იალურესპი - Ialuresp ცხვირის სპრეი 30მლ
ჩვენება: გამოიყენება ცხვირ-ხახის დაავადებებისას, რომელთაც ახასიათებს ცხვირის გაჭედვა და მუკოცილიარული ცვლილებები.
იალურესპი
ნაზალური სპრეი 30 მლ
სამედიცინო გამოყენების საშუალება
შემადგენლობა
ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიალურონატი, გასუფთავებული წყალი.
0.9%-იანი იზოტონური ხსნარი.
გამოყენება
იალურესპი წარმოადგენს მაღალმოლეკულურ ნატრიუმის ჰიალურონატს 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
პრეპარატი ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანის დატენიანებას. იგი გამოიყენება ცხვირ-ხახის დაავადებებისას, რომელთაც ახასიათებს ცხვირის გაჭედვა და მუკოცილიარული ცვლილებები. პრეპარატი უზრუნველყოფს ცხვირის ღრუში ჰაერის თავისუფალ გატარებას, ამცირებს ლორწოვანის სიმშრალეს მისი მსუბუქი დატენიანებით.
გაფრთხილებები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ შიგნით.
არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის, შენახვის პირობების (იხ. შენახვის წესი) დარღვევისა და დაზიანებული შეფუთვის შემთხვევაში.
გამოყენების წესი
2-3 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში ან უფრო ხშირად საჭიროებისას.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ და მოხსენით დოზატორს თავსახური.
დაიჭირეთ ფლაკონი და თავი ვერტიკალურად, მიიტანეთ დოზატორი ნესტოს შესავალთან და ორი თითით დააწექით დოზატორის ფუძეს.
შესხურებისას შეიუნთქეთ. გაიმეორეთ იგივე მოქმედებები მეორე ნესტოში.
გამოყენების შემდეგ გაასუფთავეთ/გარეცხეთ დოზატორი/დისპენსერი და დაახურეთ თავსახური.
შენახვის წესი
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account