ზინემო - Zinemo 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 36,20 GEL რეგულარული ფასი 38,10 GEL
მარაგშია
SKU
90712_1436

ჩვენება: ვიტამინები, მინერალები, ორსულობის დროს ქალებში კვების რაციონის კორექციისთვის, გულისრევის სიმპტომების შესამცირებლად და ღებინების თავიდან ასაცილებლად.

ZINEMO

ზინემო

დიეტური დანამატი. არ არის მედიკამნეტი

ფურცელი - ჩანართი (გამოყენების ინსტრუქცია)

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, აუცილებლად გაეცანით შეფუთვის მარკირებაზე, ბლისტერზე და ინსტრუქციაში მოცემულ სრულ ინფორმაციას.

შემადგენლობა 

1 კაფსულა შეიცავს: გამხსნელს: რაფინირებული სოიოს ზეთი, ჟელატინის აგენტი: ჟელატინი, აქტიური ინგრედიენტი: სამკურნალო ჯანჯაფილის ფესვის ექსტრაქტი, წყალგამძლე აგენტი გლიცერინი, ანტიოქსიდანტი: ლეციტინი, გასუფთავებული წყალი, მინანქრის აგენტი: ყვითელი ფუტკრის ცვილი, მჟავიანობის მერგულირებელი: ფუმარინის მჟავა, საღებავები: წითელი რკინის ოქსიდი, შავი,რკინის ოქსიდი, ანტიოქსიდანტები: ბუტილჰიდროქსიანიზოლი, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი.

აქტიური ნივთიერება: სამკურნალო ჯანჯაფილის ფესვის ექსტრაქტი - 400 მგ (mg) (10:1).

1 კაფსულა Softgel შეიცავს:

რაფინირებული სოიოს ზეთი

ჟელატინი

სამკურნალო ჯანჯაფილის ფესვის ექსტრაქტი (10:1)

გლიცერინი

ლეციტინი

გასუფთავებული წყალი

ყვითელი ფუტკრის ცვილი

ფუმარინის მჟავა

რკინის ოქსიდი წითელი

რკინის ოქსიდი შავი

ბუტილჰიდროქსიანიზოლი

ბუტილჰიდროქსიტოლუოლი

94,900 მგ (mg)

83,007 მგ (mg)

400,000 მგ (mg)

31.622 მგ (mg)

20,000 მგ (mg)

13,000 მგ (mg)

5,000 მგ (mg)

0,998 მგ (mg)

0,791 მგ (mg)

0,593 მგ (mg)

0,050 მგ (mg)

0,050 მგ (mg)

გამოშვების ფორმა. კაფსულა მასით 290.0 მგ (მგ) ± 5%.

პროდუქტის ფუნქციური თვისებები:

ზინემო, კაფსულები შეიცავს ჯანჯაფილის მშრალ ექსტრაქტს, რომელსაც აქვს მთელი რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: ჯინჯეროლი, ზინგიბერენები, ტერპენები, ასევე ვიტამინები და აუცილებელი ამინომჟავები.

ჯინჯეროლი არის სეროტონინის რეცეპტორების ანტაგონისტი (5-HT3 რეცეპტორები), თრგუნავს ღებინების რეფლექსებს, ამცირებს შფოთვას;

ჯანჯაფილი ხელს უშლის შიმშილით გამოწვეულ კეტონური სხეულების ჭარბ წარმოქმნას, ამცირებს ორგანიზმის ინტოქსიკაციას;

ჯანჯაფილის ექსტრაქტი ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას, საკვები წვენების, ფერმენტების გამომუშავებასა და გადინებას, მისი სადეზინფექციო ეფექტი ამცირებს ნაწლავში დუღილის პროცესებს;

ჯანჯაფილი შეიცავს 400-ზე მეტ ნაერთს: აუცილებელ მჟავებს, ვიტამინებს C, E, K, B ჯგუფს, თუთიას, სელენს, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, რის გამოც უმჯობესდება ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის სასარგებლო ნივთიერებების მიწოდება, უმჯობესდება ინფექციური დაავადებების მიმართ დედის ორგანიზმის მდგრადობა, ძლიერდება იმუნიტეტი. თანახმად: Viljoen et al. Nutrition Journal 2014, 13:20

მიღების რეკომენდაციები.

დიეტური დანამატი ზინემო, კაფსულები შეიძლება რეკომენდებული იყოს, როგორც ბუნებრივი წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყარო: ჯინჯეროლი, ზინგიბერენი, ასევე ტერპენები, ვიტამინები, მინერალები, ორსულობის დროს ქალებში კვების რაციონის კორექციისთვის, გულისრევის სიმპტომების შესამცირებლად და ღებინების თავიდან ასაცილებლად. რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია მიღების დაწყებამდე და ნებისმიერ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას.

უკუჩვენება.

ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ. ნაღვლის ბუშტის დაავადება. ძუძუთი კვების პერიოდი. ნებისმიერი დაავადების მქონე ორსულებმა ამ პროდუქტის გამოყენებამდე რეკომენდაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.

ბავშვები: არ გამოიყენება ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება.

ზინემო უნდა მიიღოთ 1-2 კაფსულა დილით, საწოლიდან ადგომამდე, მცირე რაოდენობის ტკბილი ჩაის მიყოლებით. მიღების შემდეგ რეკომენდებულია საწოლში წოლა კიდევ 10 წუთის განმავლობაში.

მიღების კურსის ხანგრძლივობაა ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მიღების კურსს განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად.

თქვენთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი!

სიფრთხილის ზომები მიღებისას 

მიზანშეწონილია არ გადააჭარბოთ ყოველდღიური მიღების რეკომენდებულ დოზას. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ არის განკუთვნილი რაიმე დაავადების დიაგნოსტიკისთვის, მკურნალობის ან პროფილაქტიკისთვის. არ გამოიყენოთ დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შეფუთვა: ბლისტერზე კაფსულები N10, 1 ან 3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მასა ნეტო (შეფუთვის): 10 კაფსულა - 2.9გ (g) ±5%. 30 კაფსულა – 8,70 გ (g) ± 5%.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy