კარვედილოლი - Carvedilol 6.25მგ 56 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 10,08 GEL რეგულარული ფასი 14,00 GEL
მარაგშია
SKU
91832_1882

ჩვენება: გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, გულის კორონარული დაავადების ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

კარვედილოლი GP 6.25 მგ ტაბლეტები

კარვედილოლი

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას , ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ იმისდამიუხედავათ თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია.

- თუ აღგენიშნათ გვერდითი მოვლენები მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.

რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია:
1. რა არის კარვედილოლი GP და რისთვის გამოიყენება ის.
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კარვედილოლი GP-ის მიღებამდე.
3. როგორ გამოიყენება კარვედილოლი GP .
4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
5. კარვედილოლი GP-ს შენახვის წესი.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

1. რა არის კარვედილოლი GP და რისთვის გამოიყენება ის

კარვედილოლი GP შეიცავს აქტიურ ნივთერება კარვედილოლს. ის განეკუთვნება არასელექტიურ ადრენობლოკატორებს, რომლებსაც აქვთ ვაზოდილაციური და ანტიოქსიდანტური თვისებები.

კარვედილოლი GP გამოიყენება ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) სამკურნალოდ, გულის კორონარული დაავადების (როგორიცაა სტენოკარდია) ხანგრძლივი მკურნალობის და გულის უკმარისობის მკურნალობისთვის.

ასევე, იხილეთ : Talliton - ტალიტონი 6.25მგ 28 ტაბლეტი

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღებაკარვედილოლი GP -ს მიღებამდე

არ მიიღოთკარვედილოლი GP :

- თუ ხართ ალერგიული კარვედილოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიტენის მიმართ (რაც მითითებულია მე-6 პარაგრაფში);

- თუ გაქვთ გულის დეკომპენსირებული ან არასტაბილური უკმარისობა;

- თუ გაქვთ ღვიძის უკმარისობა კლინიკური გამოვლინებებით;

- თუ გაქვთ ბრონქოსპაზმი ან ასთმა;

- თუ გაქვთ II ან III ხარისხის ანტრიოვენტრიკულარული ბლოკადა (თუ არ არის იმპლანტირებული პერმანენტული პეისმეიკერი (კარდიოსტიმულატორი));

- თუ გაქვთ მძიმე ბრადიკარდია (გულისცემა 50-ზე ნაკლები წუთში);

- თუ გაქვთ ავადმყოფი სინუსის სინდრომი (სინოატრიული ბლოკადა);

- გულის უკმარისობით გამოწვეული შოკის შემთხვევაში (კარდიოგენური შოკი);

- თუ გაქვთ მძიმე ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 85mmHg-ზე ნაკლები).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

კარვედილოლი GP-ს მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ მკურნალი ექიმისთვის ან ფარმაცევტისთვის ცნობილია, რომ გაქვთ ან გქონიათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:

- გულის პრობლემები (გულის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, სიმპტომური ბრადიკარდია, მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ);

- ღვიძლის ან თირკმელების დარღვევები;

- დიაბეტი;

- ასთმა ან სუნთქვის პრობლემები;

- პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება ან პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ხელების ან ფეხების უეცარი გაციება);

- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;

- ფსორიაზი (კანის მდგომარეობა, რომელიც იწვევს კანზე წითელ, ქერცლიან ლაქებს);

- ალერგიული რეაქციები და თუ იტარებდით ან იტარებთ მკურნალობას ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენზე ალერგიის შესამცირებლად (დესენსიბილიზაციის თერაპია);

- ფეოქრომოციტომა.

გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, კარვედილოლი GP-ის გაზრდილი დოზისას, შესაძლოა აღგენიშნოთ გულის უკმარისობის გაუარესება ან სითხის შეკავება.

დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში კარვედილოლი GP-ით მკურნალობა შეიძლება ასოცირებული იყოს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის დარღვევასთან ან შენიღბოს და/ან შეასუსტოს ჰიპოგლიკემიის ადრეული სიმპტომები.

კარვედილოლი GP-ით მკურნალობის დროს იმ პირებს, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ თვალების სიმშრალე, გაღიზიანება.

ბავშვები

კარვედილოლი GP-ის მკურნალობა არ არის რეკომენდებული ბავშვებში.

სხვა პრეპარატები და კარვედილოლი GP

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. კარვედილოლი GP-მ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების ეფექტზე. სხვა პრეპარატებმა ასევე შესაძლოა გავლენა იქონიოს კარვედილოლი GP-ს მოქმედებაზე.

კარვედილოლის გამოყენებამ:

- შეიძლება გააძლიეროს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების (მაგ. ალფა 1-რეცეპტორის ბლოკატორების) ან ისეთი საშუალებების მოქმედება, რომელთა არასასურველ ეფექტებს განეკუთვნება ჰიპოტენზია;

- კალციუმის არხის ბლოკატორებთან ერთად, როგორიცაა ვერაპამილი ან დილიტიაზემი ან სხვა ანტიარითმული საშუალებები, შეიძლება საჭირო გახდეს არტერიული წნევის და გულის ელექტრული აქტივობის (ეკგ) მჭიდრო მონიტორინგი;

- დიგოქსინთან ერთად, შესაძლოა საჭირო გახდეს დიგოქსინის დონის დამატებითი მონიტორინგი, განსაკუთრებით კარვედილოლი GP-ით მკურნალობის დასაწყისში, დოზის კორექტირების და შეწყვეტის დროს;

- კლონიდინთან ერთად შეიძლება გააძლიეროს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და გაზარდოს გულისცემა. თუ საჭიროა ორივე მედიკამენტით მკურნალობის შეწყვეტა, ჯერ უნდა შეწყდეს კარვედილოლი GP და მხოლოდ ამის შემდეგ კლონიდინი;

- ინსულინთან ან ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად შეიძლება გააძლიეროს ამ მედიკამენტების მოქმედება და შენიღბოს ან შეასუსტოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები. ამიტომ რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული მონიტორინგი;

- რიფამპიცინთან ერთად შეიძლება შეამციროს კარვედილოლის ეფექტი;

- კატექოლამინების დამშლელ მედიკამენტებთან ერთად (მაგ. რეზერპინი და მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები) გამოყენებისას უნდა მოხდეს მჭიდრო მონიტორინგი არტერიული წნევის და გულისცემის შესამჩნევი დაქვეითების მიზნით;

- ციკლოსპორინთან ერთად (პერორალურად) გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში დონის ყურადღებით მონიტორინგი და დოზის კორექცია კარვედილოლი GP-ით მკურნალობის დაწყების შემდეგ;

- ანესთეტიკებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია სასიცოცხლო ნიშნების მჭიდრო მონიტორინგი კარვედილოლის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაზრდისა და გულისცემის დაქვეითების გამო;

- არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად (NSAID) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება და არტერიული წნევის კონტროლის დარღვევა;

- ბეტა-აგონისტების ბრონქოდილატატორებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი.

კარვედოლილი GP საკვებთან და სასმელთან ერთად

კარვედილოლი GP არ უნდა იყოს მიღებული ჭამის დროს. მიუხედავად ამისა, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია მიიღონ პრეპარატი საკვებთან ერთად აბსორბციის შესანელებლად და ორთოსტატული ჰიპოტენზიის რისკის შესამცირებლად (თავბრუსხვევის შეგრძნება პოზის შეცვლისას).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

არ მიიღოთ კარვედილოლი GP თუ ხართ ორსულად, მკურნალი ექიმის რჩევის გარეშე.

თქვენ არ უნდა კვებოთ ბავშვი ძუძუთი, თუ იღებთ კარვედილოლი GP-ს, გარდა იმ შემთხვევისა თუ მითითებულია ექიმისგან.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

კარვედილოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ინდივიდუალური ცვლადი რეაქციები (მაგ. თავბრუსხვევა ან დაღლილობა), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომანქანის მართვის, მექანიზმებთნ ან მყარი საყრდენის გარეშე მუშაობის უნარზე. ეს ეფექტები უფრო სავარაუდოა მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ, მედიკამენტების შეცვლის შემთხვევაში და ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.

3.კარვედილოლი GP-ს მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. მკურნალი ექიმი შეგირჩევთ საჭირო დოზას. ექიმმა შესაძლოა შეამციროს ან გაზარდოს დოზა მკურნალობის დროს.

პერორალური მიღება

კარვედილოლი GP ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. კარვედილოლი GP არ უნდა იყოს მიღებული ჭამის დროს. მიუხედავად ამისა, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია მიიღონ პრეპარატი საკვებთან ერთად აბსორბციის შესანელებლად და ორთოსტატული ჰიპოტენზიის რისკის შესამცირებლად (თავბრუსხვევა პოზის შეცვლისას).

ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა)

ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 12.5 მგ ერთხელ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში. ამის შემდეგ რეკომენდებული დოზა არის 25 მგ ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს, სულ მცირე ორ კვირიანი ინტერვალებით, დღეში 50 მგ მაქსიმალურ დოზამდე ერთ ან ორ მიღებაზე დღეში.

გულის კორონარული დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა

ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 12.5 მგ ერთხელ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში. ამის შემდეგ რეკომენდებული დოზა არის 25 მგ ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს, სულ მცირე ორ კვირიანი ინტერვალებით, დღეში 100 მგ მაქსიმალურ დოზამდე ორ მიღებაზე დღიურად (ორჯერ დღეში). ხანდაზმულ პაციენტებში, მაქსიმალური რკომენდებული დღიური დოზა არის 50 მგ ორჯერ დღეში.

გულის უკმარისობის მკურნალობა

ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 3.125 მგ ორჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში. თუ კარგად აიტანება კარვედილოლის დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს სულ მცირე ორ კვირიანი ინტერვალებით, 6.25 მგ-მდე ორჯერ დღეში, რის შემდეგაც ინიშნება 12.5 მგ ორჯერ დღეში და 25 მგ ორჯერ დღეში პაციენტის მიერ ატანად უმაღლეს დოზამდე.

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა გულის მწვავე უკმარისობით პაციენტებში და მსუბუქი ან ზომიერი გულის უკმარისობით პაციენტებში და 85 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით არის 25 მგ ორჯერ დღეში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა პაციენტებში მსუბუქი ან ზომიერი გულის უკმარისობით და 85 კგ-ზე მეტი სხეულის მასით არის 50 მგ ორჯერ დღეში.

გამოყენება ბავშვებში

კარვედილოლი GP-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კარვედილოლი GP

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კარვედილოლი GP, ან სხვამ მიიღო შემთხვევით თქვენი კარვედილოლი GP ტაბლეტები, დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ კარვედილოლი GP-ს შეფუთვა. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შემდეგი მოვლენების განვითარებას: მწვავე ჰიპოტენზია, შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია), გულის უკმარისობა, გულის უკმარისობით გამოწვეული შოკი (კარდიოგენური შოკი) და გულის გაჩერება. ასევე შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის პრობლემები, ბრონქოსპაზმი, ღებინება, დარღვეული ცნობიერება და გენერალიზებული კრუნჩხვები.

თუ დაგავიწყდათ კარვედილოლი GP-ს მიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა დავიწყებული დოზის აღდგენის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ კარვედილოლი GP-ს მიღება

კარვედილოლი GP-ით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ერთბაშად. არ შეწყვიტოთ კარვედილოლი GP-ს მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენების სიხშირე არ არის დოზა-დამოკიდებული, გარდა ისეთი მოვლენებისა, როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა და შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია).

გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად თავს იჩენს მკურნალობის დასაწყისში და ტიტრაციის დროს.

ძალიან ხშირ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია და ასთენია (დაღლილობა).

ხშირ გვერდითი მოვლენებს წარმოადგენს ბრონქიტი, პნევმონია, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, ანემია, წონის მატება, ჰიპერქოლესტერინემია, სისხლში გლუკოზის კონტროლის დარღვევა (ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია) დიაბეტიან პაციენტებში, დეპრესია, დეპრესიული განწყობა, მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაქვეითება, შემცირებული ლაკრიმაცია (თვალის სიმშრალე), თვალის გაღიზიანება, გულისცემის შენელება (ბრადიკარდია), შეშუპება (შესიება), მათ შორის გენერალიზებული, დამოკიდებული, პერიფერიული და გენიტალური შეშუპება და ქვედა კიდურების შეშუპება, ჰიპერვოლემია, სითხის შეკავება, დაბალი არტერიული წნევა, რომელსაც თან ახლავს თავბრუსხვევა პოზის შეცვლის შემდეგ (ორთოსტატული ჰიპოტენზია), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა (კიდურების გაციება, პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადება, შენაცვლებითი კოჭლობის გამწვავება და რეინოს ფენომენი), სუნთქვის უკმარისობა (ქოშინი), ფილტვების შეშუპება, ასთმა, გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეპსია, მუცლის ტკივილი, კიდურების ტკივილი, თირკმელების უკმარისობა და თირკმლის ფუნქციის დარღვევები დიფუზური სისხლძარღვთა დაავადების და/ან თირკმლის უკმარისობით პაციენტებში და შარდდენის დარღვევები.

არახშირ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს ძილის დარღვევა, პრესინკოპე, სინკოპე, პარესთეზია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, სტენოკარდია (მკერდის ტკივილის ჩათვლით), ყაბზობა, კანის რეაქციები (მაგ. ალერგიული ეგზანთემა, დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ფსორიაზული და წითელი ბრტყელი სირსველის მსგავსი კანის დაზიანებები) თმის ცვენა (ალოპეცია) და ერექციული დისფუნქცია.

იშვიათ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს თრომბოციტების დაბალი დონე (თრომბოციტოპენია), ცხვირის შეშუპება და პირის სიმშრალე.

ძალიან იშვიათად აღინიშნა სისხლის უჯრედების დაბალი შემცველობა (ლეიკოპენია), ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია), ალანინის ამინოტრანსფერაზას (ALT), ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST) და გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT) დონეების მომატება, შარდის შეუკავებლობა ქალებში და კანის მძიმე გვერდითი რეაქციების შემთხვევები (მაგ. მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

თავბრუსხვევა, სინკოპე, თავის ტკივილი და ასთენია, როგორც წესი, მსუბუქია და უმეტესად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში.

გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, გულის უკმარისობის გაუარესება და სითხის შეკავება შეიძლება მოხდეს კარვედილოლის დოზის მატების დროს.

ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს ან გაუარესდეს დიაბეტი.

ანგარიში გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ მონაწილეობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაში.

5. კარვედილოლიGP-ის შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C-ზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ მშრალ ადგილას.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. მოქმედების ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ შეამჩნევთ გაუარესების აშკარა ნიშნებს.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კარვედილოლიGP

- აქტიური ნივთიერება არის კარვედილოლი.

ერთი კარვედილოლი GP-ს ტაბლეტი შეიცავს 6.25 მგ ან 25 მგ კარვედილოლს.

- სხვა ინგრედიენტებს წარმოადგენს:

მიკროკრისტალული ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

კარვედილოლიGP და შეფუთვის შიგთავსი

კარვედილოლიGP 6.25 ტაბლეტები

კარვედილოლი GP 6.25 მგ არის თეთრი ან მოთეთრო, მრგვალი, ბიკონვექსური ტაბლეტები, ნაჭდევით ცალ მხარეს.

შეფუთვაში მოთავსებულია 14, 28 და 56 ტაბლეტი პვქ/პვდქ-ალუმინის ბლისტერებზე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა56
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy