ვიტანური ყელის სპრეი 30მლ

განსაკუთრებული ფასი 31,38 GEL რეგულარული ფასი 33,03 GEL
მარაგშია
SKU
90022_3302

ჩვენება: რეკომენდებულია პირის ღრუს და ყელის მიდამოს სანაციისთვის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექიების, სტომატიტის, ფარინგიტის, ლარინგიტის, ანგინის დროს.

ვიტანური

გამოყენების ინსტრუქცია

აქტიური ნივთიერებები თითოეულ შესხურებაში(0,130მლ): 

პროპოლისის თხევადი ექსტრაქტი .................15მგ

სტანდარტიზებული 12მგ/მლ-ში პოლიფენოლამდე

N-აცეტილცისტეინი ...............................................6მგ

დამატებითი ინგრედიენტები: მალტიტოლი, ქსანთინი, სუკრალოზა, გლიცერინი, პიტნის არომატიზატორი, ქსილიტი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, დეიონიზირებული წყალი.

ინფორმაცია პროდუქტის შესახებ: 

ვიტანური -კომბინირებული სპრეი, რომლიც შეიცავს პროპოლისის თხევად ექსტრაქტს და N-აცეტილცისტეინს. ის განკუთვნილია ყელის მიდამოს სანაციისთვს.

პროპოლისის თხევად ექსტრაქტს გააჩნია ანტისეპტიკური,ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური თვისებები. პროპოლისი აუმჯობესებს ორგანიზმის დაცვით მექანიზმებს და უზრუნველყოფს მის დაცვას დაავადებებისგან.

N-აცეტილცისტეინი მიიღება ამინომჟავა ცისტეინისგან და გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება. N-აცეტილცისტეინი ამცირებს ნახველის წარმოქმნას სასუნთქ გზებში, ათხიერებს წარმოქმნილ ნახველს და ხელს უწყობს მის გამოყოფას.

ჩვენებები:

რეკომენდებულია როგორც დამხმარე საშუალება ადგილობრივი იმუნიტეტის ასამაღლებლად,  პირის ღრუს და ყელის მიდამოს სანაციისთვის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექიების, სტომატიტის, ფარინგიტის, ლარინგიტის, ანგინის დროს.

წინააღმდეგ ჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტში შემავალ ნებისმიერ ინგრედიენტზე.

დოზირება: 

ბავშვები 4წლამდე 1შესხურება 2ჯერ დღში

4დან 14 წლამდე 1შესხურება 2-3 ჯერ დღეში

მოზრდილები 2შესხურება 2-3 ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა:

სპრეი 30მლ მინის ფლაკონი

შენახვის პირობებები:

ინახება მშრალ ადგილას , 25°C ტემპერატურაზე,  მზის სხივების და სითბოს წყაროსგან მოშორებით.

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

ორსულობის და ლაქტაციის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ ცვლის ბალანსირებულ დიეტას და ჯანმრთელი ცხოვრების წესს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა:

3წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

ყელის ტკივილი - გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები იხილეთ ჩვენს ბლოგში 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy