კამისტადი - Kamistad სპრეი 20მლ

განსაკუთრებული ფასი 21,17 GEL რეგულარული ფასი 24,64 GEL
მარაგშია
SKU
92270_437

ჩვენება: კამისტადი® სპრეი პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ძნელად მისაწვდომი ადგილების მიზანმიმართული მოვლისთვის.

კამისტადი®

სპრეი
 
აღწერა:

გამჭვირვალე სითხე გვირილის სუნითა და გემოთი 

შემადგენლობა:

წყალი, პროპილენგლიკოლი, სამკურნალო გვირილის ყვავილების ექსტრაქტი, ლაურეტ-9, კალიუმის აცესულფამი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ნატრიუმის ციტრატი, არომატიზატორი, ლიმონის მჟავა. 

კამისტადი® სპრეი პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ძნელად მისაწვდომი ადგილების მიზანმიმართული მოვლისთვის:

·        სამკურნალო გვირილის ყვავილების ექსტრაქტს გააჩნია დამამშვიდებელი თვისებები, ხელს უწყობს გაღიზიანებული პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების მოშუშებას, განკუთვნილია მგრძნობიარე ღრძილების მოსავლელად და ხელს უწყობს ანთების ალაგებას.

·        ლაურეტ-9-ს (პოლიდოკანოლი) აქვს გამაგრილებელი და ყურადღების გადამტანი მოქმედება 

·        ნატრიუმის ჰიალურონატი ხელს უწყობს პარადონტის ქსოვილების დატენიანებას

·        არ შეიცავს შაქარს

·        არ შეიცავს სპირტს 

გამოყენების წესი:

განათავსეთ მოსატრიალებელი საცმი პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების მონაკვეთის მიმართულებით, დააჭირეთ საცმს. 1-2 შესხურება დილით და საღამოს კბილების გაწმენდის შემდეგ ან საჭიროების შესაბამისად. 

სიფრთხილის ზომები: 

·        გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ 

·        არ შეისუნთქოთ გამოყენების დროს 

·        არ გამოიყენოთ ნებისმიერი ინგრედიენტისადმი ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიის დროს 

·        შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy