Kalidrop - კალიდროპ ფრი თვალის წვეთები 10მლ

განსაკუთრებული ფასი 28,50 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
მარაგშია
SKU
81538_2789

ჩვენება:მშრალი თვალი, ბროლისა და მინისებრი სხეულის შემღვრევების პროფილაქტიკა.

კალიდროპ ფრი
სტერილური ოფთალმოლოგიური წვეთები კონსერვანტების გარეშე

შემადგენლობა
ნატრიუმის ჰიალურონატი 1 მგ/მლ, კალიუმის იოდიდი 5 მგ/მლ, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ნატრიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი.
კალიუმის იოდიდი თვალის ზედაპირზე ადგილობრივად გამოყენებისას მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, აკავებს თავისუფალ რადიკალებს, პასუხისმგებელია ოქსიდაციური სტრესის შემცირებაზე და ამცირებს ბროლსა და მინისებრი სხეულში შემღვრევებს.
ნატრიუმის ჰიალურონატი მუკოადჰეზიური თვისებების წყალობით ხამხამის დროს თანაბრად ნაწილდება რქოვანას ზედაპირზე, ურთიერთქმედებს ცრემლის აპკის მუცინის შრესთან და ასტაბილურებს მას, შედეგად ატენიანებს თვალს.

ჩვენება
• მშრალი თვალი
• ბროლისა და მინისებრი სხეულის შემღვრევების პროფილაქტიკა

დოზირება
ერთი წვეთი 3-4-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია უფრო ხშირი გამოყენება. კალიდროპ პლიუსი არ შეიცავს კონსერვანტებს და მისი გამოყენება შესაძლებელია კონტაქტურ ლინზებზე.

1. პრეპარატის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები.

2. მოხსენით თავსახური და ჩაწვეთებისას საწვეთური არ შეახოთ თვალის ზედაპირს.

3. თავი გადახარეთ ოდნავ უკან.

4. დაიჭირეთ ბოთლი ვერტიკალურად.

5. ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, მოუჭირეთ ბოთლს და ჩაიწვეთეთ წვეთი კონიუნქტივალურ პარკში.

6. დახუჭეთ თვალები და თვალის კაკლის გადაადგილებით გადაანაწილეთ წვეთი თვალის ზედაპირზე.

7. გაიმეორეთ იგივე აქტივობები მეორე თვალისთვის.

8. გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური.

9. ჩაწვეთების შემდეგ არ ჩამოიბანოთ თვალის ზედაპირი წყლით ან სხვა სითხით.

უკუჩვენება

• არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში

• არ გამოიყენოთ ინგრედიენტებზე ალერგიის არსებობისას

• არ გამოიყენოთ ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციების დროს

შენახვის პირობები
• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
• მოარიდეთ სითბოს წყაროებს
• შეინახეთ მშრალ ადგილას 5°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.
• არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

სიფრთხილის ზომები
• არ გამოიყენოთ ბოთლის დაზიანების შემთხვევაში
• არ შეახოთ თვალს ან სხვა ზედაპირს საწვეთურის წვერით
• სხვა ოფთალმოლოგიური ხსნარების გამოყენების შემთხვევაში ჩაწვეთებებს შორის დაიცავით მინიმუმ 15 წუთიანი ინტერვალი.
• კალიდროპ ფრი უნდა ჩაიწვეთოთ ბოლოს
• მრავალჯერადად გამოყენებადი სამედიცინო პროდუქტი უნდა გამოიყენოს ერთმა პაციენტმა

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს.

მწარმოებელი
SUPROBION

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy