ვოლტარენი - Voltaren 100მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: სახსრების ტკივილი და ფორმის ცვლილება,ზურგის ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილების და ოპერაციის შემდგომი ტკივილის სამკურნალოდ.
ვოლტარენი 100 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი
განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად
- მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 100 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს შეიცავს.
- დამხმარე ნივთიერებები:საქაროზა, ცეტილის სპირტი, პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონ K 30), მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი (აეროსილ 200), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტალკი, პოლისორბატ 80, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172), პოლიეთილენ გლიკოლ 8000.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
- რა არის და რისთვის გამოიყენება ვოლტარენი?
- ვოლტარენის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- როგორ გამოიყენება ვოლტარენი?
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
- ვოლტარენის შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ვოლტარენი?
· ვოლტარენის თითოეული ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით 100 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს შეიცავს.
· ვოლტარენი, ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული ,,არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების (აას) ჯგუფში შედის.
· ტაბლეტები, ვარდისფერი ფერის და მრგვალი ფორმისაა, ორმხრივ ამობურცულია და მომრგვალებული კუთხეები აქვს.
· პრეპარატი წარმოდგენილია 10 და ან 30 ტაბლეტის შემცველ შეფუთვებში.
ვოლტარენი, ქვემოთ მოცემული დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება:
სახსრების ანთება (ართრიტი), სახსრების ტკივილი და ფორმის ცვლილება (რევმატოიდული ართრიტი), ზურგის ტკივილი, კისრის და გულმკერდის ჩონჩის შესახსრებების გაუხეშებით, პროგრესირებადი ტკივილით მიმდინარე რევმატიზმის (ანკილოზური სპონდილიტი) სიმპტომების და ნიშნების სამკურნალოდ, ასევე გამოიყენება პოდაგრასთან დაკავშირებული სახსრების ანთების (მწვავე და ქრონიკული ართრიტი), ძვალ-კუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილების და ოპერაციის შემდგომი ტკივილის (პოსტ-ოპერაციული ტკივილის) სამკურნალოდ.
ვოლტარენის მოქმედების ეფექტის და ან თქვენთან ვოლტარენის დანიშვნის მიზეზების შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
2. ვოლტარენის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ექიმის ყველა რეკომენდაცია სრულად გაითვალისწინეთ. ექიმის მიერ მოცემული მითითებები შეიძლება აღნიშნული წამლის ინსტრუქციაში მოცემული ზოგადი რეკომენდაციებისგან განსახვავებული იყოს.
ვოლტარენი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ;
· დიკლოფენაკის და ან ვოლტარენის აღნიშნული წამლის ინსტრუქციის დასაწყისში მოცემული დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ,
· ადრე ანთების და ან ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებული წამლების (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინი, დიკლოფენაკი და ან იბუპროფენი) მიღების შემდეგ ალერგიის ნიშნები და სიმპტომები გამოვლინდა. აღნიშნულს შორის შეიძლება იყოს: ასთმა (ფილტვების სასუნთქი გზების შევიწროებასთან დაკავშირებით გამოვლენილი სუნთქვის გაძნელება, ხველა, გულყრები ხიხინით), ცხვირიდან გამონადენი, კანზე გამონაყარი, ტუჩების, ენის, ხახის და/ და ან ხელების და ფეხების შეშუპება (ედემის ნიშნები). ამ ავადმყოფებში ,,არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები’’ (აას) შეიძლება ძლიერ სერიოზულ, იშვიათად კი სასიკვდილო გართულების, ანაფილაქსიის სახელით წოდებული მდგომარეობის: ენის შეშუპების, სუნთქვის გაძნელების, არტერიული წნევის დაცემის და კანზე გამონაყარის განვითარების მიზეზი გახდეს. თუ ფიქრობთ რომ ალერგია გაქვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
· კორონარულ არტერიებზე ქირურგიული ჩარევა (გულ-სისხლძარღვთა ოპერაცია, შუნტირების მსგავსი) გადაიტანეთ, ოპერაციამდე, ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდეგ ტკივილის სამკურნალოდ ვოლტარენი არ გამოიყენოთ.
· გულის და ან თავის ტვინის დაავადება გაქვთ, თუ, მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანეთ, ინსულტი, მინი -ინსულტი (TIA- გარდამავალი იშემიური შეტევა) და ან თავის ტვინის და ან გულის მკვებავი სისხლძარღვების დახშობა (თრომბი) გქონდათ, თუ აღნიშნული დახშობის გასახსნელად ოპერაცია გადაიტანეთ, აღნიშნულ პერიოდში ვოლტარენი არ გამოიყენოთ,
· კუჭის და ან ნაწლავის წყლული გაქვთ და ან წარსულში გქონდათ,
· კუჭ-ნაწლავის სისტემიდან სისხლდენა და ან პერფორაცია გადაიტანეთ (ღებინებისას ხისხლიანი მასა, ნაწლავთა მოქმედების დროს სისხლდენა, განავალში ახალი სისხლი (ხილული და ან შავი, ნახშირიესებრი განავალის მსგავსი სიმპტომები),
•თუ, სულ ცოტა 2 ჯერ კუჭის და ან ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა გადაიტანეთ,
· თუ, მძიმე ღვიძლის და ან თირკმლის დაავადება გაქვთ,
· თუ, გულის მძიმე უკმარისობა გაქვთ,
· თუ, ორსულობის ბოლო სამი თვის პერიოდი გაქვთ,
· თუ, კუჭის და ან ნაწლავების ანთების სამკურნალოდ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლდენა და ან პერფორაცია გადაიტანეთ.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, ვოლტარენის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ექიმი, ამ წამლის თქვენთან გამოყენების და ან არ გამოყენების საკითხს გადაწყვეტს.
თუ, ფიქრობთ რომ ალერგია გაქვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ვოლტარენი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
· დიკლოფენაკით მკურნალობის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკ-ფაქტორების (მაგ. გულის დაავადება, სისხლძარღვის თრომბოზი, მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ცხიმების (ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები), მაჩვენებლების ანორმალური მომატება, შაქრიანი დიაბეტი, სიგარეტის მოხმარების მსგავსი მოვლენები) მატარებელ ავადმყოფებში დეტალური გამოკვლევის და შეფასების შემდეგ უნდა იქნას დაწყებული,
· დიკლოფენაკით მკურნალობისას, რეკომენდირებულია შეძლებისდაგვარად ხანმოკლე დროით და მაქსიმალურად მინიმალური დოზებით მკურნალობა. ავადმყოფებთან დიკლოფენაკით მკურნალობის გაგრძლების საჭიროებისას, ექიმი რეგულარულად შეაფასებს ავადმყოფის მდგომარეობას.
· ვოლტარენის მსგავსი წამლების მოხმარება შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის და ან ინსულტის რისკის მომატებასთან. რისკი უფრო მატულობს მაღალი დოზების მიღების და ხანგრძლივი მკურნალობის დროს. მკურნალობის რეკომენდირებულ დოზას და რეკომენდირებულ მკურნალობის ხანგრძლივობას არ გადააჭარბოთ.
· თუ, გულის და ან სისხლძარღვების დაავადება გაქვთ (ასევე უკონტროლო მაღალი არტერიული წნევა, გულის შეგუბებითი უკმარისობა), თუ გული სხეულის მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად სისხლს ვერ გადატუმბავს), თუ, გულის იშემიური დაავადება გაქვთ (გულის ოქსიგენაციის და მკვებავი სიხლძარღვების შევიწროება) და ან პერიფერიული არტერიების დაავადება (არტერიების შევიწროება და შედეგად ამ სისხლძარღვის მკვებავ რეგიონში სისხლმომარაგების დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადების სახელით ცნობილი მდგომარეობა), ვოლატრენით მკურნალობა არ არის რეკომენდირებული. (თუ, გულის დაავადება გაქვთ და ან გულის დაავადების რისკის მატარებელი ხართ, განსაკუთრებით თუ 4 კვირაზე მეტია მკურნალობთ, ვოლტარენით მკურნალობის გაგრძელების და ან შეჩერების საკითხს ავადმყოფის მდგომარეობის შეფასების შემდეგ ექიმი გადაწყვეტს).
· გულს-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკების მინუმუმამდე დაყვანისთვის, ტკივილის და ან შესივების (შეშუპების) მკურნალობა უმცირესი დოზებით და ხანმოკლე დროით განახორციელეთ, ეს მნიშვნელოვანია.
· თუ ვოლატრენს, სხვა ანთების საწინააღმდეგო წამლებთან ერთად, ,,სისხლის გამათხელებლებთან’’ ერთად და ან ცნს და დეპრესიის სამკურნალო წამლებთან ერთად პარალელურ რეჟიმში ღებულობთ, იხილეთ ნაწილი -,,სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება’’.
· თუ ასთმა და ან სეზონური სურდო (სეზონური ალერგია) და ან სხვა სახის ალერგია გაქვთ ან ცხვირის პოლიპი (რბილ ქსოვილოვანი წარმონაქმნი ცხვირში) და ან სუნთქვის გაძნელება (ფქოდ) და ან სასუნთქი გზების გახანგრძლივებული ინფექცია გაქვთ,
· თუ, მანამდე კუჭის წყლული, კუჭიდან სისხლდენა და ან შავი ფერის განავალი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები გქონდათ და ან წარსულში ანთების საწინააღმდეგო წამლების მიღების შემდეგ კუჭის პრობლემები და ან გულძმარვა გქოდათ,
•თუ, კოლინჯის ანთება (წყლულოვანი კოლიტი) და ან ნაწლავების ანთება (კრონის დაავადება) გაქვთ,
· თუ, ღვიძლის და ან თირკმლების პრობლემები გაქვთ.
· თუ, სხეულის გაუწყლოვანების ალბათობა გაქვთ (მაგ. დიარეა, ავად ყოფნა, სერიოზული ოპერაცის წინა პერიოდი ან პოსტ-ოპერაციული პერიოდი გაქვთ,
•ხანდაზმული ხართ,
•სიარულის დროს ფეხებით წონასწორობას ვერ იცავთ,
· სისხლდენა და ან სისხლთან დაკავშირებული დარღვევები გაქვთ (პორფირიის სახელით ცნობილი იშვიათი ღვიძლის დაავადება),
•ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა (ატოლერანტობა) გაქვთ,
· ახლო პერიოდში კუჭის და ან ნაწლავების ოპერაცია გადაიტანეთ და ან გეგმიურად გესაჭიროებათ,
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, კონსულტაციისთის ექიმს მიმართეთ.
თუ, სერიოზული ოეპრაცია იგეგმება, აღნიშნულის სესახებ თქვენს ექიმს აცნობეთ.
· თუ, ვოლტარენის გამოყენების დროს გამოვლინდება: ტკივილი მკერდში, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე და ან მეტყველების გაძნელების მსგავსი ნიშნები და სიმპტომები, სასწრაფოდ თქვენს ექიმს დაუკაშირდით.
· ვოლტარენმა შეიძლება ინფექციის ნიშნები (მაგ. ტკივილი, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა) შეამსუბუქოს, რაც შესაბამისად ინფექციის გამოვლინებას და შესაბამის მკურნალობას ართულებს. თუ თავს ცუდად გრძნობთ და ექიმის კონსულტაციას საჭიროებთ, ვოლტარენის მოხმარების შესახებ ექიმის ინფორმირება არ დაგავიწყდეთ.
· არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო (აას) წამლებით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია სერიოზული კანის რეაქციები. ამ ტიპის რეაქციების რისკი მკურნალობის დასაწყისში უფრო მეტია. თუ, ცხელება, ლორწოვანი გარსის დაზიანება, ბუშტუკების გაჩენა, გამონაყარი და ან სხვა ტიპის ალერგიული რეაქციები გამოვლინდება, საჭიროა ვოლტარენის შეწყვეტა და სასწრაფოდ სამედიცინო დახმარების მიღება, რადგანაც ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები შეიძლება კანის სერიოზული რეაქციის პირველი გამოვლინება იყოს (იხილეთ ნაწილი-შესაძლო გვერდითი ეფექტები).
· თუ, სისტემური წითელი მგლურა (სხეულის რამდენიმე სისტემის მომცველი ქრონიკული ანთებითი დაავადება) და ან სხვა შეამერთებელი ქსოვილის დაავადება გაქვთ და ვოლტარენს ღებულობთ, ასეპტიკური მენინგიტის (უფრო ხშირად ვირუსული ეტიოლოგიის თავის ტვინის და ზურგის ტვინის გარსების ანთება) რისკი შეიძლება გაიზარდოს.
· თუ ანამნეზში კუჭის პრობლემები გაქვთ, ან ხანდაზმული ხართ და ტკივილის და ანთების საწინააღმდეგო -აას ჯგუფის წამლების გამოიყენების დროს კუჭის პრობლემებს ან უჩეულო ნიშნებს თუ შეამჩნევთ, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
ვოლტარენის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
- ვოლტარენი, 1 ჭიქა წყლით და ან სხვა სითხით უნდა გადაიყლაპოს.
- რეკომენდირებულია, ვოლტარენის კვების დროს მიღება.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ და ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, აღნიშნული თქვენს ექიმს აცნობეთ. აუცილებელი საჭიროების გარეშე და ან ექიმის რეკომენდაციის გარეშე ვოლტარენი არ გამოიყენოთ. თუ ვოლტარენს ორსულობის პირველი 6 თვის პერიოდში ღებულობთ, დოზა მაქსიმალიურად უმცირესი უნდა იყოს და მკურნალობის ხანგრძლივობაც მაქსიმალურად ხანმოკლე უნდა იყოს. ორსულობის მე-20 კვირიდან დაწყებული არასტეროიდული ანთების საწინააღმედგო- აას- წამლების მიღებამ შეიძლება მუცლად მყოფ ბავშვზე მავნე ზემოქმედება მოახდინოს. თუ, აას წამლების 2 დღეზე მეტი დროით მიღება გესაჭიროებათ, ექიმის რეკომენდაციით შეიძლება საჭირო გახდეს მუცლად მყოფი ბავშვის ირგვლივ არსებული სითხის (ამნიონური სითხე) რაოდენობის კონტროლი.
როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო წამლების შემთხვევაში, ვოლტარენის ორსულობის ბოლო სამი თვის პერიოდში გამოყენება არ შეიძლება, რადგანაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს მუცლად მყოფი ბავშვის თირკმლის ფუნქციებზე და სისხლის მიმოქცევაზე, როგორც დედის, ასევე ბავშვის სხეულში მიმდინარე შედედების პროცესსა და მშობიარობაზე.
ვოლტარენა შეიძლება დაორსულებას ხელი შეუშალოს. თუ, ორსულობას გეგმავთ და ან დაორსულებასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, აშკარა აუცილებლობის გარეშე ვოლტარენი არ გამოიყენოთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დაფიქსირდება, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აღნიშნული ექიმს აცნობეთ. თუ ვოლტარენს ღებულობთ, ბავშვი ძუძუთი არ უნდა გამოკვებოთ, ეს ბავშვისთვის შეიძლება ზიანის მომტანი იყოს.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ვოლტარენის მომხმარებელ ავადმყოფებში იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის დარღვევები, გაბრუება და ან ძილიანობის მსგავსი გვერდითი მოვლენები. თუ აღნიშნული გვერდითი ეფექტების არსებობას შეამჩნევთ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ, ასევე სხვა ყურადღების საჭიროების მქონე აქტივობის შესრულებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. ზემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლინებისას, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
ვოლტარენის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
ვოლტარენი საქაროზას შეიცავს, თუ მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე, ჯერ ექიმს დაუკავშირდით.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, აღნიშნული აუცილებლად თქვენს ექიმს აცნობეთ:
· ლითიუმი (ზოგიერთი ფსიქიკური პრობლემის) და ან სეროტონინის შერჩევითი უკუქცევის ინჰიბიტორები (დეპრესიის ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)
· საგულე გლიკოზიდები (ხშირად გულის უკმარისობის დროს გამოყენებული წამლის ჯგუფი)
· დიგოქსინი (გულის პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება)
· მიფეპრისტონი (არასასურველი ორსულობის დასრულებისთვის გამოყენებული წამალი)
•დიურეტიკები (შარდმდენი წამლები)
· აგფ ინჰიბიტორები და ან ბეტა-ბლოკერები (მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)
· სხვა ანთების საწინააღმდეგო წამლები (აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინის და ან იბუპროფენის მსგავსი)
· კორტიკოსტეროიდები (სხეულში ანთების სამკურნალოდ გამოყენებული კორტიზოლი და მსგავსი წამლები)
· სისხლის გამათხელებლები (სისხლის შედედების თავიდან აცილებისთვის გამოყენებული ვარფარინი და მსგავსი წამლები)
· დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (მეტფორმინის მსგავსი, ინსულინის გარდა)
· მეტოტრექსატი (სიმსივნის ზოგიერთი სახეობის და ან სახსრების ანთებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)
· ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი (განსაკუთრებით ორგანოთა გადანერგვის მქონე ავადმყოფებში გამოიყენება)
· ტრიმეტოპრიმი (საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკის და ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება)
· ქინოლონის წარმოებული ანტიბაქტერიული წამლები (ინფექციის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ზოგიერთი წამალი)
· ვორიკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის დროს გამოყენებული წამალი)
· ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)
· ქოლესტიპოლი და ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამაქვეითებელი წამალი)
· რიფამპიცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი)
· ორალური სტეროიდები (ანთების და ალერგიის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, პრედნიზოლონის მსგავსი)
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება ვოლტარენი ?
ექიმის რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულეთ და მითითებული დოზას და მითითებულ მკურნალობის ხანგრძლივობას არ გადააჭარბოთ.
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები :
რეკომენდირებულ დოზას არ გადააჭარბოთ. ტკივილის მართვისთვის ყველაზე დაბალი დოზა მიიღეთ. ვოლტარენი, საჭიროზე მეტი დროით არ უნდა გამოიყენოთ.
ექიმი, სამკურნალოდ მისაღები ვოლტარენის ტაბლეტების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით და საჭიროების შემთვევაში, მკურნალობაზე მიღებული პასუხის შესაბამისად უფრო მაღალ და ან უფრო დაბალ დოზაზე გადაგიყვანთ.
ზრდასრულები:
რეკომენდირბული საწყისი დღიური დოზაა: 100-150 მგ (ვოლტარენი 100 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი -1 ტაბ. დღეში და ან აღნიშნული პროდუქტის სხვა დოზა-ვოლტარენი SR 75 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი- დღეში 2 ჯერ).
უფრო მსუბუქი შემთხვევების დროს გამოიყენება ისეთივე დოზა, როგორც ხანგრძლივი მკურნალობისას: 75 მგ -დან 100 მგ -მდე დღეში 1 ჯერ, აღნიშნული დოზა ზოგადად საკმარისია.
თუ ჩივილები დილით და ან ღამით უფრო მატულობს, სასურველია ვოლტარენის მიღება საღამოობით.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ვოლტარენი, 1 ჭიქა წყლით და ან სხვა სითხით მთლიანი სახით უნდა გადაიყლაპოს. რეკომენდირებულია ვოლტარენის მიღება კვების დროს. ტაბლეტები არ დაანაწევროთ და ან არ დაღეჭოთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ვოლტარენი, აღნიშნული დოზის გამო, ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე) არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმული ავადმყოფები ვოლტარენის ეფექტების მიმართ უფრო მგრძნობიარე არიან, ვიდრე სხვა ზრდასრულები. ამიტომ ხანდაზმულებმა ექიმის რეკომენდაციები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს და ჩივილების შემსუბუქების მიზნით საჭირო მინიმალური დოზა უნდა მიიღოს. ხანდაზმულ ავადმყოფებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია ექიმს მაშინვე უნდა აცნობოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
ვოლტარენი, თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ უნდა იქნას გამოყენებული. თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში კვლევები ჩატარებული არ არის, ამიტომ დოზის რეგულირებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები არ არსებობს. ვოლტარენი, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ღვიძლის უკმარისობა:
ვოლტარენი, ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ უნდა იქნას გამოყენებული. ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში კვლევები არ არის ჩატარებული, ამიტომ დოზის რეგულირებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები არ არსებობს. ვოლტარენი, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ცნობილი გულ-სისხლძარღთა დაავადებები და ან მნიშვნელოვანი კარდიო-ვასკულარული რისკ-ფაქტორები:
ვოლტარენი, არ არის რეკომენდირებული უკვე ცნობილი გულ-სისხლძრღვთა დაავადების, უკონტროლო და ან მაღალი არტერიული წნევის მქონე და უმართავ ავადმყოფებში. ვოლტარენის გამოყენების დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკი მატულობს, თუ ვოლტარენის დოზა მაღალია და ან მკურნალობა ხანგრძლივად მიმდინარეობს, რეკომენდირებულია, ყველაზე დაბალი დღიური დოზის გამოყენება მაქსიმალურად ხანმოკლე დროის განმავლობაში. აღნიშნულის გამო, ვოლტარენით მკურნალობის დროს არჩევანი ყველაზე დაბალ დოზასა და მკურნალობის ხანმოლე დროზე უნდა შეაჩეროთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მკურნალობა 4 კვირაზე მეტი დროით გრძელდება, ამ დროს ექიმი რეგულარულად შეაფასებს ავადმყოფის მდგომარეობას და მკურნალობის გაგრძელების საჭიროების საკითხს გადაწყვეტს.
თუ ფიქრობთ, რომ ვოლტარენის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ვოლტარენის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, შემთხვევით ვოლტარენის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე ექიმს და ან ფარმაცევტს დაუკავშირდით და ან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ. ამ დროს შეიძლება სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.
თუ, ვოლტარენის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ, ვოლტარტნის მიღება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
თუ, ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, დროის დაკარგვის გარეშე ტაბლეტი მიიღეთ. თუმცა, თუ ძალიან გვიან გაგახსენდებათ და მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოვდება, ამ დროს მხოლოდ მომდევნო დოზის მიიღება საკმარისი იქნება.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ვოლტარენის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ვოლტარენის მიღება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
· უეცრად გაჩენილი, მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდში (მიოკარდიუმის ინფარქტის ნიშნები)
· სუნთქვის გაძნელება, უჰაერობის შეგრძნება, წამოწოლისას სუნთქვის გაძნელება, ტერფების და ან ფეხების შეშუპება (გულის უკმარისობის ნიშნები)
· სახის, ხელების და ფეხების, განსაკუთრებით სხეულის ერთ ნახევარში გამოვლენილი უეცარი სისუსტე და ან დაბუჟება, უეცარი მხედველობის დაკარგვა და ან დარღვევა, მეტყველების და მეტყველების გაანალიზების უეცარი გაძნელება, მხედველობის დარღვევის თანხლებით და ან მის გარეშე პირველად გამოვლენილი უეცარი მიგრენის მსგავსი ტკივილი. აღწერილი ნიშნები შეიძლება ინსულტის ადრეული სიმპტომები იყოს.
· მუცლის ტკივილი, საკვების მონელების დარღვევა, მჟავიანობის მომატება, მუცელში აირების დაგროვება, გულისრევა და ან ღებინება.
· კუჭისა და ნაწლავებიდან სისხლდენის ნიშნები (მაგ. ღებინებისას სისხლის გამოყოლება, მუქი და ან შავი ფერის განავალი)
· კანზე გამონაყარი, ქავილი, სისხლჩქცევა, მტკივნეული გაწითლებული მიდამოები, კანის აშრევება და ან ბუშტუკების გაჩენის მსგავსი ალერგიული რეაქციები.
· ხიხინი და ან სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი, ფილტვის და სასუნთქი გზების გარდამავალი შევიწროება)
· სახის, ტუჩების, ხელების და ან თითების შესივება
· კანის და ან თვალის სკლერების გაყვითლება
· მუდმივი ყელის ტკივილი და ან მაღალი ტემპერატურა
· შარდის რაოდენობის და/ და ან ფერის მოულოდნელი ცვლილება
· ვოლტარენით მკურნალობის დაწყებიდან ხანმოკლე დროის შემდეგ დაწყებული და ძირითადად მუცლის ტკივილის დაწყებიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში განვითარებული რექტალური სისხლდენა და ან სისხლიანი დიარეა, მუცლის მსუბუქი შეკუმშვა და მგრძნობელობის მომატება.
· სტევენს-ჯონსონის სინდრომი (კანზე, პირის ღრუსა და თვალებში, სასქესო ორგანოებში ბუშტუკოვანი გამონაყარით მიმდინარე სერიოზული დაავადებები)
ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ვოლტარენის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
დანარჩენი გვერდითი ეფექტები:
გავრცელებული :
- თავის ტკივილი
- გაბრუების შეგრძნება
- ვერტიგო (წონასწორობის დარღვევით გამოწვეული თავბრუსხვევა),
- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია),
- გულისრევა,
- ღებინება,
- დიარეა,
- საკვების მონელების გაძნელება (დისპეფსიური მოვლენები),
- მუცლის ტკივილი,
- მუცლის შესივება (აირების დაგროვება),
- მადის დაკარგვა,
- ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვეული მაჩვენებელები (მაგ. ტრანსაამინაზების დონის მომატება),
- კანზე გამონაყარი,
- ქსოვილებში, უჯრედშორის სითხეში სითხის ჭარბი მომატება (სითხის რეტენცია და/ და ან შეშუპება(ედემა)
ნაკლებად გავრცელებული:
- გულის მკვებავი სისხლძარღვის დახშობასთან დაკავშირებული, ხშირად უეცრად განვითარებული ტკივილი მკერდის არეში და სუნთქვის გაძნელებით გამოვლენილი დაავადება (მიოკარდიუმის ინფარქტი)
- გულის უკმარისობა (გულში, სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში სისხლმომარაგების დარღვევა, გულის მიერ სისხლის გადატუმბის გაძნელება. აღნიშნულის პირველი გამოვლინებები შეიძლება იყოს: სუნთქვის გაძნელება, ხელებსა და ფეხების შესივება, დაღლილობა)
- გულის ფრიალი,
- ტკივილი მკერდში
იშვიათი:
- სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, თავბრუსხვევა (მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქსია და ანაფილაქტოიდური რეაქციები),
- ძილიანობა,
- დაღლილობა,
- მკერდში ხიხინით და ხველით მიმდინარე, უეცრად განვითარებული სუნთქვის გაძნელება და მოჭერის შეგრძნება (თუ ცხელებაც აღინიშნება, შეიძლება ასთმის და ან პნევმონიის ნიშანი იყოს).
- სისხლიანი ღებინება (ჰემატემეზის ნიშნები) და/ და ან შავი და ან სისხლიანი განავალი (გასტრო-ინტესტინალური სისხლდენის ნიშნები)
- სისხლიანი დიარეა (ჰემორაგიური დიარეის ნიშნები).
- შავი ფერის განავალი (მელენას ნიშნები)
- კუჭის ტკივილი, გულისრევა (კუჭ-ნაწლავის სისტემის წყლულის ნიშნები, სისხლდენა და ან პერფორაცია (გახვრეტა).
- კანის და ან თვალების სკლერების გაყვითლება (სიყვითლის ნიშნები) გულისრევა, მადის დაკარგვა, მუქი ფერის შარდი (ჰეპატიტის/ღვიძლის უკმარისობის ნიშნები)
- გენერალური შეშუპება (შეშუპება-ედემას ნიშნები)
ძალიან იშვიათი:
- თვითნებურად განვითარებული სისხლდენა და ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენია, ანუ სისხლდენის შემაჩერებელი, თრომბოციტების სახელით წოდებული უჯრედების შემცირებასთან დაკავშირებული სიმპტომები)
- მაღალი ტემპერატურა, ხშირი ინფექციები, ხშირი ყელის ტკივილი (აგრანულოზიტოზი ანუ სხეულში ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი უჯრედების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებული სიმპტომები),
- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაცემა (ანემიის ნიშნები)
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაცემა (ლეიკოპენიის სიმპტომები),
- სახის და ყელის შეშუპება (ანგიო-ნევროზული შეშუპების ნიშნები)
- დროსა და გარემოში ორიენტაციის დარღვევა (დეზორიენტაცია)
- დეპრესია
- ძილის გაძნელება ( უძილობის ნიშნები)
- კოშმარების ხედვა,
- გამღიზიანებლების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მდგომარეობა, მომატებული პასუხი გამღიზიანებელზე (გაღიზიანება),
- შემაწუხებელი ფიქრები და ან სულიერი მდგომარეობა (ფსიქიკური დარღვევების ნიშნები),
- ხელების და ფეხების დაბუჟება და ან ჩხველის შებრძნება (პარესთეზიის ნიშნები),
- გაღიზიანებული მდგომარეობა,
- მეხსიერების დარღვევა,
- ჰალუცინაციები (კონვულსიის ნიშნები),
- კანკალი (ტრემორი),
- კისრის გაშეშება, ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი (ასეპტიკური მენინგიტის ნიშნები),
- უეცარი და ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, დაბუჟება, მეტყველების დარღვევა და ან გაძნელება, კიდურების და სახის არეში სისუსტე და ან დამბლა (ცერებრო-ვასკულარული შემთხვევის და ან ინსულტის ნიშნები),
- გემოს შეგრძნების დარღვევა (დისგოზიის ნიშნები),
- სმენის დარღვევა (სმენის დარღვევის ნიშნები)
- მხედველობის დარღვევები* (მხედველობის დარღვევა, მხედველობის შემღვრევა, მხედველობის გაორების ნიშნები),
- ყურებში ხმაური,
- გამონაყარი, მოლუჯო-წითელი ლაქები, ცხელება, ქავილი (ვასკულიტის ნიშნები),
- ფილტვების ანთება (პნევმონია),
- დიარეა, მუცლის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება (ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით კოლიტის ნიშნები, წყლულოვანი კოლიტის და ან კრონის დაავადების გამწვავება),
- ყაბზობა, პირის ღრუში იარები (სტომატიტი-პირის ღრუში ანთების ნიშნები),
- ენის შესივება, სიწითლე და ტკივილი (გლოსიტი-ენის ანთების ნიშნები),
- საკვების პირის ღრუდან კუჭში გამტარებელი მილის ფუნქციის დარღვევა (ეზოფაგიტის ნიშნები),
- კვების შემდეგ მუცლის ზემო ნაწილში ტკივილი (ინტესტინალურ დიაფრაგმული დაავადების ნიშნები)
- ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეატიტის ნიშნები),
- გრიპის მსგავსი ნიშნები, დაღლილობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, სისხლის ანალიზით ღვიძლის ფერმენტების მომატება (ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით ღვიძლის ფუნქციების დარღვევის ნიშნები),
- ბლისტერი (ბულოზური დერმატიტის ნიშნები),
- ქავილით მიმდინარე, სიწითლის და წვის შეგრძნების გამომწვევი გამონაყარი (ეგზემის ნიშნები),
- კანის ზედაპირზე განვითარებული სიწთლე (ერითემა),
- წითელი და ან მოლურჯო კანი ( კანის სისხლძარღვების ანთების ნიშნები), კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი, ტუჩების, თვალების და პირის არეში ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის აშრევებით და ან აქერცვლით მიმდინარე კანის ანთება ( მულტიფორმული ერითემის ნიშნები და ან თუ ცხელებაც აღინიშნება, სტევენს-ჯონსონის სინდრომი და ან ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლეიელის სინდრომი),
- კანის აშრევებით და ან აქერცვლით მიმდინარე კანის გამოანაყარი (ექსფოლიაციური დერმატიტის ნიშნები),
- თმის ცვენა (ალოპეცია),
- კანის მზის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (სინათლის მიმართ მომატებული რეაქციის ნიშნები),
- კანზე მოლურჯო ლაქები ( ალერგიით გამოწვეული პურპურა და ან ჰენოხ-შონლაინის პურპურას ნიშნები),
- ქავილი (პრურიტი),
- შარდში სისხლის გამოვლინება (ჰემატურია),
- შესივება, სისუსტე და ან ანორმალური შარდვა (თირკმლის მწვავე უკმარისობის ნიშნები),
- შრდში პროტეინების მომატება ( პროტეინურიის ნიშნები),
- სახის და ან მუცლის შესივება, მაღალი არტერიული წნევა (ნეფროზული სინდრომის ნიშნები),
- შარდის გახშირება და ან შემცირება, ძილიანობა, კონფუზია, გულისრევა (ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტის ნიშნები),
- შარდის რაოდენობის სერიოზული შემცირება (რენალურ-პაპილარული ნეკროზის ნიშნები),
- იმპოტენცია
*მხედველობის დარღვევები: თუ მხედველობის დარღვევის ნიშნები ვოლტარენით მკურნალობის დროს გამოვლინდება, სხვა მიზეზების გამორიცხვის მიზნით შეიძლება საჭირო გახდეს ოფთალმოლოგის კონსულტაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
უცნობი:
- გონების არევა,
- ჰალუცინაციები (ნერვულ და ან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, რეალობაში არ არსებული საგნების, ხმის, გამოსახულებების არსებობის აღქმის მდგომარეობა),
- მგრძნობელობის დარღვევები (გემოს, მხედველობის, სმენის, შეხების, სუნის აღქმის დარღვევები
- სისუსტე
- მხედველობის ნერვების ანთება (საწყისი ნიშანი- მხედველობის შემღვრევა),
- მკერდის არეში ტკივილის და ალერგიული რეაქციების ერთდროული გამოვლინება (კონის სინდრომის ნიშნები),
- მსხვილ ნაწლავში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (გულირევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დეფეკაციის პრობლემები, რომელმაც შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს; სიბერე, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, მუცლის ღრუზე გადატანილი ოპერაცია და ან რადიოთერაპიის მსგავს მდგომარეობებთან დაკავშირებული ნიშნები),
- დრესს სინდრომის-(ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომების თანხლებით მიმდინარე წამლისმიერი რეაქციით გამოწვეული გამონაყარი)-სახელით ცნობილი სერიოზული კანის რეაქცია. დრესს სინდრომის ნიშნებს შორის შეიძლება იყოს: კანზე გამონაყარი, ცხელება, ლიმფური ჯირკვლების შესივება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრეედების) რაოდენობის მომატება.
თუ, ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ვოლატერენს რამდენიმე კვირაა, ხანგრძლივად ღებულობთ, დარწმუნდით რომ არასასურველი, გევრდითი ეფექტები თქვენთან არ ვლინდება, ამისთვის ექიმთან რეგულარული საკონტროლო ვიზიტი არ გამოტოვოთ.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
6. ვოლტარენის შენახვა
ვოლტარენი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <30 0 C ოთახის ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ვოლტარენი არ მიიღოთ.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ასევე , იხილეთ: ვოლტარენი ტაბ.50მგ N20
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account