ვიპლაქტინი - Viplaktin ამინო 10მლ 10 ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 42,31 GEL რეგულარული ფასი 58,75 GEL
მარაგშია
SKU
92009_2227

ჩვენება: წარმოადგენს ნაწლავური ფლორის მარეგულირებელ კომბინირებულ საშუალებას, რომელიც აღადგენს და აჯანსაღებს დარღვეულ ნაწლავურ ფლორას.

ვიპლაქტინ ამინო

შემადგენლობა:

დოზატორიან სახურავში :
Bifidobacterium animalios ssp.lactis &
Bifidobacterium breve …………………………. 2*109 КОЕ
Lactobacillus rhamnosus …………………….. 1*109 КОЕ
Lალანინი …………………………………………………. 50 მგ
Lგლუტამინი ………………………………………………. 50 მგ
ვვიტამინი B2 …………………………………………….. 0,7 მგ
ვვიტამინი B6 …………………………………………….. 0,7 მგ
ვვიტამინი D ……………………………………………. 2,5 მკგ
ვვიტამინი B12 ………………………………………… 1,25 მკგ
ფლაკონში 10 მლ :
ფრუქტოოლიგოსაქარიდები ……………………………….. 1,0 გ
L-არგინინი……………………………………………….. 50 მგ
ასკილის ექსტრაქტი ……………………………………………….. 48 მგ
ვიტამინი C ………………………………… 24 მგ
თუთია ………………………………………………………. 1,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები :
დოზატორიან სახურავში: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი;
ფლაკონში 10მლ: ფრუქტოზა,წყალი

ასევე, იხილეთ : Lacto G - ლაქტო G კიდსი 10 ფლაკონი

ჩვენებები

ვიპლაქტინ ამინო წარმოადგენს ნაწლავური ფლორის მარეგულირებელ კომბინირებულ საშუალებას, რომელიც აღადგენს და აჯანსაღებს დარღვეულ ნაწლავურ ფლორას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიბიოტიკოთერაპიით ან კვების დისბალანსით. პროდუქტი გამდიდრებულია ლაქტო და ბიფიდუმბაქტერიებით, რომლებიც წარმოადგენენ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ძირითად შემადგენელ ბაქტერიებს. თრგუნავენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდასა და მოქმედებას, მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზსა და მათ შეწოვაში და უზრუნველყოფენ ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ მდგომარეობას. ალფა-გლუკოოლიგოსაქარიდები - ნაწლავის მიკროფლორის ძირითადი საკვებია. რადგან ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსის დროს გართულებულია В ჯგუფის ვიტამინების სინთეზი, რაც ხშირად იწვევს მათ დეფიციტს, ამიტომ პროდუქტი დამატებით შეიცავს ამ ჯგუფის ვიტამინებს, მათ შორის: რიბოფლავინს (ვიტამინ B2), რომელიც განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის მთლიანობას, ვიტამინ B12 და ფოლიუმის მჟავას, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემას ფუნქციონირებას.

- ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა და ნორმალიზაცია;
- ბავშვებსა და მოზრდილებში ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა,;
- კვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობასთან და სხვა მიზეზებთან დაკავშირებული ნაწლავების ტრანზიტორული დისფუნქციის (დიარეა, ყაბზობა) მკურნალობა;
- საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი;
- გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები (მწვავე და ქრონიკული);
- იმუნიტეტისა და დაავადებების მიმართ ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის ამაღლება.

დოზირება:

3 წლიდან და ზრდასრულებში -- 1 ფლაკონი დღეში ერთხელ.
გამოყენების მეთოდი:

1. მოათასვეთ გასახსნელი სახურავში
2. მოაბრუნეთ სახურავი საათის ისრის მიმართულებით ისე რომ სახურავის შიგთავსი ჩავიდეს ფლაკონში.
3. შეანჯღრიეთ ფლაკონი კარგად.
4. მოხსენით სახურავი და მიიღეთ შიგთავსი.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შედეგად (ძალიან იშვიათად).

უკუჩვენება

დადასტურებული მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შეიძლება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტთა შემდეგი ჯგუფებისათვის პრობიოტიკური თერაპია ტარდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით:
- პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ იმუნური სისტემის დარღვევა ან დათრგუნვა, განსაკუთრებით პაციენტები, შიდსის გვიან სტადიაზე ან ალოტრანსპლანტანტების მქონე პაციენტები, აგრეთვე ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტები;
- პაციენტები, ენდო- ან მიოკარდიტით, გადატანილი ოპერაციით მსხვილ ნაწლავზე, პირის ღრუში ან კბილებზე;
- პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა, მათ შორის
ინსულინდამოკიდებული დიაბეტიკები. პრობიოტიკებს შესწევთ უნარი გააუმჯობესონ შაქრის შეთვისება და ამასთან გამოიწვიონ ინსულინური შოკი. პრობიოტიკების მიღებისას აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის მუდმივად გაზომვა და ინსულინის დოზის შესაბამისად შემცირება;
- მოკლე ნაწლავების სინდრომის მქონე ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ D-ლაქტური აციდოზი. აუცილებელია შტამებით D-ლაქტატის პროდუცირების თავიდან ასაცილებელი ზომების მიღება;
- სისხლიანი დიარეის მქონე პაციენტები.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, პრობიოტიკების სასარგებლო მოქმედება აღემატება შესაძლო რისკს.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

ვიპლაქტი ამინო გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება

ამჟამად ცნობილი არ არის ვიპლაქტინი ამინოს ჰიპერდოზირების შემთხვევების შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგად განვითარებული გვერდითი ეფექტების ან არასასურველი რეაქციების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ნესტისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 18°C-ტემპერატურაზე.

2 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: ფლაკონი N 10

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy