღადგნენ თმის ღეროებს დამუშავების პროცესში და ხელს უწყობენ სტილისტური ფორმის ფიქსაციას. აბრეშუმის ამინომჟავები აჩქარებენ აღდგენით პროცესებს, ატენიანებენ და არბილებენ თმას, აადვილებენ სტილისტურ დამუშავებას და ხურავენ კუტიკულებს, ანიჭებენ სიგლუვეს და ელასტიურობას.
თმის ტიპი
ყველა ტიპის თმა
გამოყენების წესი
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბოთლი და შეისხურეთ დაბანილ და გამშრალ თმაზე. თანაბრად გადაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. არ ჩამოიბანოთ. არ არის რეკომენდებული მუსის რეგულარული გამოყენება: შეეცადეთ გამოიყენოთ პროდუქტი არა უმეტეს რამდენიმე დღეში ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ელემენტები ვერ გაუმკლავდებიან თავიანთ ამოცანებს. თუ თმა დასუსტებულია და მიდრეკილია მტვრევადობისკენ, მეტი ყურადღება მიაქციეთ მოვლას აღმდგენი და გამაძლიერებელი პროდუქტების - ბალზამების, ნიღბების, შრატების გამოყენებით.
ინგრედიენტები
Aqua, Alcohol Denat., Butane, Propane, Isobutane, Polyquaternium-46, PEG/PPG-25/25 Dimethicone, PEG-40 Hydrogenated Castor Oil, Polyquaternium-4, Cocamidopropylamine Oxide, Polyquaternium-11, Cetrimonium Chloride, Parfum, Hydrolized Wheat Protein, Hexyl Cinnamal, Linalool, Disodium EDTA, Limonene, Hydroxycitronellal, Citronellol, Silk Amino Acids.
მოცულობა
400 მლ.
Echosline - ეკოსლაინის სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: Echosline - ეკოსლაინი შამპუნი დაზიანებული თმისთვის Argan 1ლ 6123
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account