თიროსური გელი 5გ

განსაკუთრებული ფასი 8,66 GEL რეგულარული ფასი 13,47 GEL
მარაგშია
SKU
37099_758

ჩვენება:  ზედაპირული ჭრილობები უმნიშვნელო რაოდენობის ექსუდატის გამოყოფით და ტიროთრიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექციის არსებობით.

შემადგენლობა

1 გ გელი შეიცავს: 

მოქმედი ნივთიერება: 1 მგ ტიროთრიცინს;

დამხმარე ნივთიერებები: ცეტილპირიდინის ქლორიდი, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, კარბომერი, ტრომეტამოლი, გაწმენდილი წყალი.

გამოშვების ფორმა:

ადგილობრივი გამოყენების გელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკები

ჩვენება:  

ზედაპირული ჭრილობები უმნიშვნელო რაოდენობის ექსუდატის გამოყოფით და ტიროთრიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექციის არსებობით.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

დღეისათვის ცნობილი არ არის. 

თუ თქვენ ღებულობთ ან უახლოეს პერიოდში ღებულობდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.   

განსაკუთრებული  გაფრთხილება და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

საჭიროა სიფრთხილე თვალების ირგვლივ გამოყენების შემთხვევაში, ვინაიდან ამან შესაძლოა წვის შეგრძნება გამოიწვიოს. გელი ტიროზური შეიცავს პოლიეთილენგლიკოლს, რომელიც შეიძლება კანის გაღიზიანების მიზეზი გახდეს. 

განკუთვნილი არ არის ინტრანაზალური გამოყენებისთვის; არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოს ყნოსვის დარღვევა.

ისევე როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატი, გელი თიროზური ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უნდა გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტისა და შესაძლო რისკის შეფარდების ობიექტური შეფასების შემდეგ.

საჭიროების შემთხვევაში გელის ტიროზური გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვებში.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

წაისვით გელი კანის დაზიანებულ უბნებზე 2-3-ჯერ დღეში. პატარა ჭრილობების და სხეულის ღია უბნების კანის ანთების დროს ჩვეულებრივ, მათი დაფარვა საჭირო არ არის. სერიოზული დაზიანებების და სველი ჭრილობების დროს რეკომენდებულია დამცავი ბანდაჟი, რომელიც უნდა გამოიცვალოს 1-2 დღის შემდეგ. 

მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. თუ ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი ეფექტები

შესაძლებელია ალერგიული რეაციები (წვის შეგრძნება).

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. 

ვარგისიანობის ვადა ტუბის პირველი გახსნის შემდეგ - 3 თვე.

არ გამოიყენოთ სოლიდაგორენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვა.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C  ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა და შიგთავსი

5 გ, 25 გ გელი ტუბში; 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy