ვიტრუმი - Vitrum მაგნიუმ B6 90 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 52,85 GEL რეგულარული ფასი 73,40 GEL
მარაგშია
SKU
90326_1517

ჩენება: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი - მაგნიუმის და ვიტამინის B6 დამატებითი წყარო.

ვიტრუმი® მაგნიუმი B6

VITRUM® MAGNESIUM B6

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები, მასით 1200 მგ. №60 ან №90 ტაბლეტი შეფუთვაში.

60 ან 90 ან 120 ტაბლეტი თითო ფლაკონში, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

   შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება

მოხმარების დღიური დოზის შემადგენლობა (4 შემოგარსული ტაბლეტი, მასით 1200 მგ)

რეკომენდებული დღიური მოხმარების %

მაგნიუმი (მაგნიუმის ლაქტატი)

200მგ

50

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)

5,6მგ

280*

* არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს

დამატებითი კომპონენტები:

სორბიტოლი, ცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი - მაგნიუმის სტეარინის მჟავა, შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალება - სტეარინის მჟავა, ტაბლეტის გარსი (ჰიდროქსი-პროპილ-მეთილცელულოზის სტაბილიზატორი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზის სტაბილიზატორი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი ცელულოზა. შეწებების საწინააღმდეგო საშუალება ტალკი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები), შეწებების საწინააღმდეგო აგენტი სილიციუმის დიოქსიდი.

შეიცავს სორბიტოლს. ჭარბი მიღების შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი.

გამოყენების სფერო:

როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი - მაგნიუმის და ვიტამინის B6 დამატებითი წყარო.

ვიტამინი B6 -მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში: მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების: სეროტონინის, მელატონინის, დოფამინის გამომუშავებაში. ხელს უწყობს მაგნიუმის დაგროვებას უჯრედებში.

ამ ვიტამინის უკმარისობის მდგომარეობა ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევით (გაღიზიანებადობა, ძილიანობა, პოლინევრიტი) და გამოხატულია მომატებული დაღლილობის, კუნთების სისუსტის, დეპრესიული განწყობის სახით.

მაგნიუმი -აუცილებელია უჯრედებში ენერგიის წარმოებისთვის, ნეირომუსკულური გამტარობის რეგულირებისთვის, ტონუსისთვის, გლუვი კუნთების ფუნქციობისთვის. მაგნიუმის იონები მონაწილეობენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ცილების ბიოსინთეზში და აფერხებენ თავის ტვინის ქერქში აგზნების პროცესებს.მაგნიუმის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ძვლებში და კუნთებშია.

მაგნიუმის დეფიციტი გავლენას ახდენს ნერვული და კუნთოვანი იმპულსების გადაცემის მდგომარეობაზე, ვლინდება მომატებული აგზნებით, ნერვული სისტემის ფუნქციობის დაქვეითებითა და გაღიზიანებით.

ორგანიზმის მაგნიუმით გამდიდრება ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე ახდენს ნერვული სისტემის მდგომარეობის ნორმალიზებას დეპრესიული მდგომარეობისა და სტრესის დროს, რადგან სხვადასხვა ხასიათის სტრესი ზრდის ორგანიზმის მოთხოვნილებას მაგნიუმის მიმართ.

რეალიზაციის პირობები:

მოსახლეობაში. რეალიზაციის ადგილები განისაზღვრება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობით.

გამოყენების რეკომენდაცია:

მოზრდილებიში 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობაა 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში, მიღება შეიძლება განმეორდეს.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ძუძუთი კვება, ნაწლავის დისფუნქციისადმი მიდრეკილება.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ასევე, იხილეთ : Vitrum - ვიტრუმი მაგნიუმ B6 60 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა90
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy