Captopril - კაპტოპრილი 25მგ 20 ტაბლეტი
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი “კაპტოპრილი”: შეიცავს 25 მგ კაპტოპრილს
ფარმაკოლოგიური თვისებები
“კაპტოპრილი” წარმოადგენს მაღალეფექტურ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას. “კაპტოპრილი” ახდენს პეპტიდილდიპეპტიდკარბოქსიჰიდროლაზას ინჰიბირებას, აღკვეთს ანგიოტენზინ I ანგიოტენზინ II-ში გადასვლას, აფერხებს ენდოგენური ვაზოდილატატორების – ბრადიქინინის და პროსტაგლანდინების ინაქტივაციას.
“კაპტოპრილი” არ ავლენს ნეგატიურ ზემოქმედებას ლიპიდურ ცვლაზე
ფარმაკოკინეტიკა
“კაპტოპრილი” სწრაფად და სრულად (დაახლოებით 75%) იწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. სისხლში Cmax მიიღწევა 1 საათის შემდეგ.
T ½ შეადგენს დაახლოებით 3 საათს. თავისუფლად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს, ჰემატოენცეფალური ბარიერის გარდა. “კაპტოპრილი” ბიოტრანსფორმაციას ძირითადად ღვიძლში განიცდის. ექსკრეცია კი ძირითადად ხდება მეტაბოლიტების სახით თირკმლების საშუალებით.
ჩვენებები
ჰიპერტონული დაავადება, ჰიპერტონული კრიზი, სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, დიაბეტური რეტინო- და ნეფროპათია, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი, რეინოსა და ბარტერის სინდრომები, იდიოპათიური შეშუპებები, სკლეროდერმია, მიოკარდიუმის ინფარქტის კომპლექსური მკურნალობა.
მიღების წესები და დოზები
“კაპტოპრილი” ინიშნება პერორალურად. ჰიპერტენზიის დროს 25 მგ დღეში ორჯერ, მძიმე ფორმების დროს 50 მგ (2 ტაბლეტი) დღეში სამჯერ.
მიოკარდიუმის ინფარქტისა და შეგუბებით მიმდინარე გულის უკმარისობის დროს ნახევარი ტაბლეტი (12,5 მგ) 2-3 ჯერ დღეში.
დიაბეტური ნეფროპათიის დროს თითო ტაბლეტი (25 მგ) 3 – 4 ჯერ დღეში
გვერდითი მოვლენები
“კაპტოპრილი”-ით მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენები გვხვდება იშვიათად, გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ შესაძლებელია განვითარდეს ტაქიკარდია ან ჰიპოტენზია. კანზე შესაძლებელია განვითარდეს გამონაყარი. სისხლში კი თრომბოციტოპენია და ანემია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ამ ჯგუფის პრეპარატების მიმართ და თირკმლის არტერიების შევიწროვება.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account