კალცემინი - Calcemin 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 25,19 GEL რეგულარული ფასი 27,75 GEL
მარაგშია
SKU
91210_1308

ჩვენება: სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა.

კალცემინი (CALCEMIN®)

წამლის მიღებამდე/გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია. ოპტიმალური შედეგების მისაღწევად სამკურნალო საშუალება უნდა გამოიყენოთ ინსტრუქციაში მითითებული ყველა რეკომენდაციის მკაცრი დაცვით. შეინახეთ ინსტრუქცია, ის შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ.

თუ თქვენ გაგიჩნდათ შეკითხვები, თუ თქვენი მდგომარეობა ჩატარებული მკურნალობის შემდეგ გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს.

ეს სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შეიძლება მათ ზიანი მოუტანოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.

სავაჭრო დასახელება

კალცემინი

სამკურნალწამლო ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტები

აღწერილობა

თეთრი ფერის, ოვალური ტაბლეტები, ცალ მხარეს ნაზოლით.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: კალციუმი (კალციუმის ციტრატი და კალციუმის კარბონატი) 250 მგ, ვიტამინ D 3 50 სე, თუთია (თუთიის ოქსიდი) 2მგ, სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) 0.5მგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატი), 0.5მგ, ბორი (ნატრიუმის ბორატი) 50მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: სოიოს პოლისაქარიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინმჟავა, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიპრომელოზა, ტრიაცეტინი, მინერალური ზეთი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი.

ასევე, იხილეთ : Calcemin - კალცემინი 30 ტაბლეტი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მინერალური დანამატები. კალციუმის და ვიტამინ D-სთან და/ან სხვა საშუალებებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: A12AX.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მაკრო-მიკროელემენტებს. მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

გამოყენების ჩვენებები

ორგანიზმში კალციუმის, ვიტამინ D-ს და მიკროელემენტების (თუთია, სპილენძი, მანგანუმი, ბორი) დეფიციტის შევსება, როცა მათი მოთხოვნილება ვერ შეივსება შესაბამისი დიეტის საშუალებით, განსაკუთრებით მაშინ როცა არის ხანგრძლივი უკმარისობა, არარეგულარული და არაბალანსირებული კვება და ამ ნუტრიენტების მოთხოვნილების გაზრდა, კერძოდ:

- სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა;

- ორსულობისას და ლაქტაციისას;

- 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინტენსიური ზრდის პერიოდში.

მყარი ძვლოვანი სისტემა იხილეთ ბლოგი.

მიღების წესი და დოზირება

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ჭამის დროს.

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 -ტაბლეტი დღეში ორჯერ, ჭამის დროს.

ორსულობის მე-20 კვირიდან და მთელი ლაქტაციის პერიოდში -1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ოსტეოპოროზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ გამოყენებისას მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად, ექიმის მიერ.

კალციუმის და ვიტამინ D3-ს დეფიციტის მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობაა არანაკლებ 4-6 კვირისა. განმეორებითი კურსის რაოდენობა წლის განმავლობაში, დგინდება ინდივიდუალურად.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:დოზის კორექცია საჭირო არ არის

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით:თირკმლის ფუნქციის მძიმე დაზიანებისას, პრეპარატის კალცემინის მიღება არ შეიძლება

ხანდაზმული პაციენტები:დოზა ისეთივეა, როგორიც მოზრდილებისათვის. საჭიროა თირკმლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითების შესაძლებლობის გათვალისწინება.

გვერდითი მოქმედება

კალცემინმა, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი არ ჩნდება ყველას შემთხვევაში. დარეგისტრირებულია შემდეგი არასასურველი რეაქციები, ხშირად მათი გამოწვევის სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით, მათი გამოჩენის სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)

- იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები: ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ქავილი), ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ასთმური სინდრომი, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის რეაქციები კანისა და/ან სასუნთქი სისტემების მხრივ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ (სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს რესპირატორულ დისტრესს-სინდრომს);

- კუჭ-ნაწლავის დარღვევები: შეკრულობა, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება;

- მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ დარღვევები: ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ჰიპერფოსფატემია ( პაციენტებში თირკმლების ფუნქციის დარღვევით), რძე-ტუტოვანი სინდრომი (როგორც წესი, ზედოზირებისას);

- დარღვევები თირკმლისა და შარდის გამომყოფი გზების მხრივ: ნეფროკალცინოზი, ნეფროლითიაზი (პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით).

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა

თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. არსებული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერი სახის არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომელიც არ არის აღნიშნული ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე, შეგიძლიათ წარადგინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბაზაში სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების (მოქმედების) შესახებ, ასევე შეტყობინებები სამკურნალო საშუალებების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველ რეაქციებზე ინფორმაციის შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით მივიღოთ მეტი მონაცემი პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ (იხილეთ დანაყოფი <<შემადგენლობა>>), მძიმე ჰიპერკალციურია და ჰიპერკალციემია, ასევე დაავადებები და/ან მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციამია და/ან ჰიპერკალციურია (მაგალითად, სარკოიდოზი, მიელომა, ძვლების მეტასტაზები, პირველადი ჰიპერპარათირეოზი); ნეფროკალცინოზი, ნეფროლითიაზი; Dჰიპერვიტამინოზი; თირკმლების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ-ში); 6 წლამდე ასაკის ბავშვები.

ჭარბი დოზირება

მწვავე ან ხანგრძლივი ზედოზირება კალციუმისა და D ვიტამინის, განსაკუთრებით მიდრეკილების მქონე პაციენტებში, შესაძლებელია გამოიწვიოს Dჰიპერვიტამინოზი, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია და ჰიპერფოსფატემია. შედეგებს შორის არის თირკმლის უკმარისობა, რძე-ტუტოვანი სინდრომი, სისხლძარღვების და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია, მათ შორის კალცინოზი, რომელსაც მივყავართ ნეფროლითიაზისაკენ.

ჭარბი დოზირების სიმპტომებია მოულოდნელი თავის ტკივილი, გონების აღრევა, კუჭ-ნაწლავის დარღვევები (შეკრულობა, დიარეა, გულისრევა და ღებინება).

ლაბორატორიული და კლინიკური გამოვლინებები ტოქსიურობისა და ჰიპერკალციემიისა სხვადასხვაა და დამოკიდებულია პაციენტის მგრძნობალობაზე და მიმდინარე დაავადებებზე. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ანორექსია, წონის კლება, წყურვილის შეგრძნება, პოლიურია და სხვა მინერალების შეწოვის რღვევა. შესაძლოა ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: ასპარტამინოტრანსფერაზების და ალანინამინოტრანსფერაზების კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში.

ქრონიკულმა ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვებისა და ორგანოების კალციფიკაცია, გამოწვეული ჰიპერკალციემიისაგან. განსაკუთრებულად მაღალი ჰიპერკალციემია შეიძლება კომისა და სიკვდილის მიზეზი გახდეს.

მკურნალობა: რეჰიდრატაცია, მარყუჟოვანი დიურეტიკების მიღება (მაგალითად, ფუროსემიდის), გლუკოკორტიკოსტეროიდები, კალციტონინი, ბიფოსფონატები, მძიმე შემთხვევებში ჰემოდიალიზის ჩატარება.

უსაფრთხოების ზომები

ხანგრძლივი თერაპიისას საჭიროა სისხლის შარდში კალციუმის და კრეატინინის შემცველობის კონტროლი. დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში საგულე გლიკოზიდებით და დიურეზული საშუალებებით ერთდროული მკურნალობის დროს (იხ. განყოფილება ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან“) და პაციენტებში, თირკმელებში კენჭების წარმოქმნისკენ მიდრეკილებით. ჰიპერკალციემიის და თირკმლის ფუნქციის დაზიანების ნიშნების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

ვიტამინი D სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, თირკმლის უკმარისობით. ამ შემთხვევაში აუცილებელია სისხლის შრატში კალციუმის და ფოსფატების შემცველობის კონტროლი. ასევე, აუცილებელია რბილი ქსოვილების კალცინოზის განვითარების რისკის გათვალისწინება. პაციენტებში მძიმე თირკმლის უკმარისობით ვიტამინ D ქოლეკალციფეროლის სახით ნორმალურად არ მეტაბოლიზდება, ამიტომ საჭიროა სხვა ფორმის სახით ვიტამინ D-ს მიღება.

ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ვიტამინ D-ს და კალციუმის სხვა წყაროებიდან დამატებითი შემოსვლის გათვალისწინება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა კალციუმის რეგულარული კონტროლი სისხლის შრატში და შარდში.

კალციუმი და ვიტამინი D3 სიფრთხილით გამოიყენება იმობილიზებულ პაციენტებში, ოსტეოპოროზით, ჰიპერკალციემიის რისკის გამო.

ვიტამინ D სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სარკოიდოზით, რადგანაც მათ გააჩნიათ ვიტამინ D- ს მეტაბოლიზმის პათოლოგია და შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალციემია, კენჭები თირკმელებში და თირკმლის უკმარისობა. კალციუმის კონცენტრაცია სისხლში და შარდში ასეთ პაციენტებში უნდა შემოწმდეს რეგულარულად.

ტეტრაციკლინის და ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენება ჩვეულებრივ რეკომენდებული არ არის, ან უნდა განხორციელდეს სიფრთხილით (იხ. განყოფილება ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ზემოქმედება“).

ვიტამინ D3-ის დიდი დოზების გამოყენება არამიზანშეწონილია, რადგანაც იგი ამ შემთხვევაში აინჰიბირებს ვიტამინ D3-ის ბიოლოგიურად აქტიური შენაერთების წარმოქმნას. ამავე დროს, ორგანიზმში იზრდება გარდაუქმნელი ვიტამინ D3-ს შემცველობა, რომელიც ექვემდებარება დაჟანგვას და ამით იზრდება D-ჰიპერვიტამინოზის განვითარების რისკი.

ერთდროულად პრეპარატის გამოყენება ვიტამინ D-ს და კალციუმის შემცველი სხვა წყაროებიდან (მაგალითად, სამკურნალო საშუალებები, რძე პროდუქტები) შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემიისა და რძე-ტუტოვანი სინდრომი ალკალოზით, თირკმლის ფუნქციის დარღვევით და რბილი ქსოვილების კალციფიკაციით. ამიტომ ასეთ შემთხვევებში კალციუმის დონის კონტროლი უნდა მოხდეს სისხლის შრატში და შარდში, ასევე თირკმლის ფუნქციის.

კალცემინის ერთ ტაბლეტში შედის 1მმოლ (23 მგ) ნატრიუმი, ანუ პრეპარატი თითქმის არ შეიცავს ნატრიუმს.

ორსულობა და ლაქტაცია

კალცემინი რეკომენდებული დოზებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში. სადღეღამისო დოზები ორსულებში არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ კალციუმისა და 600 სე ვიტამინ D-ს, ვინაიდან, კალციუმისა და ვიტამინ D-ს ქრონიკულმა ზედოზირებამ შეიძლება საზიანოდ იმოქმედოს ნაყოფზე და ახალშობილზე. ორსულობისას ჰიპერკალციემიამ, რომელიც შედეგია ვიტამინ D-ს მომატებული დოზებით მიღების, შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გვერდითი ეფექტები: პარათირეოიდული ჰორმონის შეფერხება, ჰიპოკალციემია, ტეტანია, ეპილეპსიური შეტევები და აორტალური სტენოზის სინდრომები, რომელთა სიმპტომები შეიძლება იყოს რეტინოპათია, ფსიქიკური განვითარების შენელება და ზრდის შეფერხება, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია ახალშობილებში.

ლაქტაციის დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ვიტამინი D და კალციუმი აღწევს დედის რძეში. ეს მხედველობაშია მისაღები ბავშვებში კალციუმის და ვიტამინ D-ს დამატებითი დანიშვნის შემთხვევაში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მუშაობის უნარზე გავლენა

არ მოქმედებს.

ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე და სხვა სახის ურთიერთქმედება

ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი:შესაძლოა შეამციროსვიტამინ D3-ს ეფექტი, მისი არააქტიური მეტაბოლიტების მეტაბოლიზმის გაზრდის გზით.

ბიფოსფონატები, ფტორიდები: შესაძლოა ბიფოსფონატებისა და ნატრიუმის ფტორიდების შეწოვის შემცირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. რეკომენდებულია მათი მიღება პრეპარატ კალცემინის მიღებიდან ან მიღების შემდეგ მინიმუმ 1-2- საათიანი ინტერვალის დაცვა. მისაღებია ბიფოსფონატების და კალციუმის პრეპარატების გამოყენება დღეღამის სხვადასხვა დროს.

ტეტრაციკლინი: შესაძლოა ტეტრაციკლინის შეწოვის შემცირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. რეკომენდებულია მათი მიღება პრეპარატ კალცემინის მიღებამდე მინიმუმ 2-3 საათით ადრე ან მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.

საგულე გლიკოზიდები, კალციუმის არხების ბლოკატორები: შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების ტოქსიურობის ზრდა (ლეტალური არითმიის საშიშროება). რეკომენდებულია ეკგ-ს მონიტორინგი და სისხლში კალციუმის კონცენტრაციის განსაზღვრა. მცირდება კალციუმის არხების ბლოკატორების ეფექტურობა, ისეთის როგორიცაა ვერაპამილი, მოციმციმე არითმიისას. ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.

ლევოთიროქსინი, კეტოკონაზოლი, ქინოლონები, ზოგიერთი ცეფალოსპორინები, რკინის, თუთიის, მაგნიუმის, ესტრამუსტინის, თირეოიდული ჯირკვლის ჰორმონების, რანელატის სტრონციუმის, ელთრომბონაგის, ფოსფატების, ბიფოსფონატების და ფტორიდების პრეპარატები: შესაძლოა აბსორბციის დარღვევა. ერთობლივად მიღების აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია ინტერვალის დაცვა მიღებამდე არაუმცირეს ორი საათით ადრე ან მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.

თიაზიდური დიურეტიკები: თიაზიდური დიურეტიკები ამცირებს კალციუმის ექსკრეციას შარდით. ჰიპერკალციემიის მომატებული რისკის გამო თიაზიდური დიურეტიკების და კალციუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია კალციუმის განსაზღვრა სისხლის შრატში ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში.

გლუკოკორტიკოიდები, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებები: ამცირებს კალციუმის შეწოვას, შესაძლებელია ვიტამინ D3-ს ეფექტის შემცირება. შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატ კალცემინის დოზების კორექცია.

იონოგაცვლითი ფისოვანი საშუალებები, როგორიცაა ქოლესტირამინი, საფაღარათე საშუალებები, ორლისტატი : ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინ D3-ს აბსორბციის შემცირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. რეკომენდებულია მისი მიღება 2 საათით ადრე ვიტამინ D- მიღებამდე ან 4-6- საათის შემდეგ მისი მიღებიდან.

კვების პროდუქტები: შესაძლებელია მოხდეს ურთიერთქმედება შემდეგი სახის საკვებთან (მაგალითად, ისეთების რომლებიც შეიცავენ მჟაუნის მჟავას, ფოსფატებს, ფიტინის მჟავას, ან ბოჭკოვანას მაღალი დოზების შემცველობის პროდუქტები). კალციუმის შეწოვის რისკის შემცირების გამო რეკომენდებულია ინტერვალის დაცვა კალციუმის პრეპარატების მიღებამდე ასეთ პროდუქტებთან არაუმცირეს ორი საათისა.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

გამოშვების ფორმა

30, 60 ან 120 ტაბლეტი ფლაკონში. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy